მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7074.2
-0.0013
flag
AZN 1.5979
0.0001
flag
CNY 37.877
0.0035
flag
EUR 3.1875
0.007
flag
GBP 3.6965
0.0052
flag
KZT 52.38
-0.0001
flag
TRY 0.0678
0
flag
USD 2.7174
0.0002

საქართველოს ბანკის და ხანის აკადემიის აუდიო-გაკვეთილების სერიას მათემატიკა დაემატა

news image

საქართველოს ბანკმა, ხანის აკადემიასთან ერთად, ეროვნულ გამოცდებზე ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, ახალი კამპანია „გამოცდები 2025“ შექმნა. 

ინიციატივის ფარგლებში კი აბიტურიენტებს მისცა შესაძლებლობა, მიიღონ წვდომა მოკლე აუდიო-ლექციებზე, რომლებიც საგამოცდო საგნების გადამეორებაში დაეხმარება. 

გაკვეთილებზე წვდომის მიღება ახალგაზრდებს პირდაპირ Soundcloud-ზე ან QR კოდის დასკანერების შედეგად შეუძლიათ, რომელიც მეტროს ბაქნებსა და ავტობუსის გაჩერებებზე არის განთავსებული. 

ახლახან სალექციო კურსს მათემატიკის გაკვეთილებიც დაემატა. 

გამოცდების თარიღის მოახლოებასთან ერთად კი ნელ-ნელა დაემატება სხვადასხვა საგნობრივი კურსებიც. 

წარმატებებს გისურვებთ გამოცდებზე და არ დაგავიწყდეთ, განათლების გზაზე არ გაჩერდეთ!

 

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image 2025 წლის 5 თვეში, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვები გასული წლის 5 თვის მსგავს ნიშნულზე შენარჩუნდა Galt & Taggart

11.07.2025.15:00

მაისში გაყიდული ბინების რაოდენობა 2025 წლის 4 თვის საშუალო გაყიდვებთან შედარებით
6.4%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ კვლევაში „თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონება“ არის აღნიშნული. 

ირკვევა, რომ 2025 წლის ივნისში, Galt & Taggart-მა ჩაატარა სისტემური დეველოპერების გამოკითხვა, რომელიც მოიცავდა 135-ზე მეტ საცხოვრებელ პროექტს თბილისში (ჯამურად პირველადი ბაზრის დაახლოებით 45%-ს). კვლევის შედეგებზე დაყრდნობით:
„2025 წლის მაისში გაყიდული ბინების რაოდენობა 2025 წლის 4 თვის საშუალო გაყიდვებთან შედარებით
6.4%-ით გაიზარდა. ამასთან, გაყიდვები მაისში წლიურად 48.1%-ით გაიზარდა, რაც 2024 წლის მაისის
რეკორდულად დაბალი ბაზითაა გამოწვეული. ჯამურად, 2025 წლის 5 თვეში, გაყიდვები გასული წლის 5 თვის
მსგავს ნიშნულზე შენარჩუნდა.
• პროექტებში, რომლებიც 2025 წელს სრულდება, ბინების 81% უკვე გაყიდულია. გაყიდვების უმეტესი ნაწილი
დეველოპერების მიერ შეთავაზებული შიდა განვადებებით განხორციელდა.
• 2025 წლის 5 თვეში ისრაელის მოქალაქეების წილმა ჯამურ გაყიდვებში 11% შეადგინა“, - აცხადებენ Galt & Taggart-ში

უბნების მიხედვით, თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობით, დიდი დიღომი (3,386) ლიდერობს, ხოლო შემდეგ მოდის საბურთალო (2,755) და სამგორი (2,153).

უძრავი ქონების ფასები პირველადი ბაზრის თეთრი კარკასის ბინებზე უბნების მიხედვით ასე გამოიყურება: ვაკე (2,467 დოლარი), საბურთალო (1,556 დოლარი), კრწანისი (1,511 დოლარი) და სხვა. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა