საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ადამიანური კაპიტალის მართვის კურსი დაემატა
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას და მათ განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. ამჯერად, საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა Businesscourse.ge-ს ახალი, ადამიანური კაპიტალის ანგარიშგების კურსი დაემატა. კურსს საკონსულტაციო კომპანია EVA-ს დამფუძნებელი, სალომე არღვლიანი გაუძღვება.
ინფორმაციისთვის, Businesscourse.ge საქართველოს ბანკის შემეცნებით-საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც ბიზნეს 360°-ის მნიშვნელოვანი ნაწილია. „ბიზნეს 360°“ აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის - იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები და სხვა.
თქვენი ბიზნესის წარმატებას თითოეული თანამშრომელი განაპირობებს. იმისათვის, რომ გაიგოთ, რა როლი აქვთ მათ თქვენი ბიზნესის წარმატებაში, საჭიროა აწარმოოთ ადამიანური კაპიტალის ანგარიშგება კონკრეტული HR მეტრიკების გამოყენებით. თუ როგორ უნდა გამოიყენოთ ეს მონაცემები თქვენი ბიზნესის სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში, ამას ბიზნესკურსში დეტალურად გაიგებთ.
კურსი 6 მოდულისგან შედგება, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
აღსანიშნავია, კურსები ვიდეო ლექციების ფორმატშია ხელმისაწვდომი, რაც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან მიიღოს ცოდნა სხვადასხვა თემაზე. პლატფორმაზე უკვე 60-ზე მეტი კურსია ხელმისაწვდომი ფინანსების, მარკეტინგის, ბუღალტერიის, ბიზნესის მართვის საფუძვლებისა და სხვა საკითხების შესახებ.
მეტი ინფორმაციისთვის და ბიზნესკურსზე დასარეგისტრირებლად ეწვიეთ ბმულს.
სხვა სიახლეები
,,ჩემი მარაგი" - განახლებული ასორტიმენტი და მთავარი გამოწვევები
17.11.2025.16:00
,,ჩემი მარაგი’’ საოჯახო მარაგების ონლაინ მაღაზიაა, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა კატეგორიის საკვებ პროდუქტებს სთავაზობს, მიწოდების სერვისი კი მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასოა. კომპანიაში არსებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე, Business Insider Georgia „ჩემი მარაგის“ დირექტორს, გიორგი თურმანიძეს ესაუბრა.
როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?
ონლაინ მაღაზია ,,ჩემი მარაგი’’ განაგრძობს ზრდას და დღეისათვის 10 000-ობით ოჯახის სანდო პატრნიორია. ბაზრის ტენდენციების და მომხმარებლების მოთხოვნების გათვალისწინებით წლის განმავლობაში რამდენჯერმე ვანახლებთ ასორტიმენტს, ვამატებთ ახალ პროდუქტებს. მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში ,,ჩემი მარაგის’’ ასორტიმენტს 20 ახალი პროდუქტი დაემატა, მათ შორის არის თხილეულის კარაქები, მურაბები, გრანოლა და საკონდიტრო ინგრედიენტები. თითოეული ხაზი წარმოდგენილია მრავალფეროვანი არჩევანით.
ახალი პროდუქტების დამატებისას მნიშვნელობას ვანიჭებთ პროდუქტების ხარისხსა და სიჯანსაღეს. მაგალითისთვის, ჩვენი ახალი კატეგორია - თხილეულის კარაქები არის ვეგანური, შეიცავს ჯანსაღ ცხიმებს, არ შეიცავს გლუტენსა და შაქარს.
როგორია კომპანიის მიმდინარე ასორტიმენტი?
ონლაინ მაღაზია ,,ჩემი მარაგი’’ ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს. კომპანია შეიქმნა იდეით რომ, საოჯახო მარაგების ონლაინ შევსება მარტივ და სასიამოვნო გამოცდილებად გვექცია.
დღეისათვის, ,,ჩემი მარაგი’’ აერთიანებს 500-ზე მეტი დასახელების რჩეული ხარისხის საკვებ პროდუქტს, როგორიცაა თხილეული, ჩირეული, მარცვლეული, ბურღულეული, ბაკალეა, ხილ-ბოსტნეული, სუნელები, საკონდიტრო ინგრედიენტები და სხვა. თითოეული კატეგორია წარმოდგენილია მრავალფეროვანი ასორტიმენტითა, მომხმარებელს შეუძლია ერთ სივრცეში აღმოაჩინოს, როგორც ტრადიციული ქართული გემოები, ასევე უცხოური კულტურების პროდუქტები და ინგრედიენტები.
როგორ აფასებთ ბაზარზე მოთხოვნას?
ჩვენი მთავარი მიზანი და გამოწვევა არის მომხმარებლებს შევთავაზოთ საუკეთესო ხარისხის პროდუქტები და მომსახურება. ბაზარზე დაინტერესება ძალიან დიდია და ყოველწლიურად მოთხოვნა უფრო მზარდია. ,,ჩემ მარაგში’’ საუკეთესო ხარისხის, ჯანსაღი პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს. ფასი კი ყოველთვის უკონკურენტო, რაც გვაძლევს ბაზარზე ჩვენი წილის მნიშვნელოვნად ზრდის შესაძლებლობას.
წინასაახაწლო სამზადისი თანდათან აქტიურ ფაზაში შედის და ჩვენც შესაბამისად ვემზადებით. უკვე დავიწყეთ ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტების მარაგების მობილიზება და თემატურ პროდუქტებზე მუშაობა. ასევე, წინასაახალწლო პერიოდში ჩვენს მომხმარებლებს განსაკუთრებულ აქციებს შევთავაზებთ. გაორმაგებული ძალებით ვამზადებთ ჩვენს საკურიერო და საკომუნიკაციო გუნდებს, რათა თითოეულმა მომხმარებელმა დროულად, კომფორტულად მიიღოს შეკვეთილი პროდუქცია.
რა არის ის უპირატესობები რაც ,,ჩემ მარაგს“ გამოარჩევს ბაზარზე და როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
,,ჩემი მარაგი’’ ბაზარზე გამოირჩევა პროდუქციისა და მომსახურების ხარისხით და უკონკურენტო ფასებით. თითოეული პროდუქტი ჩვენს წარმოებაში გადის ხარისხის მკაცრ კონტროლს და მხოლოდ რჩეული პროდუქტების მიწოდება ხდება ჩვენს ერთგულ მომხმარებლებთან.
ჩვენთან, ნებისმიერ პროდუქტს ნამდვილად უკონკურენტო ფასი აქვს. ნებისმიერ ფიზიკურ სუპერმარკეტსა თუ ონლაინ მარკეტთან შედარებისას, მარტივად აღმოაჩენთ პროდუქტებზე ჩვენს საფასო უპირატესობას. მუდმივად გვაქვს აქციები ყველაზე მოთხოვნად სხვადასხვა პროდუქტზე.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობა საქართველოს ნებისმიერ წერტილში უფასო მიწოდების სერვისია, ნებისმიერი მოცულობის შეკვეთაზე.
დღეისათვის, ჩვენ როგორც E-Commers კომპანია მთავარ გამოწვევად მივიჩნევთ ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ სხვადასხვა მიმართულებით და მალე შევთავაზებთ მომხმარებლებს საინტერესო სიახლეებს.