მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7072.9
0.0023
flag
AZN 1.5868
0
flag
CNY 38.298
-0.0009
flag
EUR 3.1619
-0.0107
flag
GBP 3.5966
-0.0244
flag
KZT 52.45
0.0013
flag
TRY 0.0631
-0.0001
flag
USD 2.6979
0.0001

საქართველოს ბანკის კრეატიულმა კამპანიებმა საერთაშორისო Epica Awards-ზე სამი მედალი მოიპოვა

news image

საქართველოს ბანკის კრეატიულმა კამპანიებმა საერთაშორისო კრეატიული ფესტივალის Epica Awards-ის სამ კატეგორიაში გაიმარჯვა და 1 ვერცხლის, 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

Epica Awards-ის მიერ მინიჭებული მედლები შემდეგ კატეგორიებზე გადანაწილდა:

Blood | Bank of Georgia - სააგენტო: Windfor's Agency; კატეგორია: Websites, ვერცხლის მედალი

Kupata's Legacy - სააგენტო: GARNAMATAC; კატეგორია: Influencer & Creator Marketing, ბრინჯაოს მედალი

Iveria - Independence issue - სააგენტო: Supermarket; კატეგორია: Publication Design, ბრინჯაოს მედალი 

“Epica Awards-ის საერთაშორისო ჟიურის მიერ მონიჭებული აღიარება ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა. ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს ბანკის მარკეტინგის გუნდის მიერ განხორციელებული პროექტები 60 ქვეყნის 200-ზე მეტმა ჟურნალისტმა და რედაქტორმა შეაფასა და სამ კატეგორიაში დაასახელა გამარჯვებულად. ეს აღიარება ერთგვარი დაფასებაა ჩვენი ძალისხმევისა და მისწრაფების - მუდმივად შევქმნათ ახალი სტანდარტი ბრენდის კომუნიკაციაში და მივცეთ ადამიანებს მოტივაცია, არ გაჩერდნენ. ამასთან, მინდა, მადლობა გადავუხადო კამპანიების იდეების შექმნისა და განხორციელების პროცესში ჩართულ თითოეულ ადამიანს. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ახალი, კიდევ უფრო მასშტაბური კრეატიული კამპანიების განხორციელებას”, - აღნიშნავს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი.

Epica Awards საერთაშორისო კრეატიული ჯილდოა, რომლის გამარჯვებულებსაც ჟურნალისტები ავლენენ - 200-ზე მეტი რედაქტორი და უფროსი ჟურნალისტი, 60 ქვეყნიდან. ობიექტურ შეფასებებზე დაყრდნობით კი ვლინდებიან გამორჩეული კრეატიული იდეების ავტორები.

Epica Awards 2025-ის ფარგლებში გამარჯვებულებად დასახელდნენ ისეთი საერთაშორისო ბრენდები, როგორებიცაა: კოკა-კოლა (იტალია), IKEA, Deutsche Telekom, Amazon Prime Video, McDonalds (იაპონია), Lufthansa, The Guardian და სხვა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Sairme Glampings • Rooms & Cottages გაფართოვდა

17.12.2025.18:00

Sairme Glampings • Rooms & Cottages  დაახლოებით ერთი წელია ბაზარზე წარმატებით ოპერირებს. კომპანიაში არსებულ სიახლეებზე Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს ვილი თუთაშვილს ესაუბრა.

„ამ ეტაპზე კომპანია აქტიურად მუშაობს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე და რამდენიმე ახალი პროექტის განხორციელებაზე. განახლდა ინფრასტრუქტურის ნაწილი, დაემატა თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კაფე-ბარი, რომელიც დამსვენებლებს სთავაზობს კომფორტულ გარემოს, მრავალფეროვან კერძებს და სასმელებს და ზამთრის პერიოდში ბუხრისა და ბუნების ჰარმონიით ტკბობას.

მოეწყო სივრცე, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის. ასევე, გლემფინგის დამსვენებლებს უახლოეს პერიოდში გარე, ცხელი წყლის ჯაკუზს შევთავაზებთ “, - აცხადებს ვილი თუთაშვილი.

მოთხოვნა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტუმრების მხრიდან სტაბილურად იზრდება.

„მოთხოვნა სტაბილურად მზარდია. ბოლო თვეების მონაცემებით შეინიშნება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტუმრების მატება, რაც ზრდის ტენდენციაზე მიუთითებს “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

აღსანიშნავია, რომ საქმიანობის დაწყების იდეა დამფუძნებელს დაახლოებით ორი წლის წინ გაუჩნდა. მისი მიზანი მომხმარებლებისთვის ეკო-მეგობრული ტიპის სასტუმროს შეთავაზება იყო.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა