მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7074.2
-0.0004
flag
AZN 1.5915
-0.0003
flag
CNY 38.016
0.0003
flag
EUR 3.131
-0.0011
flag
GBP 3.5507
-0.005
flag
KZT 51.58
0.0005
flag
TRY 0.0641
0
flag
USD 2.7059
-0.0005

საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტსა და ნაკრების წევრებს უმასპინძლა

news image

საქართველოს ბანკი, როგორც ქართული სპორტის, განსაკუთრებით კი ქართული  ფეხბურთის ქომაგი და მთავარი სპონსორი, ქართველი ფეხბურთელების მხარდაჭერას აგრძელებს. საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა  დღეს დაგროვილი ქონების ისტორიულ შენობაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტსა და ეროვნული ნაკრების  წევრებს უმასპინძლა.  

„მოხარული ვარ რომ დღეს მაქვს პატივი, ვუმასპინძლო საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, სპორტსმენებს, რომლებმაც სრულიად შეცვალეს ფეხბურთის ისტორია ბოლო წლების განმავლობაში და ის საერთოდ სხვა ეტაპზე აიყვანეს. მადლობა მათ თითოეული ემოციისთვის, სიამაყის მიზეზისთვის, მეტოქის კარში გატანილი თუ ჩვენი კარის მისამართით აღებული გოლისთვის. მადლობა იმისთვის, რომ კვლავ გაგვახსენეს გულშემატკივრობის გემო, ერთიანობის სიხარული. მადლობა იმისთვის, რომ დაგვაჯერეს, ზღაპრის ბოლო რომ კეთილია და გაგვხადეს იმ მოვლენის მონაწილეები, შვილიშვილებს რომ მოვუყვებით. ძალიან გვეამაყება, რომ ჯერ კიდევ 2022 წლიდან საქართველოს ბანკი  საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მხარდამჭერია. თანამშრომლობის ფარგლებში, ბანკი  მხარს უჭერს არამხოლოდ  საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, არამედ ქალთა, ვაჟთა და ფუტსალის ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებ გუნდებს. ამ პარტნიორობით თავიდანვე გვსურდა ჩვენი წვლილი შეგვეტანა იმ საქმეში, რასაც ქართული სპორტის განვითარება ქვია. ჩვენთვის განსაკუთრებით დიდი პატივია ეროვნული ნაკრების გვერდით დგომა, რადგან მათ უკვე მოგვიტანეს არაერთი შთამბეჭდავი გამარჯვება და დარწმუნებული ვარ, მათი წარმატება ბევრ ახალგაზრდას მისცემს სტიმულს, არ გაჩერდეს და კიდევ უკეთ აითვისოს და გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი“,- აღნიშნა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.  

 

“უკვე სამ წელზე მეტია, რაც საქართველოს ბანკი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია და შეგვიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვათ, რომ ეს თანამშრომლობა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ნაყოფიერია  ქართული ფეხბურთის თანამედროვე ისტორიაში. ამ წლებმა არა მხოლოდ მნიშვნელოვანი პროგრესი მოიტანა, არამედ დაუვიწყარი გამარჯვებები და ისტორიული წარმატებები — როგორც ეროვნული, ისე ასაკობრივი და ქალთა ნაკრებების, ასევე ფუტსალის ეროვნული გუნდის დონეზე. საქართველოს ეროვნული ნაკრების დღევანდელი სტუმრობა საქართველოს ბანკში სიმბოლურად წარმოაჩენს იმ მჭიდრო ურთიერთობას, რომელიც ჩვენს ორგანიზაციებს შორის ჩამოყალიბდა. მოხარული ვარ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ერთად ვიზრუნოთ ფეხბურთის განვითარებზე და წვლილი შევიტანოთ მომავალი თაობების წარმატებაში. მჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, კიდევ უფრო გაფართოვდება და ახალ ენერგიას შესძენს ქართული ფეხბურთის წინსვლას — როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ”, - განაცხადა სფფ-ის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა. 

ინფორმაციისთვის, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შემდეგ თამაშს 15 ნოემბერს, ესპანეთთან 21:00 საათზე, დინამო არენაზე გამართავს. 18 ნოემბერს კი  ეროვნული ნაკრები  სოფიაში, ბულგარეთის გუნდს დაუპირისპირდება. 

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის ბიზნესკურსების პლატფორმაზე რეგისტრაციამ 100,000-ს გადააჭარბა

13.11.2025.12:00

საქართველოს ბანკის - ბიზნესის განათლებაზე ორიენტირებული წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის ონლაინ პლატფორმა Businesscourse.ge-ზე რეგისტრაციების რაოდენობამ 100,000-ს გადააჭარბა.

Businesscourse.ge მუდმივად განახლებადი ონლაინ პლატფორმაა, რომელიც ბიზნესით დაინტერესებულ პირს მრავალფეროვან კურსებს, მასტერკლასს, ცოდნასა და გამოცდილებას სთავაზობს.

● კურსები ხელმისაწვდომია ონლაინ ფორმატში, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან, რაც განათლების მიღებას მაქსიმალურად მოქნილს ხდის;
● სასწავლო კურსები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორებიცაა მენეჯმენტი, ფინანსები, მარკეტინგი, ტექნოლოგიები, ლიდერობა და სხვა;
● თითოეული კურსის შექმნაში სხვადასხვა სფეროს გამოცდილი, ქართველი ექსპერტები მონაწილეობენ;
● ლექციები ადგილობრივ კონტექსტსა და თანამედროვე ბიზნესის საჭიროებებზეა მორგებული, რაც რეგისტრირებულ ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, მიღებული ცოდნა საკუთარ საქმიანობაში ეფექტიანად გამოიყენონ.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის ინიციატივით შექმნილი Businesscourse.ge დღეს უკვე ათობით ათასი ადამიანისთვის ცოდნის გაღრმავებისა და კარიერული განვითარების პლატფორმა გახდა. ეს ციფრი არა უბრალოდ სტატისტიკა, არამედ იმის დასტურია, რომ ჩვენი მისწრაფება - გავხადოთ ხარისხიანი ბიზნეს განათლება ხელმისაწვდომი - წარმატებულია. ჩვენ ვაგრძელებთ ახალი კურსებისა და შესაძლებლობების დამატებას, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტ მეწარმეს თუ ბიზნესის დაწყების მსურველს საკუთარი უნარების გაუმჯობესებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდაში დავეხმაროთ “, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ბიზნესკურსი პლატფორმა ბიზნეს 360°-ის მნიშვნელოვანი ნაწილია. „ბიზნეს 360°“ აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის - იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა