მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით კერამიკ სტუდია 1300-მა საგაზაფხულო შეთავაზებები შექმნა

news image

საქართველოს ბანკის Ads მენეჯერი განახლდა და ბიზნესებს სამიზნე აუდიტორიაზე მორგებული, კიდევ უფრო ეფექტიანი შეთავაზებების შექმნის შესაძლებლობა მისცა. მათ შორის, მცირე და საშუალო ბიზნესებს, გაზაფხულის კამპანიის ფარგლებში, სპეციალური პირობებით, ახალი მომხმარებლების მოზიდვაში დაეხმარა. 

გაზაფხულის კამპანიაში ჩაერთო “კერამიკ სტუდია 1300”, რომელიც 10 წლის წინ ტასო გომელაურმა და ირინა ჯიბუტმა დააარსეს. კომპანიას მომხმარებელი ჰყავს როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. საქართველოს ბანკის კამპანიის ფარგლებში კი მათ კერამიკის ნივთების სპეციალური, გაზაფხულის თემატიკის კოლექცია შექმნეს და Ads მენეჯერით შეთავაზება შექმნეს.

„ორივე კერამიკოსები ვართ და ძალიან გვიყვარს ჩვენი საქმე. სტუდია, პრაქტიკულად, ჩვენი შვილია, რომელიც 10 წლის განმავლობაში ძალიან გაიზარდა  და განვითარდა. უკვე ბევრი მომხმარებელი გვყავს, როგორც საქართველოში, ასევე მის  საზღვრებს გარეთ. ამ წლების განმავლობაში შევკარით ფანტასტიური გუნდი და სწორედ ჩვენი გუნდის დამსახურებით ყოველდღიურად იბადება ახალი ნამუშევრები. საინტერესო გამოციდლება იყო საქართველოს ბანკთან თანამშრომლობა. ამ პარტნიორობის ფარგლებში, ერთ-ერთ კოლექციაზე ვიმუშავეთ, რომელიც მოიხატა სპეციალურად 3-8 მარტის დღესასწაულებისთვის“, — ამბობენ „კერამიკ სტუდია 1300“ დამფუძნებლები.

გაშვებული შეთავაზებით „კერამიკ სტუდია 1300“ სამიზნე აუდიტორიას — სტუდენტებს მიწვდა. ამის განსაზღვრა Ads მენეჯერით შეთავაზების შექმნის საწყის ეტაპზეა შესაძლებელი. სასურველი ტიპის შეთავაზების (ქეშბექი, ფასდაკლება ან პლუს ქულების დაგროვება) შერჩევის შემდეგ, შესაძლებელია სასურველი აუდიტორიის მონიშვნა — ასაკის, სქესის, რეგიონის, ინტერესების ან ტიპის მიხედვით. გაშვებული შეთავაზება კი საქართველოს ბანკის მობილბანკში, sCoolApp-ში და Offers.bog.ge-ზე ქვეყნდება. ჯამში ამ პლატფორმებს 1 500 000-ზე მეტი მომხმარებელი იყენებს.

საგულისხმოა, რომ Ads მენეჯერი ბიზნესებს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას აძლევს, რადგან შეთავაზების გაშვების შემდეგ, მისი პროგრესი რეალურ დროშია ხელმისაწვდომი. შეთავაზების დასრულების შემდეგ Ads მენეჯერში შედეგების შესახებ დეტალური ანგარიშიც ჩნდება. მათ შორის ბიზნესები აკვირდებიან 

შემოსავლების დინამიკას, უნიკალური მომხმარებლების რიცხვს, დემოგრაფიულ მონაცემებს და სხვა პარამეტრებს. 

თუ თქვენც გსურთ თქვენი პროდუქტის ან სერვისის შეთავაზება შექმნათ, ეწვიეთ ბმულს. ცნობისთვის, პლატფორმაზე შესვლას შეძლებენ დირექტორები იმ მომხმარებლის სახელითა და პაროლით, რომელსაც ბიზნეს მობილბანკის ან ბიზნეს ინტერნეტბანკისთვის იყენებენ. ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებს კი შეთავაზების შექმნის უფლება დირექტორმა უნდა მიანიჭოს.

 

 

 

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image „ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს და საქართველოს განსაკუთრებულ საინვესტიციო პოტენციალს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს

19 , 2025

დუბაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრში უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე „ამბასადორი აილენდ ბათუმის” გუნდი ისტორიული მნიშვნელობის პროექტს წარადგენს, რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად. 

 

„ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტი მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება და რეგიონის ურბანული განვითარების ახლებური სტანდარტების დადგენას მოემსახურება.

„ჩვენ ღრმად გვწამს, რომ „ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, ბათუმისთვის ახლებური მომავლის ფორმირებისა და საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი რეგიონის ცნობადობის გაზრდის პროცესში. ჩვენი გუნდის ძირითად მამოტივირებელ ძალას, იმგვარი დანიშნულების ადგილის შექმნა წარმოადგენს, სადაც  სრულფასოვნად იქნება ასახული ის სულისკვეთება, რომელიც საქართველოს, როგორც ქვეყანას, განვითარებასთან და წინსვლასთან მიმართებით ახასიათებს, აღნიშნა „ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალურმა დირექტორმა.

საგამოფენო პერიოდში, კომპანიის წარმომადგენლები სხვადასხვა ბიზნეს პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას და სპეციალურად მოწყობილ მასშტაბურ მულტიფუნქციურ სტენდთან, კუნძულზე საინვესტიციო შესაძლებლობებთან დაკავშირებით ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან დაინტერესებულ პირებს.

სტენდის თითოეულ სტუმარს, შესაძლებლობა ექნება კუნძულის ვირტუალურ ტურში მიიღოს მონაწილეობა. აღნიშნული ტურის სრულყოფა კი, ხელოვნური ინტელექტისა და ინტერაქციული ეკრანების საშუალებით მოხდება. 

კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს, როგორებიცაა: ბრიტანული კომპანია Arup, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არაერთი ქალაქის გეგმარებაშია ჩართული, არქიტექტურული და საინჟინრო კომპანია Yüksel Proje 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა