მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7028.9
-0.001
flag
AZN 1.6168
-0.0002
flag
CNY 37.722
-0.0002
flag
EUR 3.13
-0.0054
flag
GBP 3.6592
0.0003
flag
KZT 53.18
0.0019
flag
TRY 0.0717
-0.0001
flag
USD 2.7492
-0.0004

საქართველოს ბანკის ინვესტიცია განახლებადი ენერგიის სექტორში - აგროჰაბისა და Shine Energy-ის პარტნიორობა

news image

უკვე არაერთი წელია, საქართველოს ბანკისთვის განახლებადი ენერგიის პროექტების წახალისება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ბანკი არაერთ ბიზნესს მზისა თუ ქარის ელექტროსადგურების მოწყობისა და განვითარებისთვის ფინანსურ მხარდაჭერას უწევს. ასევე, ეხმარება რესურსების დაზოგვასა და ენერგოეფექტურობის მიღწევაში. ამ მიზნით, ბანკმა კომპანია შაინ ენერჯისთან ერთად, ბიზნესებს მზის ელექტროსადგურის მოწყობისთვის შეღავათიანი პირობებიც შესთავაზა.

Shine Energy-ის სერვისითა და საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ისარგებლა აგროჰაბმა, რომელმაც გასულ წელს 4000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მზის ელექტროსადგური მოაწყო

აგროჰაბი ათწლიან ისტორიას ითვლის და დღეს უკვე ევროპული სტანდარტის ჰიპერმარკეტის ექვს ფილიალსა და სხვადასხვა მიმართულების საწარმოს აერთიანებს: მათ შორის რძის გადამამუშავებელ, ხორც-პროდუქტების, ნახევარფაბრიკატების საწარმოებს, საკონდიტროს, საცხობს, ცივი და ცხელი კულინარიის მიმართულებას, ფერმასა და სათბურს.

მზის ელექტროსადგური კომპანიამ ავჭალაში, ცენტრალური წარმოების და საწყობის სახურავზე მოაწყო, მისი სიმძლავრე კი 625 kW (DC)-ია.

პირობები საკმაოდ ხელსაყრელი იყო, კმაყოფილები ვართ და კარგი ინიციატივაა ალტერნატიული ენერგიების განვითარებისთვის. ამასთან, საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია ხარჯების ოპტიმიზაციის კუთხით. ამ პროექტის შემდეგ ვფიქრობთ, განვიხილოთ სადგურის სხვა ლოკაციებზე მოწყობაც“, — ამბობს გიორგი ილურიძე, აგროჰაბის ფინანსური დირექტორი

 

აღსანიშნავია, რომ პროექტის ჯამური ინვესტიცია 230 000 აშშ დოლარი იყო, რომელიც სრულად საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებულ ფინანსურ ინვესტიციას წარმოადგენს.

 

მოხარული ვართ, რომ ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენების წახალისებით, არა მხოლოდ წვლილი შეგვაქვს გარემოზე ზიანის შემცირების პროცესში, არამედ ხელს ვუწყობთ გრძელვადიანი ღირებულებების მქონე პროექტების განხორციელებას ბიზნესში. განახლებად ენერგიასთან დაკავშირებული პროექტების მხარდაჭერით, ჩვენ ბიზნესებს საოპერაციო ეფექტურობის მიღწევასა და ხარჯების შემცირებაში ვეხმარებით. რაც მთავარია, არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მწვანე, მდგრადი ენერგო პროექტების განვითარებისთვის ფინანსური ინვესტიციების განხორციელებას“, — აცხადებს ირაკლი კიკალიშვილი, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი.

 

Shine Energy, რომლის შეთავაზებითაც აგროჰაბმა ისარგებლა, მზის ელექტროსადგურების საპროექტო და სამშენებლო კომპანიაა და ქსელზე მიერთებულ, ქსელისგან დამოუკიდებელ და ჰიბრიდული სისტემების მშენებლობას უზრუნველყოფს. უსაფრთხო, სუფთა და ამოუწურავი ენერგიის ათვისებასთან ერთად, Shine Energy-ის მთავარი მისიაა სოციალური, ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში საკუთარი წვლილის შეტანა.

 

განვითარების პროცესში, დიდი როლის მატარებელია განახლებადი ენერგიის ინვესტიციებზე ხელმისაწვდომობა, სანდო ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობა, სხვადასხვა შეთავაზება და სუბსიდია, რომლებიც მნიშვნელოვნად უწყობენ ხელს პროექტების განხორციელებასა და კომპანიის გაძლიერებას. ძალიან გვიხარია, რომ საქართველოს ბანკთან პარტნიორობის შესაძლებლობა მოგვეცა. ბიზნესის მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჩვენს შეთავაზებას. ამ დრომდე რამდენიმე პროექტი დავადასტურეთ და მშენებლობის ეტაპზე გადავდივართ, ხოლო რამდენიმე კი პროექტირების ეტაპზეა. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიის განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვნად შევამცირეთ პროექტების განხორციელების ვადა, რაც დამატებითი კომფორტია ჩვენი მომხმარებლებისთვის”, — ამბობს ნინა გადელია, კომპანია Shine Energy-ის დამფუძნებელი.

 

საგულისხმოა, რომ ამჟამად, Shine Energy საქართველოს ბანკის ბიზნესმომხმარებლებს სპეციალურ პირობებს სთავაზობს. უფასო პროექტირებასთან ერთად, ბიზნესები სადგურის მშენებლობაზე 18%-მდე ფასდაკლებას მიიღებენ.

 

ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება ბევრი ობიექტი გადავიდეს მზის ენერგიაზე და გახდეს ენერგოდამოუკიდებელი. გვჯერა, რომ საქართველოში გვაქვს პოტენციალი, მზის ენერგია მაღალ დონეზე იქნეს ათვისებული და შემდგომ ყოველდღიურობაში დანერგილი. შესაბამისად, გვაქვს ამბიცია და რაც მთავარიარესურსი, ამ ცვლილებებში დიდი წვლილი შევიტანოთ”, — ამბობს ნინა გადელია.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ციმციმი“ სითი მოლშია

24.04.2025

სურნელოვანი სანთლების მწარმოებელი კომპანია Tsimtsimi • ციმციმის პროდუქციის შეძენა მომხმარებელს უკვე სითი მოლშიც შეუძლია. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს კომპანიის პარტნიორმა ნანა დავითაძემ განუცხადა. მისივე თქმით, კომპანია "ციმციმისა" და "ჩაიმანიას" კოლაბორაცია მოხდა და პროდუქცია გაყიდება "ჩაიმანიას" ქსელებში. 

  

"ჩაიმანიასთან" კოლაბორაციით ცოტა ხნის წინ მონაწილეობა მივიღეთ თბილისის ბოტანიკურ ბაღში გამართულ საკურას ფესტივალში. ჩვენს, ასორტიმენტში შედის სანთლები საკურას არომატით, რომელიც ძალიან მოსწონთ მომხმარებლებს.  "ჩაიმანიას" კი აქვს საკურას ჩაი და სწორედ ამ იდეით დაიწყო ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობა და იდეაც აქედან დაიბადა ვინაიდან, ერთი და იგივე პროდუქტი გვქონდა. ესე შევამხანაგდით  და გამოვედით გამოფენაზე. შემდეგ კი გადავწყვიტეთ რომ "ჩაიმანიასთან" ერთად ჩვენი პროდუქციაც განთავსებულიყო მათ ქსელებში. რეალიზაციის მხრივ ამ მცირე დროში დადებითი დინამიკა შეინიშნება ", - აცხადებს კომპანიის პარტნიორი ნანა დავითაძე.

  

ცნობისთვის, „ციმციმიქართული კომპანიაა, რომელიც  სულ რაღაც ერთი წლის წინ გამოჩნდა ბაზარზე და აწარმოებს 100%-ით ნატურალურ სოიოს ცვილისგან დამზადებულ სურნელოვან სანთლებს. პროდუქცია გარდა იმისა, რომ სასარგებლო და ნატურალურია, ასევე ხასიათდება დამატენიანებელი ეფექტით. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ მრავალფეროვანი სასაჩუქრე ბოქსების შეძენის, რომელშიც შედის როგორც სანთლები, ასევე საპნები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა