მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7049.5
0.0022
flag
AZN 1.5918
-0.0003
flag
CNY 37.725
-0.0014
flag
EUR 3.1344
-0.0239
flag
GBP 3.6168
-0.0159
flag
KZT 49.82
0.0001
flag
TRY 0.0667
-0.0001
flag
USD 2.707
-0.0005

საქართველოს ბანკის და MAC Georgia-ს სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში 15-მდე სტიპენდიატი გამოვლინდა

news image

ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შესაქმნელად, საქართველოს ბანკი, MAC Georgia-სთან ერთად UniGrant-ის სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს. 

ინიციატივის ფარგლებში შესაძლებლობას აძლევს ყველა უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტს, მიიღონ ერთი წლის სწავლის საფასურის დაფინანსება.

წელს, სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლინდა 15-მდე სტიპენდიატი.

საქართველოს ბანკის მიერ სტუდენტების მხარდასაჭერად განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს - stipendia.bog.ge

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ავერსმა" უკვე მეოთხედ ფესტივალი „არტ-გენი“ წარადგინა

30.07.2025.11:45

კომპანია "ავერსმა" უკვე მეოთხედ, ტრადიციულად წარადგინა ფესტივალი „არტ-გენი“. როგორც ფარმაცევტული კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული,  თბილისის ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა წელს ოცდამეორედ ათასობით სტუმარს უმასპინძლა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს სხვადასხვა მხარისთვის დამახასიათებელი კუთხე. სტუმრები საყვარელი მუსიკალური ჯგუფების მოლოდინში ღვინოსა და ქართულ კერძებს აგემოვნებდნენ, ათვალიერებდნენ ეთნოგრაფიულ ექსპოზიციებს, ხალხური რეწვის ნიმუშებს, უსმენდნენ რეგიონებიდან ჩამოსულ ფოლკლორულ ოჯახებს.

„ავერსის სივრცეში კი სტუმრებს მოსასვენებელი გარემო, საბავშვო კუთხე, ფოტო ზონა და გათამაშებები ელოდათ. ფესტივალის სტუმრები ავერსმა მინიატიურული ქისებითა და კოსმეტიკური საშუალებებით დაასაჩუქრა.

სამი დღის განმავლობაში „არტ-გენის“ სცენაზე მსმენელის წინაშე წარდგნენ: ნინო ქათამაძე, ჯგუფი „ინსაითი“, ნიკოლოზ რაჭველი, „33ა“ და მოეწყო ინოლა გურგულიას სიმღერების საღამო. ფესტივალი „სუხიშვილების“ შთამბეჭდავმა კონცერტმა დახურა.

ავერსისთვის პატივია, იყოს ეროვნული ფასეულობების მხარდამჭერი და წვლილი შეჰქონდეს ქართული კულტურის პოპულარიზაციაში“, - განმარტავენ „ავერსში“.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა