მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7077.8
-0.0005
flag
AZN 1.5949
0.0008
flag
CNY 38.065
0.0016
flag
EUR 3.1863
0.0003
flag
GBP 3.6475
-0.0042
flag
KZT 49.99
-0.0005
flag
TRY 0.0654
0
flag
USD 2.7113
0.0003

საქართველოს ბანკი, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, 18 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია

news image

საქართველოს ბანკი, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მიზნად ისახავს, ხელიშეუწყოს ქვეყნის ენდემური ეკოსისტემის, ფლორისა და ფაუნის შენარჩუნებას, რაც მათ დაცვასა და აღდგენას გულისხმობს.

სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკი 18 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია. მათ შორისაა:  ბორჯომ-ხარაგაულის, ლაგოდეხის, თუშეთის (ეროვნული პარკის და დაცული ლანდშაფტის), ვაშლოვანის, მტირალას, ჯავახეთის, ყაზბეგის, ალგეთის, კინტრიშის, მაჭახელას, ფშავ-ხევსურეთის,  ბაწარა-ბაბანეურის და სხვ. დაცული ტერიტორიები. 

აღსანიშნავია, რომ ბანკის გარემოსდაცვით პორტფელში შემავალი დაცული ტერიტორიების ჯამურიფართობი 520 000 ჰექტარს აღემატება. აღნიშნულ ტერიტორიებზე 350-ზე მეტი დასაქმებულია, მათ შორისარიან რეინჯერები. ინიციატივა სხვადასხვა ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურის გამართვის ხარჯებისდაფარვას გულისხმობს.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2025 წელს საქართველოს ბანკმა დაცული ტერიტორიების მხარდასაჭერად, კავკასიის ბუნების ფონდთან (CNF) თანამშრომლობით, ახალი კამპანია წამოიწყო, რომელიც ფარგლებშიც იმ ორგანიზაციებსა და დიდ ბრენდებს, რომლებიც საკუთარ ლოგოებში ცხოველისა თუ ფრინველისსიმბოლოს იყენებენ, მოუწოდა, მხარი დაეჭირათ გადაშენების პირას მყოფი სახეობებისშენარჩუნებისთვის და საკუთარი წვლილი შეეტანათ გარემოს დაცვის პროცესში. 

შედეგად, კამპანიაში 9 დიდი კომპანია ჩაერთო, მათ შორის: ასკანელი, სარაჯიშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ), სმარტი, Jagermeister Georgia, Jaguar Georgia, Ford Mustang, Georgian Capital და Galt & Taggart-ი. 

ინფორმაციისთვის, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს საგანმანათლებლო პროექტებს, მასწავლებლების, ახალგაზრდა პროფესიონალების, ბიზნესების მხარდასაჭერ ინიციატივებს, დაცულ ტერიტორიებს და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკისა და ტურისტერის პარტნიორობით, ზამთრისა და სამთო-სათხილამურო ტურიზმის კონფერენცია გაიმართა

25.09.2025.23:46

საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და ტურიზმის სამიტის „ტურისტერის” თანაორგანიზებით, კონფერენცია გაიმართა, რომელიც ზამთრისა და სამთო-სათხილამურო ტურიზმს მიეძღვნა.

ღონისძიების მთავარი მიზანი საქართველოს ზამთრის კურორტების პოტენციალის წარმოჩენა, მათი კონკურენტული უპირატესობებისა და განვითარების პერსპექტივების განხილვა იყო. კონფერენციის მონაწილეები სამთო-სათხილამურო ტურიზმის ინდუსტრიაში მიმდინარე უახლეს ტენდენციებს, ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებსა და საკანონმდებლო სიახლეებს გაეცნენ.

“ჩვენ განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა პირდაპირი ჯავშნები, ე.წ. დესტინაციის მენეჯმენტი, სოციალური მედია არხებისა და ხელოვნური ინტელექტის რესურსის გამოყენება, რათა მცირე და საშუალო ბიზნესებს მოდერნიზაციისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის შესაძლებლობა ჰქონდეთ. ღონისძიება ასევე კავკასიის ჭრილში რეგიონულ მიმოხილვას, ინდუსტრიაში კონკურენციისა და თანამშრომლობის საკითხებს დაეთმო. ღონისძიებაზე დამსწრე კერძო სექტორს მივეცით პრაქტიკულად ცოდნა, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემს, არა მხოლოდ ზამთრის სეზონზე, არამედ ნებისმიერ დროს გაყიდვები გაზარდონ და როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საერთაშორისო ტურისტების მოზიდვის კუთხით, გაძლიერდნენ“ - აღნიშნა მამუკა ბერძენიშვილმა, ტურიზმის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა.

„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ამ კონფერენციის პარტნიორები ვართ. ბიზნესის მხარდაჭერა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიმართულებაა და ამაში მოვიაზრებთ არა მხოლოდ ფინანსური რესურსით უზრუნველყოფას, არამედ ისეთი ეკოსისტემის შექმნასაც, სადაც ბიზნესის წარმომადგენლებს ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ უახლესი ინფორმაცია, განვითარდნენ და გაიზიარონ თანამოაზრეების გამოცდილება. საქართველოს ბანკი აქტიურად დგას ბიზნესის გვერდით. მიგვაჩნია, რომ ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი ძლიერი კომპონენტია, სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს ამ პლატფორმას და ღონისძიებებს, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესს აძლევს საჭირო ცოდნასა და სანაცნობო ქსელს, რათა ისინი გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანები და უფრო წარმატებულები“, - განაცხადა გიორგი კოკაიამ, საქართველოს ბანკის SME ბიზნეს და პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელმა.

ინფორმაციისთვის, ტურიზმის ინსტიტუტი არის ქართული ანალიტიკური ცენტრია, რომელიც ტურიზმისა და მოგზაურობის ინდუსტრიის განვითარებას უწყობს ხელს. მისი მთავარი მიზანია საქართველოს ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობა მდგრადი ტურიზმის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული სექტორების განვითარების, კვლევის, სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისა და ინოვაციური სტრატეგიების განხორციელების გზით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა