საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ახალი კურსი - „პროდუქტის განვითარება“ დაემატა
საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს და მათთვის ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარების ახალ შესაძლებლობებს ქმნის. საქართველოს ბანკის ბიზნესკურსის პლატფორმას ახალი კურსი - „პროდუქტის განვითარება“ დაემატა.
ბიზნესკურსის ფარგლებში მონაწილეები გაიგებენ:
• როგორ მიიყვანონ პროდუქტის იდეა ხელშესახებ შედეგამდე;
• როგორ დაგეგმონ და მართონ პროდუქტის განვითარების პროცესი უფრო ეფექტურად;
• როგორ გააუმჯობესონ არსებული პროდუქტი ან სერვისი თანამედროვე მიდგომების გამოყენებით;
• როგორ დანერგონ პროდუქტის განვითარების თანამედროვე პროცესები საკუთარ ბიზნესში.
კურსს უძღვება ერეკლე ინაშვილი - ბრენდისა და პროდუქტის დიზაინერი, რომელიც მონაწილეებს პრაქტიკულ მეთოდებსა და რეალურ მაგალითებს გაუზიარებს.
კურსზე რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერ მსურველს. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ
ბიზნესკურსი საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, მენეჯმენტის, მარკეტინგის, ფინანსებისა და სხვა მიმართულებებით ცოდნა გამოცდილი სპეციალისტებისგან მიიღოს. კურსები ადგილობრივი ბაზრის საჭიროებებზეა მორგებული და პლატფორმა მუდმივად ახლდება.
ბიზნესკურსი საქართველოს ბანკის პლატფორმა Business 360°-ის ნაწილია. ესაა ერთიანი ეკოსისტემა, რომელიც აერთიანებს საგანმანათლებლო პროექტებს, ვორკშოპებსა და პრაქტიკულ რესურსებს ბიზნესის განვითარების ყველა ეტაპისთვის.
სხვა სიახლეები
ქართველი გამომგონებელი, რომელმაც შობა შეცვალა - ნახეთ საქართველოს ბანკის ვიდეოები
29.12.2025.12:57
ისტორია რაჭის პატარა სოფლიდან, თხმორიდან, იწყება და ამერიკის ინდუსტრიული ბაზრებით გრძელდება - ეს ჯორჯ კობია, ქართველი გამომგონებელი და მეწარმე, რომელმაც ახალი წელი გააფერადა.
ჯორჯ კობი 1883 წელს, რაჭაში, სოფელ თხმორში დაიბადა. წერა-კითხვა სოფლის მღვდელთან შეისწავლა, თუმცა ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა ხელსაქმისადმი ინტერესითა და ნიჭით. თავგადასავლების სიყვარულით შთაგონებული 10 წლის ასაკში სახლიდან გაიპარა და ბორჯომში, მის უფროს ძმასთან ჩავიდა, რომელიც იმ პერიოდში ახლად გახსნილ მინის ქარხანაში მუშაობდა. აქ გაეცნო ჯორჯ კობი მინის დამუშავების ტექნოლოგიას, დაეუფლა ქარხანაში არსებულ ყველა ტექნოლოგიას, სამეწარმეო პროცესებსა და ბიზნესის მართვას - ცოდნას, რომელმაც მისი მომავალი განსაზღვრა.
ჯორჯ კობიმ ბორჯომიდან ნიუ-იორკამდე გრძელი გზა გაიარა - ჯერ იყო თბილისი, შემდეგ პოლონეთი, გერმანია, ინგლისი და ბოლოს ამერიკა.
1919 წელს მან აშშ-ში Coby Glass Products Company დააფუძნა, სადაც მინისგან სრულიად ინოვაციური პროდუქტების წარმოება დაიწყო. კობის სახელთანაა დაკავშირებული არაერთი ტექნოლოგიური სიახლე, მათ შორის ნაძვის ხის ფერადი მინის სათამაშოები, რომლითაც მილიონობით ოჯახისთვის შობა ფერად დღესასწაულად იქცა.
დღეს თხმორში, ადგილობრივი საზოგადოების ძალისხმევით, ჯორჯ კობის, იგივე გრიგოლ კობახიძის ფოტო-მემორიალური მუზეუმი ფუნქციონირებს. მუზეუმი მის ცხოვრებასთან და გამოგონებებთან დაკავშირებულ არქივს ინახავს და მომავალ თაობებს უყვება ისტორიას ადამიანზე, რომელიც დაუღალავი შრომით, დაკვირვებითა და არგაჩერებით არაერთისთვის შთაგონების წყაროდ იქცა.
საქართველოს ბანკმა წინასაახალწლოდ ჯორჯ კობის, ისტორია გააცოცხლა და კიდევ ერთხელ შეგვახსენა, თუ როგორ შეუძლია ერთ იდეას დროისა და საზღვრების გადალახვა. შენ ამას შეძლებ, შესაძლებლობები უსაზღვროა.
ნახეთ საქართველოს ბანკის ვიდეოები: