საქართველოს ბანკი საუკეთესო ESG ბანკია საქართველოში - Euromoney
საერთაშორისო გამოცემა Euromoney-ს ყოველწლიური Awards for Excellence-ის ფარგლებში, საქართველოს ბანკი 2025 წლის საუკეთესო ESG ბანკად დასახელდა საქართველოში.
“საქართველოს ბანკის მიერ გამოვლენილი მნიშვნელოვანი პროგრესი მწვანე და მდგრადი დაფინანსების მიმართულებით, გამოიხატებოდა როგორც პროგრამების მასშტაბის, ისე მათი გავლენის ზრდაში. განხორციელებული ინიციატივების შედეგად საქართველოს ბანკი ქვეყანაში ESG-ის მიმართულებით საუკეთესო ბანკის ჯილდოს ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად იქცა”, - ვკითხულობთ Euromoney-ს გაცნხადებაში.
გამოცემის თანახმად, 2024 წელს, 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით, საქართველოს ბანკის მიერ მწვანე სესხის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამასთან, მწვანე ინიციატივების მიმართულებით, საქართველოს ბანკმა სპეციალურად კორპორაციების, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის შექმნა სესხი მზის პანელებისათვის. აღნიშნული ინიციატივა თანხვედრაში მოდის მსოფლიოში მიმდინარე განახლებადი ენერგიის იმპლემენტაციის ტენდენციასთან, რაც ხაზს უსვამს ბანკის პროაქტიულ მიდგომას, ხელი შეუწყოს გარემოს მდგრადობას.
ამასთან, გამოცემა ხაზს უსვამს საქართველოს ბანკის მიერ მწვანე სესხების სკრინინგის სისტემის დანერგვას, რომელიც შესაბამისობაშია საქართველოს ეროვნული ბანკის მწვანე ტაქსონომიასთან.
სოფლის მეურნეობის მიმართულებით კი საქართველოს ბანკმა მნიშვნელოვნად გაზარდა კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის დაფინანსება, რაც სტრატეგიულად თანხვედრაში მოდის მდგრადი მეურნეობის პრაქტიკებთან და პასუხობს როგორც გარემოსდაცვით, ასევე ეკონომიკურ საჭიროებებს.
გარდა ამისა, მწვანე დაფინანსების მიზნების ინტეგრირება მენეჯმენტის ძირითადი ეფექტურობის ინდიკატორებში (KPIs) ნათლად უსვამს ხაზს ბანკის მიზანს – მოახდინოს მწვანე ფინანსების ინსტიტუციონალიზაცია. ეს სტრატეგიული ნაბიჯი არა მხოლოდ ამაღლებს მოტივაციას სესხების გაცემის მიმართულებით, არამედ ამკვიდრებს მდგრადობას უშუალოდ ბანკის ოპერაციულ სტრუქტურებში, რაც ხელს უწყობს გარემოსდაცვითი მმართველობისა და მდგრადი განვითარების კომპლექსურ წინსვლას.
„მოხარული ვართ, რომ ESG მიმართულებით ჩვენმა მიღწევებმა საერთაშორისო გამოცემა Euromoney-ს აღიარება მოიპოვა, რაც ადასტურებს ჩვენი სტრატეგიული ხედვის ეფექტურობას მდგრადობის მიმართულებით. საქართველოს ბანკში ESG განიხილება როგორც ბიზნესის განუყოფელი ნაწილი - მწვანე დაფინანსების ზრდა, მწვანე პროდუქტების შექმნა და ინკლუზიურობა წარმოადგენს ერთიანი სტრატეგიის ნაწილს. ამის ნათელი მაგალითებია უსინათლო პირებზე მორგებული სერვისები, მობილურ აპლიკაციაში ენების ინტეგრაცია ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის და სხვადასხვა აქტივობა, რაც ნათლად აჩვენებს ჩვენს ერთგულებას მდგრადობის პრინციპების მიმართ. თუმცა, ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ESG მიმართულებით ახალი ინიციატივების განხორციელებას,“ - აცხადებს ანა ოსაძე, საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელი.
სხვა სიახლეები
თიბისის და GAIA-ს პარტნიორობით AI პროფესიული შეხვედრების სერია - GAIA Meetup გრძელდება
18.11.2025.11:16
AI ეკოსისტემის განვითარებისთვის, ახალი თაობის და პროფესიონალების გაძლიერებისთვის თიბისი ქმნის გარემოს, სადაც ცოდნის გაზიარება, პროფესიონალებთან კომუნიკაცია და განათლების მიღება ტექნოლოგიურ იდეას რეალობად აქცევს.
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია (GAIA), ყოველთვიური შეხვედრების სერიას „GAIA Meetups“ აგრძელებს. 13 ნოემბერს GAIA Meetups Tech-ის მორიგი შეხვედრა ჩატარდა, რომლის სპიკერიც AI მკვლევარი ლევან ცინაძე იყო. მან მონაწილეებს საკუთარი კვლევის შედეგები გაუზიარა. კვლევა ენის მოდელების (LLMs) ახსნადობას (Explainability) და ინტერპრეტირებადობას (Interpretability) შეეხება და კომპლექსურ მათემატიკურ საკითხებს მოიცავს. პრეზენტაციის გარდა, შეხვედრის მონაწილეებს ნეთვორქინგის და იდეების, სიახლეებისა და გამოცდილების გაცვლის შესაძლებლობაც ჰქონდათ.
GAIA Meetups არის ყოველთვიური შეხვედრების სერია, რომელიც თიბისის და D Block-ის მხარდაჭერით იმართება. პროექტის ზოგადი მიზანია AI-ის გარშემო გამოცდილების გაზიარებისა და ნეთვორქინგისთვის სივრცის შექმნაა.
GAIA Meetups-ის შეხვედრები ყოველთვიურად ორ ფორმატში ტარდება - GAIA Meetups Tech და GAIA Meetups Horizons.
GAIA Meetups Tech: განკუთვნილია AI და მონაცემთა ტექნოლოგიების პროფესიონალებისთვის. შეხვედრების მიზანია ღრმა ტექნიკური საკითხების (მაგალითად, AutoML, Explainable AI და ა.შ.) განხილვა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.
GAIA Meetups Horizons: ფართო აუდიტორიისა განკუთვნილია და სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისთვის (ბიზნესი, მარკეტინგი, ფინანსები თუ მედიცინა). ამ შეხვედრების ფოკუსი AI-ის ინტეგრაცია, ათვისება და განვითარების ზოგადი ტენდენციებია.
შეხვედრები ყოველთვიურად იმართება პროექტის პარტნიორ D Block-ის სივრცეში. დასწრებისთვის აუცილებელია GAIA-ს ვებგვერდზე რეგისტრაცია და მოწვევის დადასტურება.