საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში - როგორ ქმნის საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობებს
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შემეცნებისა და ახალი აღმოჩენების შესაძლებლობების შესაქმნელად, 2019 წლიდან თანამედროვე ბიბლიოთეკების - იდეათეკების პროექტს ქართული წიგნის ინსტიტუტთან თანამშრომლობით ახორციელებს.
დღეისათვის, საქართველოს ბანკის იდეათეკები 11 რეგიონის 27 სკოლაში ფუნქციონირებს და 20 000-ზე მეტი მოსწავლისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობებს. თითოეული ბიბლიოთეკა, სხვადასხვა რეგიონის სკოლაში პარტნიორებთან ერთად იხსნება.
„იდეათეკა ჩემთვის უბრალოდ ბიბლიოთეკა არ არის - ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლია იფიქრო, შექმნა, აღმოაჩინო ახალი შესაძლებლობები და მიიღო მოტივაცია, ისწავლო უფრო მეტი,“ - მარიამი, ფოთის #3 სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე.
იდეათეკების მიზანი მოსწავლეებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდაა, შესაბამისად, ყოველი იდეათეკა აღჭურვილია მრავალფეროვანი, 2000-ზე მეტი წიგნისგან დაკომპლექტებული ბიბლიოთეკით, შემეცნებისთვის საჭირო რესურსებით - კომპიუტერებითა და პროექტორებით; მოწყობილია STEM კუთხე, სადაც მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, იპოვონ მომავლის პროფესიებისთვის საბაზისო ცოდნის მისაღებად საჭირო ყველა ინსტრუმენტი.
„ჩვენს რეგიონში ასეთი ადგილი ადრე არ არსებობდა - ახლა კი გვაქვს სივრცე, სადაც ტექნოლოგიებთან წვდომა და სწავლა სახალისო და საინტერესოა. აქ შეგიძლია სხვებთან ერთად იმუშაო, იაზროვნო და გაიზიარო იდეები”, - გიორგი, ამბროლაურის #1 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე.
დღეისათვის, საქართველოს ბანკის თანამედროვე ბიბლიოთეკები - იდეათეკები ფუნქციონირებს ხურვალეთში, დიცში, თბილისში, ფოთში, პანკისში, ზემო ნიქოზში, ახალქალაქში, ოზურგეთში, ამბროლაურში, ჯვარში, ჩოხატაურში, ნაბეღლავში, ერისიმედში, ლამბალოში, უდაბნოში, საბათლოში, ზუგდიდში, შინდისში, მუხრანში, ბოლნისში, ახალციხეში, ქედაში, მანგლისში, ქუთაისში, ძლევიჯვარში, ზემო საზანოში, გორში.
ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge.
სხვა სიახლეები
17.04.2026.23:04
„ენერგეტიკის სექტორის განვითარების გრძელვადიანი გეგმები და 10-წლიანი სტრატეგია, რაზეც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ძალიან აქტიური მუშაობს და ასევე კერძო სექტორია ჩართული, საშუალებას მოგვცემს, რომ უფრო გრძელვადიანად შევხედოთ მიმდინარე პროექტებს და არსებულ გამოწვევებს შედარებით მარტივად, ერთიანად გავართვათ თავი“, - განაცხადა “პარვუს ჯგუფის” მმართველმა და გენერალური დირექტორმა სულხან ზუმბურიძემ.
ეკონომიკური ფორუმის ფორმატში, რომელიც ენერგეტიკის საკითხებს მიეძღვნა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი კერძო სექტორს და ინვესტორებს შეხვდა. შეხვედრისას საუბარი წარიმართა ენერგეტიკის დარგის განვითარების ხედვასა და სტრატეგიაზე, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების და მსხვილი ენერგოპროექტების განვითარების შესახებ.
სულხან ზუმბურიძის შეფასებით, მნიშვნელოვანია დიალოგი სახელმწიფო სექტორსა და ინვესტორებს შორის. როგორც მან აღნიშნა, ეკონომიკის მინისტრის მხრიდან ძალიან კარგი ხედვები იქნა წარმოდგენილი, განსაკუთრებით ენერგეტიკის სექტორის განვითარების 10-წლიან სტრატეგიასთან დაკავშირებით.
„ძალიან მნიშვნელოვანია კერძო პროექტების ხელშეწყობა, რაც დაგეგმილი აქვს სამინისტროს, განსაკუთრებით მცირე, საშუალო და დიდი ჰიდროსადგურების კუთხით. ჩვენ წყალუხვი ქვეყანა ვართ და ეს რესურსი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ“, - აღნიშნა “პარვუს ჯგუფის” მმართველმა.
რაც შეეხება მსხვილ პროექტებს, სულხან ზუმბურიძე ხაზს უსვამს, რომ დღესდღეობით ენერგეტიკული რესურსის დაახლოებით 40%-ზე მეტი ქვეყნის გარედან შემოდის, რაც ნიშნავს ამავდროულად ქვეყნიდან ფულის გადინებას. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს თანხები საქართველოში დარჩეს და ენერგეტიკის ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობით ქვეყანას თავად ჰქონდეს ჭარბი ელექტროენერგიის საზღვარგარეთ გატანის შესაძლებლობა.
„ეს უნდა მოხდეს ზუსტად ისეთი პროექტებით, რომელიც დღეს იყო განხილული - ეს არის წყალქვეშა კაბელი ევროპის მიმართულებით, რომელიც შეძლებს დაახლოებით 1000 მეგავატზე მეტი ელექტროენერგიის გატანას. მნიშვნელოვანია, რომ ძალიან დიდი განსხვავებაა საქართველოსა და ევროპას შორის ფასების თვალსაზრისით, დაახლოებით სამჯერ-ოთხჯერ უფრო ძვირია ელექტროენერგიის ფასი საზღვარგარეთ, ამ შემთხვევაში ევროპაში. ჭარბი ელექტროენერგიის გატანით საქართველოში ფული შემოედინება, რომელიც ისევ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას მოხმარდება“, - განაცხადა სულხან ზუმბურიძემ.