მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7094.2
-0.0025
flag
AZN 1.5962
-0.0009
flag
CNY 38.161
-0.0085
flag
EUR 3.1514
-0.0107
flag
GBP 3.5766
-0.0132
flag
KZT 51.14
-0.0036
flag
TRY 0.0646
-0.0001
flag
USD 2.7139
-0.0015

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 31 ოქტომბერს eCommerce Day Georgia 2025 გაიმართება

news image

31 ოქტომბერს თბილისი ელექტრონული კომერციის სექტორის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას — eCommerce Day Georgia 2025-ს უმასპინძლებს. კონფერენცია Sheraton Grand Metechi Palace-ში გაიმართება.

ღონისძიება მესამე წელია, ხორციელდება და იგი საერთაშორისო და ადგილობრივ კომპანიებს ელექტრონული კომერციის სფეროში მიმდინარე ცვლილებებსა და ტენდენციებზე სასაუბროდ აერთიანებს.

კონფერენციის მონაწილეები გაეცნობიან მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ექსპერტების ხედვებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ხელოვნური ინტელექტის როლი ონლაინ-ვაჭრობის ტრანსფორმაციაში, სოციალური და ლაივ კომერციის სწრაფი ზრდა, მომხმარებელთა ქცევის ცვლილება და ციფრული პლატფორმების განვითარება.

სპიკერებს შორის იქნებიან:

Amazon Web Services, Google Cloud, VISA, Glovo, Avianca და სხვა წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ასევე, ქართული ბაზრის ისეთი წარმატებული მოთამაშეები, როგორებიც არიან: საქართველოს ბანკი, თეგეტა ჰოლდინგი, Storera, Web Features, MELO Delivery, CityPay.io და სხვები.

კონფერენციაზე სცენა დაეთმობა ორ პანელურ დისკუსიას:

• ელ. კომერცია ქმედებაში: როგორ აყალიბებენ ადგილობრივი ბრენდები ციფრულ მომავალს;

• რეალური წარმატების ისტორიები: ხელოვნური ინტელექტის გავლენა საცალო ვაჭრობასა და ელექტრონულ კომერციაზე.

გარდა ამისა, მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, Amazon Web Services-ის, Storera-ს და CityPay.io-ს დემო ლაივ სესიებს დაესწრონ და პრაქტიკული გამოცდილება მათთვის საინტერესო მიმართულებით მიიღონ.

ღონისძიების მთავარი პარტნიორი: საქართველოს ბანკი ბიზნესი

ინოვაციების პარტნიორი: Visa

პარტნიორები: AWS, Aversi, Delivo, Google Cloud; Glovo, BDO Digital, Tech School / IE, Web Features, Elite, Acer, Cellfie, MELO Delivery, Dasta Records Management, Tegeta Holding, CityPay.io Georgia, Tether, Johnnie Walker, Wolt, Creatio, TASS vision, Quissly, Mazeg, Roaspig, Storera, Coincasa, Horsetours, Hamo Concept, Azintelecom

ბილეთების შესაძენად და დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ Biletebi.ge-ის ვებგვერდი.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოში ჩვენ გვაქვს აბსოლუტური ღია ბიზნეს გარემო - ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე

31.10.2025.22:18

ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ღია ბიზნეს გარემოა და კორუფციის ინდექსით ქვეყანას ძალიან კარგი მაჩვენებელი აქვს.

როგორც კომპანია Hunnewell Partners-ის დამფუძნებელმა და ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ ჟურნალისტებთან კორუფციაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, კორუფციის ინდექსი იზომება და ქვეყნის ფარგლებში ჩატარებული ფართომასშტაბიანი გაზომვის შედეგები აჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყანას ძალიან კარგი მაჩვენებელი აქვს.

„დღეს ჩამოვფრინდი დილის შვიდ საათზე და ვერ გავერკვიე რა ხდება. კორუფციის ინდექსი იზომება. ქვეყნის ფარგლებში არის ფართომასშტაბიანი გაზომვა, სადაც ჩვენ ძალიან კარგი მაჩვენებელი გვაქვს. ბიზნესი ამას პრობლემად მაინც და მაინც არ თვლის. ჩვენ კორუფციის ძალიან კარგი მაჩვენებელი გვაქვს, რომლითაც ჩვენ გვზომავენ. ჩვენ გვაქვს აბსოლუტური ღია ბიზნესგარემო იმ კუთხით, რომ გვყავს ძალიან ბევრი ბიზნესმენი, რომელიც არის ოპოზიციის მხარდამჭერი და რომლებიც ასევე არ ლაპარაკობენ კორუფციაზე, მე არ გამიგია და უამრავს ვიცნობ ოპოზიციონერ ბიზნესმენებს, რომლებიც იძახიან, რომ კორუფცია [არ არის]. მხოლოდ მთავრობა ლაპარაკობს და როცა მხოლოდ მთავრობა ლაპარაკობს და ბიზნესმა არ ვიცით რა ხდება, მე ჯერ უნდა გავიგო, ვინ იყო, რა იყო. მე არ შემხებია, ისევე, როგორც არ ეხება ოპოზიციურ ბიზნესსაც“, - აღნიშნა ირაკლი რუხაძემ.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რომ ერთ-ერთი კომპანიის 40%-იანი წილის მფლობელი წერს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე მინისტრობის დროს მას სთხოვდა ქრთამს, რაზეც რუხაძემ განაცხადა, რომ ეს ძალიან ცუდია და ამის შესახებ პირველად გაიგო.

„საშინელია, ძალიან ცუდია, პირველად გავიგე და ძალიან ცუდია. კი, არის, მაგრამ ერთადერთი შემთხვევაა, ძალიან ცუდია და ახლა პირველად გავიგე თქვენგან. მე კი არ ვიძახი, არ ხდება-მეთქი, მე ვიძახი, რომ ბიზნესი ფართოდ ამას ვერ ვხედავთ. ეს ჩანს კორუფციის ინდექსში, რომელსაც ჩვენგან იღებენ, იმ ინტერვიუების დროს. ოპოზიციური ბიზნესი ამაზე არ ლაპარაკობს, ახლა პირველად გავიგე და საინტერესოა. ოპოზიციური ბიზნესი არ წუწუნებს, რომ კორუფცია გვაქვსო, მთავრობა ამბობს, რომ არის და უნდა გავიგოთ, რა არის. კორუფციას აქვს ორი მხარე, მარტო ამღები არაა კორუფცია, მიმცემიც კორუფციაა და ამიტომ უნდა გავიგოთ, ვინ, სად, რას აძლევდა, რას აკეთებდა და მე გავერკვევი. რა თქმა უნდა, ცუდია, საშინელებაა, რაზეა ლაპარაკი?!როგორ შეიძლება ეს კარგი იყოს, ხელს უშლის ყველაფერს. მინდა გავერკვიო, რა კორუფციასთან გვაქვს საქმე. რატომ არ ლაპარაკობს ბიზნესი-მეთქი, ეგ მაინტერესებს. მე იმიტომ არ ვლაპარაკობ, რომ არ შემხებია და ბიზნესი რატომ არ ლაპარაკობს?!”, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა