საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სტიპენდიაზე განაცხადების მიღება 30 ნოემბრამდე გრძელდება
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარია მხარდამჭერი ბანკი ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნისა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომის მიზნით სასტიპენდიო პროექტების განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, მიზანდასახულ და მოტივირებულ სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება.
ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ბანკმა არქიტექტურის სტუდენტებისთვის გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია შექმნა, რომლის მიღებაც მათ 4 პარტნიორ უნივერსიტეტში (თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი) შეუძლიათ.
სტიპენდიაზე განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია და ის 30 ნოემბრამდე გაგრძელდება. დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე:
სტიპენდიის გამარჯვებულებს უნივერსიტეტები მათ მიერ შედგენილ კრიტერიუმებზე დაყრდნობით ავლენენ. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია აქტიური სტატუსის მქონე, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც ირიცხება პარტნიორ უნივერსიტეტებში.
საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია ერთწლიანია, თუმცა, ის შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, ყოველწლიურად შეავსონ განაცხადი და კვლავ მოიპოვონ დაფინანსება;
სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობა ბაკალავრიატის ნებისმიერ საფეხურზე მყოფ სტუდენტს შეუძლია; მათ შორის მათაც, ვისაც მიღებული აქვს სახელმწიფო გრანტი, თუმცა, კერძო უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად დამატებითი ფინანსები სჭირდება;
საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროექტის ფარგლებში, სტიპენდიატების შერჩევა მათი აკადემიური მოსწრების (GPA), სამოტივაციო წერილის და უნივერსიტეტის მიერ შედგენილი კრიტერიუმების მიხედვით ხდება.
ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული სასტიპენდიო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს
დღის ტოპ 10 სიახლე
STEM ოლიმპიადაზე 150-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
სხვა სიახლეები
2025 წლის ბოლო კვარტალში დავამატეთ კიდევ 50 ახალი აპარატი და გავაფართოვეთ ასორტიმენტი - „ჯამბო“
11.12.2025.18:00
„ჯამბო“ არის პირველი ქართული ყავის ბრენდი, რომელიც სულ რამდენიმე თვეა ოპერირებს ბაზარზე. კომპანიაში არსებულ სიახლეებზე, Business Insider Georgia ნიკორა ტრეიდის ყავის განვითარების ხელმძღვანელს თათია ზარქუას ესაუბრა.
„ჯამბო“ ბაზარზე 2025 წლის გაზაფხულზე გამოჩნდა, უკვე ძალიან კარგად იგრძნობა ჩვენი ზრდა. გაყიდვები თვიდან თვემდე საშუალოდ 20-30%-ით გვემატება, ამასთან ბრენდის ცნობადობაც იზრდება -მომხმარებელი უკვე გვიცნობს და გვიბრუნდება.
2025 წლის ბოლო კვარტალში დავამატეთ კიდევ 50 ახალი აპარატი და გავაფართოვეთ ასორტიმენტი, რის შედეგადაც „ჯამბოს“ აპარატები კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდა “, - აღნიშნავს თათია ზარქუა.
ნოემბრის თვიდან კომპანიამ მომხმარებელს ორი ახალი პროდუქტი შესთავაზა.
„ნოემბრიდან ჩვენს მომხმარებლებს ორი ახალი, ძალიან პოპულარული პროდუქტი შევთავაზეთ - BARU-ს მაჩა ლატე და ვანილა ჩაი ლატე.

BARÚ ბელგიური პრემიუმ ბრენდია და ნამდვილად მაღალი სტანდარტის პროდუქცია აქვს. მათი მაჩა და ვანილა ჩაი ლატე იმდენად მოთხოვნადია მსოფლიოში, რომ გადავწყვიტეთ ჯამბოს აპარატებშიც დაგვემატებინა და შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.
პროდუქტის ჩაშვების დღიდან ყურადღებით ვაკვირდებით გაყიდვებს და სასიხარულოა რომ ორივე პროდუქტი არა მხოლოდ ახალ მომხმარებელს იზიდავს,არამედ არსებულსაც ინარჩუნებს და ძალიან პოზიტიურ შეფასებებს იღებს „“, - აღნიშნავს ნიკორა ტრეიდის ყავის განვითარების ხელმძღვანელი.
ცნობისთვის, ამჟამად "ჯამბო" მხოლოდ თვითმომსახურების აპარატების სახით არსებობს. კომპანია ყავის იმპორტს, ძირითადად, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან ახორციელებს, როგორიცაა ეთიოპია, კენია, ბრაზილია, კოლუმბია.