საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები ქმნის განათლებისა და შემეცნების შესაძლებლობას 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამისათვის, უკვე 10 წელზე მეტია, საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებს და უჭერს მხარს. ამ მიმართულებით კი ბანკის პორტფელი 40-ზე მეტ ინიციატივას ითვლის.
მხოლოდ 2025 წელს, საქართველოს ბანკმა 30 საგანმანათლებლო პროექტი განახორციელა, რომელთა მეშვეობით 300 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისთვის, ახალგაზრდა პროფესიონალისა და მასწავლებლისთვის შექმნა განათლების შესაძლებლობა.
მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ინიციატივა საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები - იდეათეკებია.
მეექვსე წელია, საქართველოს ბანკი პარტნიორებთან ერთად, მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკებს - იდეათეკებს მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონის სკოლაში ხსნის, რითაც ახალგაზრდებს აძლევს წვდომას განათლების მისაღებად საჭირო ყველა რესურსზე.
ყოველი იდეათეკა აღჭურვილია 2000-ზე მეტი წიგნისგან დაკომპლექტებული მრავალფეროვანი ბიბლიოთეკით, პროექტორებითა და კომპიუტერებით. ამასთან, სივრცე მოსწავლეებს აძლევს წვდომას STEM კუთხეზე, რაც ეხმარება მათ, გაეცნონ STEM მიმართულების საფუძვლებს და გადადგან პირველი ნაბიჯები დიდი აღმოჩენებისკენ.
დღეისათვის საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკა ქვეყნის მასშტაბით 11 რეგიონის 25 სკოლაში ფუნქციონირებს და 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის ქმნის ახალი აღმოჩენებისა და შემეცნების სივრცეს.
იდეათეკების პროექტი გრძელდება და ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით კიდევ არაერთი ინოვაციური ბიბლიოთეკის გახსნა იგეგმება.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge
დღის ტოპ 10 სიახლე
მეტროსადგური „ვარკეთილი“ 16 მარტიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში, 06:00-დან 00:00 საათამდე მოემსახურება
სხვა სიახლეები
TOP 10 კომპანია, სადაც 2025 წლის IV კვარტალში მსხვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა
11.03.2026.12:14
ცნობილია იმ კომპანიების სია, სადაც 2025 წლის მეოთხე კვარტალში მსხვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია Business Insider Georgia-მ საქსტატიდან გამოითხოვა.
TOP 10 კომპანია ყველაზე მსხვილი ინვესტიციებით:
შენიშვნა: საწარმოები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წლის IV კვარტალში 391.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის IV კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 2.3 პროცენტით ნაკლებია. კლება განპირობებულია სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის შემცირებით.
წინასწარი მონაცემებით 2025 წლის მეოთხე კვარტალში პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო 202.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 51.6 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება მალტა 76.8 მლნ. აშშ დოლარით (19.6 პროცენტი), ხოლო მესამეზე აზერბაიჯანი - 38.7 მლნ. აშშ დოლარით (9.9 პროცენტი). სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 81.1 პროცენტს შეადგენს.