მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7067.6
-0.0036
flag
AZN 1.5856
-0.0002
flag
CNY 38.474
0
flag
EUR 3.1737
-0.001
flag
GBP 3.6403
0.0033
flag
KZT 53.86
-0.001
flag
TRY 0.0628
0
flag
USD 2.6955
-0.0004

საქართველოს ბანკის გზავნილების კამპანია დასრულდა - გამოვლინდა 63 გამარჯვებული

news image

საქართველოს ბანკის გზავნილების კამპანია ემიგრანტებისთვის, რომელიც  20 ოქტომბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა, წარმატებით დასრულდა.  

კამპანიის ფარგლებში, 63 გამარჯვებული გამოვლინდა.  62 მომხმარებელმა 1,000 ლარი, ხოლო ერთმა - სუპერ პრიზი 10,000 ლარი მოიგო. ჯამურად კი  72,000 ლარი გათამაშდა. კამპანია განკუთვნილი იყო საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ. 

გზავნილები საქართველოს ბანკის  პროდუქტია, რომელიც ემიგრანტებს შესაძლებლობას აძლევს, სწრაფად, უსაფრთხოდ და კომფორტულად მიიღონ თანხა საკუთარ ანგარიშზე. ის ინტეგრირებულია ბანკის ციფრულ არხებში და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს, მათ შორის, სტანდარტულთან შედარებით, კონვერტაციის უკეთეს კურსს.

“საქართველოს ბანკი, აქტიურ რეჟიმში მუშაობს საზღვარგარეთ მცხოვრები მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. ეს ერთის მხრივ გამოიხატება მობილბანკისა და ინტერნეტბანკის ფუნქციონალების განახლებასა და გამარტივებაში, მეორეს მხრივ კი - სხვადასხვა წამახალისებელი კამპანიების განხორციელებაში.  მოხარულები ვართ, რომ გზავნილის კამპანიაში 25 ათასზე მეტი მომხმარებელი ჩაერთო და ჯამში 63 გამარჯვებული გამოვავლინეთ.მინდა წარმატებები ვუსურვო მათ. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მუშაობას, რათა ემიგრანტებისთვის საბანკო ოპერაციების შესრულება კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და კომფორტული გავხადოთ. სამომავლოდ მათთვის კიდევ არაერთი სიახლის შეთავაზებას ვგეგმავთ”, - განაცხადა საქართველოს ბანკის ემიგრანტების საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, ნატალია შათირიშვილმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ღვინის წარმოებით დაკავებული TOP 5 საწარმო

29.12.2025.19:00

საქართველო ღვინის წარმოების კუთხით ოდითგანვე განთქმული ქვეყანაა და ქართულ ღვინოზე მოთხოვნა მზარდია. საინტერესოა ვინ არიან დარგის ლიდერები.

Business Insider Georgia გთავაზობთ საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით შედგენილ 2025 წლის მესამე კვარტლის ბრუნვის მიხედვით ღვინის მწარმოებელი კომპანიების top 5.

  • სს ბადაგონი
  • შპს Bolero & Company
  • შპს ასკანელი ძმები
  • შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია
  •  შპს მოსავლის მართვის კომპანია

(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)

საინტერესოა, ვინ არიან ლიდერი კომპანიების მფლობელები.

სს ბადაგონი - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 15/10/2003. მისი გენერალური დირექტორია  მარინა გიორგაძე.

შპს Bolero & Company - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 14/11/2012. მისი გენერალური დირექტორია ირაკლი ბექაური, ხოლო დირექტორი - დავით ბოჭორიშვილი. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ვახტანგ კარიჭაშვილი.

შპს ასკანელი ძმები - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 11/06/1998. მისი დირექტორია ირაკლი უგლავა. კომპანიის 45%-იან წილს ფლობს ასკანელი ვაინერი & დისტილერი, ხოლო 55%-ს გოჩა ჩხაიძე.

შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 08/09/2004. მისი გენერალური დირექტორია დავით დუგლაძე. კომპანიის 25.66%-იანი წილის მფლობელია ალექსანდრე ივანიშვილი, 25.68% -ს ზაალ დუგლაძე ფლობს, 25.66%-ს დავით დუგლაძე, ხოლო დარჩენილ 23%-ს შპს აისი ინკ.

შპს მოსავლის მართვის კომპანია - რეგისტრაციის თარიღია 04/08/2020. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია სახელმწიფო, მმართველი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ღვინის ეროვნული სააგენტო, ხოლო დირექტორია პაატა ჭავჭანიძე.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა