საქართველოს ბანკის 25-ე მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა - იდეათეკა სოფელ ძლევიჯვარში გაიხსნა
მოსწავლეებისთვის განათლებისა და შემეცნების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობის შესაქმნელად, საქართველოს ბანკმა რიგით 25-ე ინოვაციური ბიბლიოთეკა - იდეათეკა ქარელის რაიონის ბესიკ კაპანაძის სახელობის ძლევიჯვარის საჯარო სკოლაში გახსნა.
საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკა უკვე ქვეყნის მასშტაბით 11 რეგიონის 25 სკოლაში ფუნქციონირებს და 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის ქმნის ახალი აღმოჩენებისა და შემეცნების სივრცეს.
საქართველოს ბანკის იდეათეკები აღჭურვილია მრავალფეროვანი ბიბლიოთეკით, ზოგადი და სასკოლო საგანმანათლებლო რესურსით, კომპიუტერებით, პროექტორით და STEM კუთხით, სადაც ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, გაეცნონ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლებს, ჩაატარონ მარტივი, სახალისო ექსპერიმენტები და თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებად აქციონ, რაც დაეხმარება მათ, გადადგან პირველი ნაბიჯები დიდი აღმოჩენების სივრცეში.
იდეათეკების პროექტი ბანკის ინიციატივით და პარტნიორების მხარდაჭერით, 2019 წლიდან ხორციელდება. ძლევიჯვარის საჯარო სკოლაში საქართველოს ბანკის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა ქართული წიგნის ინსტიტუტთან თანამშრომლობით და „საბა ქონსთრაქშენთან“ პარტნიორობით გაიხსნა.
[ვიზუალი]
ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge
სხვა სიახლეები
17.06.2025.18:00
Villa Mosavali • ვილა მოსავალი, რომელიც რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს ფართოვდება და ახალ სერვისებს ამატებს.
როგორც Business Insider Georgia-სთან „ვილა მოსავალის“ გენერალურმა მენეჯერმა ნიკოლოზ შეყრილაძემ განაცხადა, ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის „ვილა მოსავალი“ სტუმრებს ახალი, დიდი აუზი და პადელის მოედნები დახვდებათ.
„მიმდარე წლის მოლოდინებს რაც შეეხება დამოკიდებული ვართ, თუ როგორ განვითარდება ტურისტული სეზონი. თუმცა ჩვენი მხრიდან სიახლე იქნება ის, რომ ახალი და უფრო დიდი აუზი გვექნება დამატებული. ასვე გვექნება რამდენიმე სიახლე ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით: პადელის 2 მოედანი დავამატეთ და ასევე, რეკრეაციული ზონა, რომელიც 2000 კვ/მ-ს მოიცავს. რაც შეეხება დიდი რესტორანს, რომელიც 1000 სტუმარზე იქნება გათვლილი დაგეგმილია, რომ სექტემბერში გაიხსნება. მისი სამშენებლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს“, - აღნიშნა ნიკოლოზ შეყრილაძემ.
სასტუმროს სტუმრები ძირითადად ადგილობრივი სტუმრები არიან და მიმდინარე ტურისტული სეზონისთვის განთავსების ფასები არ შეცვლილა.
როგორც ცნობილია „ვილა მოსავალი“ შესანიშნავი ადგილია დასვენებისათვის. თბილისიდან 30 კილომეტრში, შთამბეჭდავი გამოცდილება ელის ყველას: ოჯახებს, ღვინის მოყვარულებს, საქმიანი ვიზიტზე მყოფთ თუ უბრალოდ განტვირთვისათვის ჩამოსულ სტუმრებს. პროფესიონალური მომსახურება, კომფორტული გარემო, გასაოცარი სამზარეულო, ღია აუზი, ბუნების სილამაზე და საუკეთესო ღვინო ყველა სტუმრისთვის დაუვიწყარი მოგონება გახდება.
ვილა მოსავლის სასტუმროს 27 ნომერზეა გათვლილი და თითოეული ნომერი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარითა თუ ავეჯით.
„ვილა მოსავალი“ მცხეთის რაიონში, სოფელ ახალუბანში მდებარეობს და ის სასტუმროს, სხვადასხვა ღონისძიებებისა და წვეულებისთვის გარე სივრცეებს, ღვინის მარანს, ღია აუზსა და სხვადასხვა მრავალფუნქციურ სივრცეებს აერთიანებს.