მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7047.4
-0.0021
flag
AZN 1.5916
-0.0002
flag
CNY 37.693
-0.0032
flag
EUR 3.123
-0.0114
flag
GBP 3.6172
0.0004
flag
KZT 49.81
-0.0001
flag
TRY 0.0667
0
flag
USD 2.7067
-0.0003

საქართველოს ბანკის ინვესტიცია განახლებადი ენერგიის სექტორში - აგროჰაბისა და Shine Energy-ის პარტნიორობა

news image

უკვე არაერთი წელია, საქართველოს ბანკისთვის განახლებადი ენერგიის პროექტების წახალისება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ბანკი არაერთ ბიზნესს მზისა თუ ქარის ელექტროსადგურების მოწყობისა და განვითარებისთვის ფინანსურ მხარდაჭერას უწევს. ასევე, ეხმარება რესურსების დაზოგვასა და ენერგოეფექტურობის მიღწევაში. ამ მიზნით, ბანკმა კომპანია შაინ ენერჯისთან ერთად, ბიზნესებს მზის ელექტროსადგურის მოწყობისთვის შეღავათიანი პირობებიც შესთავაზა.

Shine Energy-ის სერვისითა და საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ისარგებლა აგროჰაბმა, რომელმაც გასულ წელს 4000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მზის ელექტროსადგური მოაწყო

აგროჰაბი ათწლიან ისტორიას ითვლის და დღეს უკვე ევროპული სტანდარტის ჰიპერმარკეტის ექვს ფილიალსა და სხვადასხვა მიმართულების საწარმოს აერთიანებს: მათ შორის რძის გადამამუშავებელ, ხორც-პროდუქტების, ნახევარფაბრიკატების საწარმოებს, საკონდიტროს, საცხობს, ცივი და ცხელი კულინარიის მიმართულებას, ფერმასა და სათბურს.

მზის ელექტროსადგური კომპანიამ ავჭალაში, ცენტრალური წარმოების და საწყობის სახურავზე მოაწყო, მისი სიმძლავრე კი 625 kW (DC)-ია.

პირობები საკმაოდ ხელსაყრელი იყო, კმაყოფილები ვართ და კარგი ინიციატივაა ალტერნატიული ენერგიების განვითარებისთვის. ამასთან, საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია ხარჯების ოპტიმიზაციის კუთხით. ამ პროექტის შემდეგ ვფიქრობთ, განვიხილოთ სადგურის სხვა ლოკაციებზე მოწყობაც“, — ამბობს გიორგი ილურიძე, აგროჰაბის ფინანსური დირექტორი

 

აღსანიშნავია, რომ პროექტის ჯამური ინვესტიცია 230 000 აშშ დოლარი იყო, რომელიც სრულად საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებულ ფინანსურ ინვესტიციას წარმოადგენს.

 

მოხარული ვართ, რომ ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენების წახალისებით, არა მხოლოდ წვლილი შეგვაქვს გარემოზე ზიანის შემცირების პროცესში, არამედ ხელს ვუწყობთ გრძელვადიანი ღირებულებების მქონე პროექტების განხორციელებას ბიზნესში. განახლებად ენერგიასთან დაკავშირებული პროექტების მხარდაჭერით, ჩვენ ბიზნესებს საოპერაციო ეფექტურობის მიღწევასა და ხარჯების შემცირებაში ვეხმარებით. რაც მთავარია, არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მწვანე, მდგრადი ენერგო პროექტების განვითარებისთვის ფინანსური ინვესტიციების განხორციელებას“, — აცხადებს ირაკლი კიკალიშვილი, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი.

 

Shine Energy, რომლის შეთავაზებითაც აგროჰაბმა ისარგებლა, მზის ელექტროსადგურების საპროექტო და სამშენებლო კომპანიაა და ქსელზე მიერთებულ, ქსელისგან დამოუკიდებელ და ჰიბრიდული სისტემების მშენებლობას უზრუნველყოფს. უსაფრთხო, სუფთა და ამოუწურავი ენერგიის ათვისებასთან ერთად, Shine Energy-ის მთავარი მისიაა სოციალური, ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში საკუთარი წვლილის შეტანა.

 

განვითარების პროცესში, დიდი როლის მატარებელია განახლებადი ენერგიის ინვესტიციებზე ხელმისაწვდომობა, სანდო ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობა, სხვადასხვა შეთავაზება და სუბსიდია, რომლებიც მნიშვნელოვნად უწყობენ ხელს პროექტების განხორციელებასა და კომპანიის გაძლიერებას. ძალიან გვიხარია, რომ საქართველოს ბანკთან პარტნიორობის შესაძლებლობა მოგვეცა. ბიზნესის მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჩვენს შეთავაზებას. ამ დრომდე რამდენიმე პროექტი დავადასტურეთ და მშენებლობის ეტაპზე გადავდივართ, ხოლო რამდენიმე კი პროექტირების ეტაპზეა. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიის განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვნად შევამცირეთ პროექტების განხორციელების ვადა, რაც დამატებითი კომფორტია ჩვენი მომხმარებლებისთვის”, — ამბობს ნინა გადელია, კომპანია Shine Energy-ის დამფუძნებელი.

 

საგულისხმოა, რომ ამჟამად, Shine Energy საქართველოს ბანკის ბიზნესმომხმარებლებს სპეციალურ პირობებს სთავაზობს. უფასო პროექტირებასთან ერთად, ბიზნესები სადგურის მშენებლობაზე 18%-მდე ფასდაკლებას მიიღებენ.

 

ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება ბევრი ობიექტი გადავიდეს მზის ენერგიაზე და გახდეს ენერგოდამოუკიდებელი. გვჯერა, რომ საქართველოში გვაქვს პოტენციალი, მზის ენერგია მაღალ დონეზე იქნეს ათვისებული და შემდგომ ყოველდღიურობაში დანერგილი. შესაბამისად, გვაქვს ამბიცია და რაც მთავარიარესურსი, ამ ცვლილებებში დიდი წვლილი შევიტანოთ”, — ამბობს ნინა გადელია.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სუხიშვილების თაკარა - ინოვაციისა და ტრადიციის სინთეზი

30.07.2025.18:01

ზაფხულის დადგომასთან ერთად, სუხიშვილების “თაკარა” ახალი ცეკვებით, ენერგიითა და განსხვავებული კომპოზიციებით ისევ აინთო. ექსპერიმენტული ღია სივრცე, ექსპერიმენტული ღია სცენა, საქართველოს ბანკისა და SOLO-ს მხარდაჭერით, მნახველს დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით უკვე მეხუთე წელია ავსებს.

მრავალი წელია, ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები” წერს  ახალ ისტორიას და უკვე საიუბილეო 80 წლისთავსაც აღნიშნავს. ასეთ საქვეყნო საქმეში დიდი მნიშვნელობა აქვს ხელშეწყობას – არაერთი წელია, „სუხიშვილებს“ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ბანკი და  მემკვიდრეობაც გრძელდება. სწორედ ამ მე მკვიდერობის ნაწილია “თაკარა”, რომელიც  მხოლოდ სივრცე არ არის, ის სუხიშვილების უწყვეტი მოძრაობის, განახლებისა და ლიდერობის სიმბოლოა. კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ანსამბლი არასდროს ჩერდება, მუდმივად ავითარებს საკუთარ ხელწერას და ყოველთვის ახლისკენ ისწრაფვის. 

აქ აუდიტორია დასის ნაწილი ხდება და მცირე დროით თავს ისიც “სუხიშვილად” გრძნობს. ეს იმიტომ, რომ შესაძლებელია მოცეკვავეების ტექნიკას, სინქრონსა და ოსტატობას მცირე დისტანციიდან დააკვირდე, ახლოს, ბარიერების გარეშე. 

ნაციონალური ბალეტის ერთ-ერთი ყველაზე თამამი და კონცეპტუალური პროექტი პანდემიის დროს შეიქმნა. როგორც ანსამბლის დირექტორი და გენერალური პროდიუსერი ნინო სუხიშვილი იხსენებს, თავდაპირველად, ამ იდეაზე მუშაობას ბევრი სირთულე და გამოწვევა ახლდა. თუმცა, საბოლოოდ, დასის ძალისხმევით, ღია სცენა  “თაკარა“ იპროვიზაციასა და ექსპერიმენტებისთვის აბსოლუტურად თავისუფალ სივრცედ იქცა. 

“როდესაც დახურულ სივრცეში ღონისძიებების გამართვა აიკრძალა, გაჩნდა ღია სცენის შექმნის იდეა. რადგან სცენა საკმაოდ ცხელ და ღია ადგილას მდებარეობს, პროექტს, სიმბოლურად, “თაკარა“ დავარქვით. პროცესი საკმაოდ შემოქმედებითი და შრომატევადი იყო, თუმცა ერთობლივი ძალისხმევით შევქმენით პლატფორმა, რომელიც როგორც მაყურებლისთვის, ისე დასისთვის სრულიად ახალი გამოცდილება აღმოჩნდა“, - ამბობს ნინო სუხიშვილი.

თითოეული ზაფხული წინასგან გამორჩეული, მრავალფეროვანი და შეუდარებელია. აქ ყოველი ცეკვა, მუსიკა და კოსტიუმი სპეციალურად ღია სცენა  „თაკარასთვის“ და კონკრეტული  სეზონისთვის იქმნება. დასი ყოველ ახალ სეზონზე ქმნის ახალ პროგრამას, მუსიკალურ კომპოზიციებს, სცენურ იდეებსა და კოსტიუმების დიზაინსაც კი. სეზონის დასრულების შემდეგ კი ზოგიერთი  ექსპერიმენტული ცეკვა კლასიკაც იქცევა, იმოსება ფორმით და ხდება ანსამბლის ძირითადი რეპერტუარისა და საკონცერტო პროგრამის ბუნებრივი ნაწილი.  

„ბოლო ხუთი წელია, ყველაფერი იქმნება თაკარაზე და თაკარასთვის. მუსიკა, ცეკვა, კოსტიუმი, კონცეფცია. აქ დადგმები არასდროს მეორდება. ეს არის სივრცე, სადაც ყველაზე მეტი საშუალებაა, გამოვიდეთ ჩარჩოებიდან და მივცეთ თავისუფალ ფანტაზიას სრულყოფილი მოძრაობის უფლება”,- ნინოსუხიშვილი

შთამაგონებელი და სახასიათოა სხვა ქორეოგრაფიული ნომრებიც. მაგალითად, „ქარაფშაში“ მოცეკვავეებს შეუძლიათ, რომ იმოძრაონ თავისუფლად, იმპროვიზაციით, სცენაზევე მოფიქრებული მანერითა და ტექნიკით. სვანურ მოტივებზე შექმნილი „ჯარა“ კი პირიქით, მკაცრ სიზუსტეს მოითხოვს და მოცეკვავეს რიტმიდან ან ტექნიკიდან გადახვევის უფლებას არ აძლევს. მისგან განსხვავებით, გაცილებით ენერგიული და მსუბუქია აჭარული „კინტრიში“. ღია სცენა “თაკარასთვის” სახასიათოა ქალის მრავალმხრივი სახე ის სცენაზე ერთდოულად არის ნაზი, მგრძნობიარე, მაგრამ ამავე დროს ხისტიც, ძლიერიც და მიზანდასახულიც. 

ცეკვის მიღმა, “თაკარას” წარმოდგენებს უნიკალურობას სძენს მუსიკა და კოსტიუმი. ილიკოს სუხიშვილის მიერ შექმნილი მელოდიები აზავებს ფოლკლორის და თანამედროვე მუსიკის მოტივებს. შესაბამისად, თვალშისაცემია დასის ერთგვარი პროვოკაცია, რომ არც ელექტრონულ მუსიკაზე ცეკვას უშინდებიან. “თაკარას” ხასიათს ეხმიანება კოსტიუმებიც - ქსოვილები არის ჰაეროვანი, მსუბუქი, ჭრელი, ფერადი გამოსახულებებით მორთული. ეს ყველაფერი კი ერთიანობაში გვიტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ტრადიციები და თანამედროვეობა წინააღმდეგობაში კიარა, პირიქით, ერთმანეთთან სინთეზშია. 

„მუსიკა, კოსტიუმი, ცეკვა, ყველაფერი ერთად იქმნება. გათვალისწინებულია სტილიც, მოძრაობაც, ზაფხულის სეზონიც და თავად პროგრამის კონცეფციაც. ყოველთვის ვცდილობ, რომ კოსტიუმი იყოს ფრიალა, გრილი და იძლეოდეს თავისუფალი მოძრაობის შესაძლებლობას. რადგან ძალიან ცხელა და ეს ყველაფერი თაკარა მზეზე ხდება. ცეკვის დროს კოსტიუმი უნდა იყოს გრილი, მსუბუქი. რაც შეეხება მუსიკას, ისიც სპეციალურად თაკარასთვის იქმნება. ამ მიმართულებით არ ვუშინდებით ექსპერიმენტების ჩატარებას. კერძოდ თაკარას სცენაზე უკვე ელექტრონული მუსიკაც ჟღერს”, - აღნიშნავს ნინო სუხიშვილი. 

ასეთი მომზადებისა და უწყვეტი ენერგიის ფონზე, გასაკვირი არ არის, რომ პროექტი „თაკარა“ დიდი პოპულარობით სარგებლობს და პირველივე კონცერტიდან სრული ანშლაგით ტარდება. სუხიშვილები მუდმივად ახერხებენ მაყურებლის გაოცებასა და აღტაცებას, რის გამოც ანსამბლი ნებისმიერი ასაკის გულშემატკივრისთვის ბრენდად იქცა. ბრენდად, რომელიც სიზუსტეს, დისციპლინასა და ტრადიციებს აერთიანებს და არასდროს ჩერდება.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, სუხიშვილებს წელს საიუბილეო 80 წელი შეუსრულდათ. შესაბამისად, მაქსიმალურად ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი კონცერტი გამართონ და მაყურებელს ახალი, მრავალფეროვანი წარმოდგენები შესთავაზონ. უკვე დაგეგმილია წინანდლის ფესტივალზე მონაწილეობა. ოქტომბრიდან კი გეზი უცხოეთისკენ იქნება. ანსამბლს ისიც აძლიერებს, რომ ნებისმიერ წამოწყებაში მათ გვერდით საქართველოს ბანკი დგას, ერთგული გულშემატკივარი და ყველა დიდი ჩანაფიქრის სანდო მხარდამჭერი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა