მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7143.8
-0.0487
flag
AZN 1.5931
-0.0049
flag
CNY 39.244
-0.0176
flag
EUR 3.1402
-0.0081
flag
GBP 3.6286
-0.0122
flag
KZT 56.06
-0.0029
flag
TRY 0.061
-0.0003
flag
USD 2.7075
-0.0091

საქართველოს ბანკის გაორმაგებული გზავნილების აქცია დაიწყო

news image

საქართველოს ბანკი მომხმარებელთა წახალისებას აგრძელებს. ამჯერად, ბანკმა გაორმაგებული გზავნილების აქცია დაიწყო.

აქციის ფარგლებში, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ გაანაღდონ გზავნილი საქართველოს ბანკის მობილბანკით ან ინტერნეტბანკით, ხოლო თუ გზავნილი კვირის განმავლობაში 30 000-ე იქნება, გზავნილის თანხა გაორმაგდება.

ამასთანავე, საქართველოს ბანკის მობილბანკით ან ინტერნეტბანკით გზავნილის მიღებისას შეგიძლიათ გზავნილი სტანდარტულთან შედარებით, უკეთესი კურსით დააკონვერტიროთ.

გამარჯვებული კვირაში ერთხელ გამოვლინდება, მოგებული თანხის მაქსიმალური ოდენობა კი 3,000 ლარს შეადგენს.

აქცია 25 მარტს დაიწყო და 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

ინფორმაციისთვის გზავნილები საქართველოს ბანკის პროდუქტია, რომელიც ემიგრანტებს შესაძლებლობას აძლევს, სწრაფად, უსაფრთხოდ და კომფორტულად მიიღონ თანხა საკუთარ ანგარიშზე. ის ინტეგრირებულია ბანკის ციფრულ არხებში და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს, მათ შორის, სტანდარტულთან შედარებით, კონვერტაციის უკეთეს კურსს.

გაორმაგებული გზავნილების აქციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის კი ეწვიეთ ბმულს.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image კომპანია ბიოქიმფარმმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველი რანგის დელეგაციას უმასპინძლა

26.03.2026.16:00

კომპანია "ბიოქიმფარმმა" უმასპინძლა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველი რანგის დელეგაციას, რომელთა შორის გახლდათ EBRD-ის კომუნიკაციების დეპარტამენტის მმართველი დირექტორი, ბატონი რიჩარდ პორტერი და EBRD საქართველოს წარმომადგენლები.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებს საწარმოო ტურზე ბიოქიმფარმის გენერალურმა მენეჯერმა, რატი ღოლიჯაშვილმა და კომპანიის გუნდმა უმასპინძლეს. დელეგაციამ დაათვალიერა ფაგების ისტორიული საწარმო, რომელიც სრულად მოდერნიზებულია ევროპული GMP (Good Manufacturing Practice) სტანდარტების შესაბამისად. მხარეებმა ასევე განიხილეს მომავალში თანამშრომლობის შესაძლებლობები და სტრატეგიული გეგმები.



„უწყვეტი მხარდაჭერისთვის გვინდა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ გულწრფელი მადლიერება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან.“ - განაცხადა რატი ღოლიჯაშვილმა.

„EBRD-ისა და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით 2023 წელს შევძელით ბიოქიმფარმის ფაგების საწარმოს სრულად მოდერნიზება და ხელახლა აღჭურვა მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურით, თანამედროვე საწარმოო ხაზებითა და ევროპული GMP სტანდარტთან შესაბამისი დანადგარებით. პროექტი პარტნიორების მნიშვნელოვანი მხარდაჭერით განხორციელდა, მათ შორის EBRD-ის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ევროკავშირის მონაწილეობით. ჯამური ინვესტიცია 6.5 მილიონ ევროს შეადგენდა.“

ღოლიჯაშვილმა ასევე აღნიშნა სტრატეგიული პარტნიორობის ფართო მნიშვნელობა:

„ჩვენი EBRD-თან თანამშრომლობა მოიცავს ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან (AMR) ბრძოლასაც. ის მსოფლიოში აღიარებულია როგორც ერთ-ერთი მთავარი გლობალური გამოწვევა, რომელსაც სხვადასხვა სექტორზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური გავლენის მოხდენა შეუძლია. EBRD ანტიმიკრობულ რეზისტენტობას ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეკოლოგიურ და ეკონომიკურ გამოწვევად მიიჩნევს.

ბიოქიმფარმში ჩვენ ვქმნით და ვაწარმოებთ ფაგებზე დაფუძნებულ სამკურნალო მედიკამენტებს, ანტიბიოტიკების ერთადერთ ეფექტურ ალტერნატივას - რაც ხელს უწყობს ანტიბიოტიკების არარაციონალური მოხმარების შემცირებას და ზისტენტული, ფაქტობრივად უკურნებელი, ინფექციების დამარცხებას.

 

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა მოინახულეს ბაქტერიოფაგის პრეპარატების წარმოების მაღალტექნოლოგიური პროცესი.

ბიოქიმფარმი არის ქართული ბიოფარმაცევტული კომპანია, რომელიც მუშაობს ფაგებზე დაფუძნებული ფარმაცევტული პროდუქტების შექმნა-განვითარებაზე, წარმოებასა და კომერციალიზაციაზე. კომპანიაში დასაქმებულია 80-ზე მეტი პროფესიონალი და აწარმოებს 10-ზე მეტ რეგისტრირებულ პროდუქტს, მათ შორის ფაგიოს - სასუნთქი გზების ინფექციების სამკურნალოდ განკუთვნილ, ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გამოყენებულ სამკურნალო საშუალებას.

ბიოქიმფარმი არის ერთადერთი GMP-სერტიფიცირებული და ავტორიზებული ფარმაცევტული მწარმოებელი საქართველოში, რომელიც აწარმოებს სტერილურ სითხოვან დოზირებულ ფორმებსა და ფაგებზე დაფუძნებულ სამკურნალო საშუალებებს. ამავე დროს კომპანია არის ფაგებზე დაფუძნებული სამკურნალო საშუალებების (მედიკამენტების) ერთადერთი ექსპორტიორი ფართო რეგიონსა და საერთაშორისო ბაზრებზე.

კომპანიაში ასევე გამოითქვა ოპტიმიზმი, რომ EBRD-თან თანამშრომლობა მომავალშიც გაღრმავდება და გახდება ახალი ერთობლივი ინიციატივებისა და ინოვაციური პროექტების საფუძველი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა