მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7056.6
0.0209
flag
AZN 1.6165
-0.0003
flag
CNY 37.802
-0.0039
flag
EUR 3.1143
-0.0096
flag
GBP 3.6648
-0.0084
flag
KZT 53.42
-0.0016
flag
TRY 0.0715
0.0001
flag
USD 2.7487
-0.0005

საქართველოს ბანკის Ads მენეჯერს მობილბანკით გასააქტიურებელი შეთავაზების ფუნქციონალი დაემატა

news image

საქართველოს ბანკი ბიზნესებისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას აგრძელებს  და მათ ლოიალური მომხმარებლების მოზიდვაში  უჭერს მხარს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკის Ads მენეჯერს კიდევ ერთი ფუნქციონალი — მობილბანკით გასააქტიურებელი შეთავაზება დაემატა. 

მას შემდეგ, რაც ბიზნესი Ads მენეჯერში გასააქტიურებელ შეთავაზებას (ფასდაკლება, ქეშბექი ან PLUS ქულების დაგროვება) შექმნის, იგი საქართველოს ბანკის მობილბანკში გამოქვეყნდება. შეთავაზებით სარგებლობისთვის მომხმარებელმა აღნიშნული შეთავაზება ღილაკზე თითის დაჭერით უნდა გაააქტიუროს. 

აქტივაციის შემდეგ, შეთავაზება მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახდება.

ბიზნესებს Ads მენეჯერში ამ ტიპის შეთავაზების შექმნისას შესაძლებლობა აქვთ, დააწესონ აქტივაციის მაქსიმალური რაოდენობა, (მაგ: ფასდაკლებით სარგებლობა შეძლოს მხოლოდ 500-მა  მომხმარებელმა), რომლის მიღწევის შემდეგ, შეთავაზება შეწყდება.

„საქართველოს ბანკის Ads მენეჯერი მუდმივად განახლებადი პლატფორმაა და ვამაყობთ, რომ მას რეგიონში ანალოგი არ აქვს. ახლახან მას არაერთი საინტერესო ფუნქციონალი დავამატეთ. გასააქტიურებელი შეთავაზების მეშვეობით კი ბიზნესებს შესაძლებლობა მივეცით, ზუსტად გაიგონ, სასურველი სამიზნე აუდიტორიიდან რამდენმა მომხმარებელმა ისარგებლა შეთავაზებით, ამასთან, ლიმიტის დაწესებით, მისი მასშტაბურობა განსაზღვრონ. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ როგორც Ads მენეჯერის, ისე ბიზნესის გაძლიერებაზე ორიენტირებული სხვა ტექნოლოგიური პროდუქტების განვითარებას“, - ამბობენ საქართველოს ბანკში.

გაიგეთ მეტი Ads მენეჯერის შესაძლებლობების შესახებ და ისარგებლეთ პლატფორმით ამ ბმულიდან.ცნობისთვის, პლატფორმაზე შესვლას შეძლებენ დირექტორები იმ მომხმარებლის სახელითა და პაროლით, რომელსაც ბიზნეს მობილბანკის ან ბიზნეს ინტერნეტბანკისთვის იყენებენ. ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებს კი შეთავაზების შექმნის უფლება დირექტორმა უნდა მიანიჭოს.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Wizz Air-ით მოგზაურობა, როგორც საუკეთესო გამოცდილება: ჭკვიანური რჩევები, ციფრული კომფორტი და ინოვაციური სერვისი

01.05.2025.17:17

საიდუმლო არ არის, რომ ბიუჯეტური მოგზაურობა, უკვე დიდი ხანია მხოლოდ ეკონომიასთან აღარ ასოცირდებაგანსაკუთრებით მაშინ, როცა ავიაკომპანიას ისეთი ამბიციური ხედვა აქვს, როგორიც Wizz Air-. ციფრული მიდგომა, დაბალი ფასები, თანამედროვე თვითმფრინავები და ახალი Customer First Compass ინიციატივა — Wizz Air აკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ მხოლოდ ბილეთის ფასით კი არა, არამედ სერვისითაც გაგაოცოთ.

დღეს განვიხილავთ პრაქტიკულ რჩევებს, რომ თქვენი მომდევნო ფრენა არა მხოლოდ იაფი, არამედ ჭკვიანური, კომფორტული და ხალისიანი იყოს:

  1. საიდუმლო ამოხსნილიაროგორ იპოვო ბილეთი ყველაზე დაბალ ფასად

თუ Wizz Air-ის საიტზე გადაწყვიტეთ ბილეთის ყიდვა და მოგზაურობის თარიღი ჯერ ზუსტად არ შეგირჩევიათ, მაშინ შეგიძლიათ ბილეთი ყველაზე დაბალ ფასად აღმოაჩინოთ. ამისთვის საჭიროა უბრალოდ გამოიყენოთ Fare Finder ანუ ისარგებლოთ ფასით ძიების ფუნქციონალით. თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ რა მიმართულებაზე გსურთ ბილეთების დაჯავშნა, აირჩიოთ სასურველი თვე და სულ ესაა, თქვენს წინ ყველაზე ხელმისაწვდომი ბილეთების არჩევანი გადაიშლება. ხოლო თუ კონკრეტული მიმართულებაც არ გაქვთ შერჩეული, კიდევ უფრო უკეთესი - ამ შემთხვევაში თითქმის უფასოდაც კი დაჯავშნით ბილეთს.

  1. Wizz Discount Club — კლუბი, სადაც დაზოგვა არ არის მხოლოდ ბონუსი

თუ წელიწადში ორჯერ მაინც დაფრინავთ, მაშინ აუცილებლად უნდა გახდეთ Wizz Discount Club-ის წევრი. წევრობის საფასური დაბალია, ხოლო ფასდაკლებები – სერიოზული. თითოეულ ფრენაზე შეგიძლიათ დაახლოებით 10 ევრო (დაახლოებით 30 ლარი) დაზოგოთ, ხოლო ბარგზე – 20 ევრომდე (დაახლოებით 60 ლარი). ვთანხმდებით, რომ 1 გზაზე თითქმის 90 ლარის დაზოგვა ხუმრობა არ არის. უფრო მეტიც, საწევრო ბარათი ასევე ვრცელდება თქვენს ერთ ან ორ მეგობარზე — ასე რომ მეგობრებთან ერთად მოგზაურობა კიდევ უფრო ბიუჯეტური გამოდის.

  1. 100%-ით ციფრული გამოცდილებააპლიკაცია, რომელიც ყველაფერს დაგიგეგმავთ

დაჯავშნიდან ჩასხდომამდე, ერთი აპლიკაციით შეგიძლიათ მართოთ ყველა ნაბიჯი. ბილეთის დაჯავშნა, ბარგის დამატება, ადგილის შერჩევა, ჩასხდომის ბარათი და რეალურ დროში განახლებების მიღება — ეს ყველაფერი ხელისგულზე გაქვთ. თანაც Wizz Air-ის მობილური აპლიკაცია უკვე ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი.

  1. Customer First Compass – ინვესტიცია თქვენს კომფორტში

Wizz Air-ის ახალი ტრანსფორმაციული ინიციატივა იმის მტკიცებულებაა, რომ ბიუჯეტური ფრენა სულაც არ ნიშნავს კომპრომისს. 14 მილიარდი ევროს ინვესტიცია მოხმარდება ოთხ ძირითად მიმართულებას:

  • პროდუქტი: ეკომეგობრული, თანამედროვე ფლოტი და Airbus A321XLR-ის კონტინენტთაშორისი შესაძლებლობები
  • ფასი: დაბალი ტარიფები, გამჭვირვალე პოლიტიკა და მეტი სარგებელი მომხმარებლებისთვის
  • მომსახურება: სწრაფი რეაგირება, ვირტუალური ასისტენტი, ბილეთის დაბრუნება 24 საათში და სერვისი მინიმალური შეფერხებებით
  • კომუნიკაცია: გაუმჯობესებული მხარდაჭერა აპლიკაციით, SMS-ით და ელფოსტით. ზაფხულიდან კი, MyJourney ფუნქციაც ხელმისაწვდომი გახდება.

მოგზაურობის დროს მუდმივი ინფორმირებულობა აუცილებელია  - ეს მომხმარებლებს აძლევთ დამატებითი სიმშვიდის განცდას. არ დაგვავიწყდეს, მართალია მოგზაურობა პოზიტიური გამოცდილებაა, თუმცა ის შესაძლოა სტრესული იყოს. Wizz Air-ის ახალი MyJourney ფუნქცია აპლიკაციაში რეალურ დროში მოგაწვდით დეტალებს ჩამოფრენის დროის, შეფერხებების, გეითის, ბარგისა და სხვა აეროპორტთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაციის შესახებ.

თუ სწორად დაგეგმავთ მოგზაურობას, გამოიყენებთ ხელმისაწვდომ სერვისებს და მიენდობით ინოვაციურ ციფრულ გამოცდილებას, მაშინ Wizz Air-ით მოგზაურობა საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება. მიმზიდველი ბილეთის ფასი მხოლოდ დასაწყისიადანარჩენი თქვენზეა. დაე, თქვენი მომდევნო მოგზაურობა იყოს მარტივი, ორგანიზებული და დაუვიწყარი ზუსტად ისეთი, როგორსაც Wizz Air გვთავაზობს - მომხმარებელზე ორიენტირებულს, ხელმისაწვდომს და ინოვაციურს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა