მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7242.3
0.017
flag
AZN 1.6097
0.0044
flag
CNY 39.703
0.0132
flag
EUR 3.1382
0.0121
flag
GBP 3.63
0.0127
flag
KZT 56.39
0.007
flag
TRY 0.0619
0.0001
flag
USD 2.7365
0.0075

საქართველოს ბანკის ბიზნესკურსების პლატფორმაზე რეგისტრაციამ 100,000-ს გადააჭარბა

news image

საქართველოს ბანკის - ბიზნესის განათლებაზე ორიენტირებული წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის ონლაინ პლატფორმა Businesscourse.ge-ზე რეგისტრაციების რაოდენობამ 100,000-ს გადააჭარბა.

Businesscourse.ge მუდმივად განახლებადი ონლაინ პლატფორმაა, რომელიც ბიზნესით დაინტერესებულ პირს მრავალფეროვან კურსებს, მასტერკლასს, ცოდნასა და გამოცდილებას სთავაზობს.

● კურსები ხელმისაწვდომია ონლაინ ფორმატში, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან, რაც განათლების მიღებას მაქსიმალურად მოქნილს ხდის;
● სასწავლო კურსები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორებიცაა მენეჯმენტი, ფინანსები, მარკეტინგი, ტექნოლოგიები, ლიდერობა და სხვა;
● თითოეული კურსის შექმნაში სხვადასხვა სფეროს გამოცდილი, ქართველი ექსპერტები მონაწილეობენ;
● ლექციები ადგილობრივ კონტექსტსა და თანამედროვე ბიზნესის საჭიროებებზეა მორგებული, რაც რეგისტრირებულ ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, მიღებული ცოდნა საკუთარ საქმიანობაში ეფექტიანად გამოიყენონ.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის ინიციატივით შექმნილი Businesscourse.ge დღეს უკვე ათობით ათასი ადამიანისთვის ცოდნის გაღრმავებისა და კარიერული განვითარების პლატფორმა გახდა. ეს ციფრი არა უბრალოდ სტატისტიკა, არამედ იმის დასტურია, რომ ჩვენი მისწრაფება - გავხადოთ ხარისხიანი ბიზნეს განათლება ხელმისაწვდომი - წარმატებულია. ჩვენ ვაგრძელებთ ახალი კურსებისა და შესაძლებლობების დამატებას, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტ მეწარმეს თუ ბიზნესის დაწყების მსურველს საკუთარი უნარების გაუმჯობესებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდაში დავეხმაროთ “, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ბიზნესკურსი პლატფორმა ბიზნეს 360°-ის მნიშვნელოვანი ნაწილია. „ბიზნეს 360°“ აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის - იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა

16.03.2026.18:56

ბათუმს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი შეემატა - 13 მარტს გაგარინის ქუჩა N1-ში „ავტო გალერის" ახალი ფილიალი გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მულტიბრენდული შოურუმი, წამყვანი საავტომობილო ბრენდების ფართო სპექტრს აერთიანებს და რეგიონში პირველი მსგავსი ფორმატის სივრცეა. „ავტო გალერი“ მომხმარებლებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს - ადგილზე გაეცნონ და შეიძინონ ავტომობილები სხვადასხვა კატეგორიიდან.

გამორჩეული იყო „ავტო გალერის“ გახსნის ცერემონია. ოფიციალური ნაწილის გარდა, სტუმრებს სხვადასხვა აქტივობა, ბევრი სიურპრიზი და საჩუქრები დახვდათ - საინტერესო გათამაშებები და სპეციალური შეთავაზებები „ავტო გალერის“ პარტნიორი კომპანიებისგან. ღონისძიებას 300-მდე სტუმარი დაესწრო.

პეტრე წაქაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერი: „ბათუმი ამ ეტაპზე ბაზრის ზრდის ძალიან მაღალი ტემპით გამოირჩევა. გვინდოდა, მომხმარებლებისთვის უნიკალური შესაძლებლობა მიგვეცა - ერთ მისამართზე შეგვეთავაზებინა ნებისმიერი კატეგორიის ავტომობილი: ბიუჯეტურიდან პრემიუმ კლასამდე. ეს არა მხოლოდ კომფორტს უზრუნველყოფს, არამედ რეგიონში ახალი ავტომობილების მოთხოვნის ზრდას უწყობს ხელს. ეს პროექტი „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიის ნაწილია, რომელიც რეგიონების განვითარებას უწყობს ხელს და მომავალში მსგავსი კონცეფციის შოურუმის გახსნას სხვა ქალაქებშიც ვგეგმავთ“.

ახალ შოურუმში მისულ მომხმარებლებს Tegeta Cars-ის პორტფელიდან ავტომობილების მრავალფეროვანი არჩევანი დახვდებათ, მათ შორის, Mazda, Volvo, Geely, Zeekr... ასევე, ბათუმში ოფიციალურად პირველად იქნება წარმოდგენილი ისეთი ლუქს კლასის ბრენდები, როგორებიცაა Porsche, Lamborghini და Bentley. ეს კი კომპანიას შესაძლებლობას აძლევს, დააკმაყოფილოს ნებისმიერი გემოვნებისა და ბიუჯეტის მქონე მომხმარებელი.

„ავტო გალერის“ ახალი ფილიალი ბათუმში მომხმარებელს უკვე სრული დატვირთვით ემსახურება. ავტომობილის შეძენისა და ტექნიკური მომსახურების მიღების გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, ისარგებლოს საბანკო პროდუქტებით, მათ შორის, ავტოგანვადებითა და ლიზინგით, ასევე დაზღვევის სპეციალური პირობებით, პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა