მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7106.2
-0.0024
flag
AZN 1.6073
-0.0005
flag
CNY 37.995
-0.0043
flag
EUR 3.0969
0.0108
flag
GBP 3.6846
0.0008
flag
KZT 53.47
-0.0032
flag
TRY 0.0697
-0.0002
flag
USD 2.7334
-0.0008

საქართველოს ბანკის Ads მენეჯერს ახალი ფუნქციონალი “Ad Quality” დაემატა

news image

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესებისთვის ციფრული შესაძლებლობების გამავრცელებელი ტექნოლოგიური ორგანიზაცია, აგრძელებს რეგიონში უნიკალური პლატფორმისAds მენეჯერის განვითარებას

ამჯერად, პლატფორმას მნიშვნელოვანი განახლება დაემატაAd Quality ახალი ფუნქციონალი, რომელიც ბიზნესებს ზუსტ მოლოდინებს უქმნის იმის შესახებ, თუ რა მარკეტინგულ მხარდაჭერას გაუწევს ბანკი ბიზნესებს - სად და როგორ გავრცელდება მათ მიერ შექმნილი შეთავაზება.

ახალი ფუნქციონალით, ბიზნესებისთვის ვაჩენთ მეტ შესაძლებლობას, მისწვდნენ ჩვენს მომხმარებლებს. ამასთან, მათთვის უფრო თვალსაჩინო გახდება, რომელი არხებით გავავრცელებთ ინფორმაციას აღნიშნული შეთავაზების შესახებ“, — აცხადებენ ბანკში.

როგორ მუშაობს Ad Quality? ახალი მოდელი სხვადასხვა არხში შეთავაზების გამოჩენას შეთავაზების ტიპის, პირობების და სხვა პარამეტრების მიხედვით განსაზღვრავს. ამ სიახლით ბიზნესებს წინასწარ ეცოდინებათ, სად გამოქვეყნდება ინფორმაცია შეთავაზებაზე - საქართველოს ბანკის მობილბანკში, sCoolApp-ში, სოციალურ ქსელებში, newsletter-ში თუ სხვა სივრცეში

საქართველოს ბანკი აგრძელებს ციფრული შესაძლებლობების გაფართოებას ბიზნესებისთვის. აღმოაჩინეთ  სიახლეები საქართველოს ბანკის პროდუქტებსა და სერვისებზე მცირე და საშუალო ბიზნესისთვის  ამ ბმულზე.

ინფორმაციისთვის, Ads მენეჯერი უკვე რამდენიმე წელია, ბიზნესებს საშუალებას აძლევს, შექმნან ფასდაკლების, ქეშბექის ან PLUS ქულების  შეთავაზებები და იგი მრავალრიცხოვან მომხმარებელსსაქართველოს ბანკის მობილბანკის, sCoolApp-ისა და Offers.bog.ge-ის 1 600 000-მდე ადამიანს გაუზიარონ.

Ads მენეჯერის პლატფორმაზე შესვლას შეძლებენ დირექტორები იმ მომხმარებლის სახელითა და პაროლით, რომელსაც ბიზნეს მობილბანკის ან ბიზნეს ინტერნეტბანკისთვის იყენებენ. ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებს კი შეთავაზების შექმნის უფლება უნდა მიანიჭოს დირექტორმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Volvo Personal Service – როდესაც სერვისი პერსონალურ გამოცდილებად იქცევა

30.05.2025.16:56

თანამედროვე ავტომფლობელებისთვის დრო და სანდოობა უკვე ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ავტომობილის ბრენდი და ხარისხი. სწორედ ამიტომ „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს სთავაზობს უნიკალური სერვისის კონცეფციას – Volvo Personal Service (VPS), რომელიც იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ტექნიკური მომსახურება.

VPS-ის ძირითადი იდეა მარტივიაავტომობილის სერვისი უნდა იყოს სწრაფი, ეფექტური და, რაც მთავარია, პერსონალიზებული. ამ მიდგომის ფარგლებში ვოლვოს ოფიციალურ სერვისცენტრებში პროცესი რადიკალურად განსხვავდება იმ ტრადიციული პრაქტიკისგან, რომელსაც მომხმარებლები წლების განმავლობაში იყვნენ მიჩვეული.

 

ირაკლი იმნაძე, „ვოლვო ქარ საქართველოს“ დირექტორი: „Volvo Personal Service ვოლვოს ახალი საოპერაციო სტანდარტია გაყიდვების შემდგომ მომსახურებაში, რომელიც შექმნილია მომხმარებელზე მორგებული, სწრაფი და ეფექტური სერვისის უზრუნველსაყოფად.

VPS-ის მთავარი იდეა არის პირადი ტექნიკოსის (Personal Service Technician) კონცეფციაის პირადად მართავს მომსახურების სრულ პროცესს, უშუალოდ ურთიერთობს მომხმარებელთან, შესაბამისად, ზუსტად იცის მისი საჭიროებები.

გარდა ამისა, სისტემა ეფუძნება სწრაფი სერვისის მოდელს, სადაც ერთ ავტომობილზე ორი ტექნიკოსი ერთდროულად მუშაობს. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს მომსახურების ხანგრძლივობას, ზრდის სერვისის გამტარუნარიანობას და ზოგავს მომხმარებლის დროს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე სამყაროში. ჩვენი მიზანია, ავტომობილის ფლობა ჩვენი მომხმარებლისთვის უფრო კომფორტული და სასიამოვნო გავხადოთ“.

 

VPS არ არის უბრალოდ სწრაფი სერვისი. ეს მიდგომა ავტომობილის მოვლას პერსონალურ გამოცდილებად აქცევს. მომხმარებელი არ არის უბრალოდნომერი რიგში“ – მას ელოდება თავისი პირადი ტექნიკოსი, რომელიც იცნობს მის ავტომობილს და ზუსტად იცის, რა სჭირდება

VPS რამდენიმე პრინციპს ეფუძნება: პირადი ტექნიკოსი, რომელიც  პერსონალურ ყურადღებას ნიშნავს; ორგანიზებული გუნდური მუშაობა, რაც დროის ეფექტურ გამოყენებასთან პირდაპირ კავშირშია, და  გადამზადებული ტექნიკოსები, რაც VPS-ის საფუძველია. „ვოლვო ქარ საქართველომგასულ წელს მიიღო VPS-ის სერტიფიკატი, მექანიკოსებმა გაიარეს სპეციალური სწავლება და მოიპოვეს შესაბამისი ავტორიზაცია. ამასთანავე, აპრილშივოლვო ქარ საქართველომუმასპინძლა რესერტიფიცირების პროცესს და უმაღლესი შეფასება აიღო VPS სტანდარტის დანერგვის კუთხით.

Volvo Personal Service-ით სარგებლობა შესაძლებელია წინასწარი რეზერვაციითაც, ნომერზე (+995) 32 2 24 42 42 დაკავშირებით. მომხმარებელს საშუალება ექნება, საკუთარი ავტომობილის სერვისის პროცესსვოლვო ქარ საქართველოსკომფორტული შოურუმიდან დააკვირდეს.

 

თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ვოლვო ქარ საქართველო შვედურ ბრენდს საქართველოში 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ვოლვო ქარ საქართველო უზრუნველყოფს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა