მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7041.9
-0.0066
flag
AZN 1.6153
-0.0004
flag
CNY 38.015
-0.0048
flag
EUR 3.1219
0.0114
flag
GBP 3.6668
0.0025
flag
KZT 53.35
-0.0007
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7467
-0.0006

საქართველოს ბანკი საჯარო მეტყველების კონკურსის მხარდამჭერია - რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა კონკურსში?

news image

ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შესაქმნელად, საქართველოს ბანკი ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი საჯარო მეტყველების კონკურსის მხარდამჭერია

წელს საჯარო მეტყველების კონკურსში მონაწილეობა 120-მა ახალგაზრდამ მიიღო. შედეგად, გამოვლინდა კონკურსის გამარჯვებული - ნინი გაფრინდაშვილი, რომელიც 12-17 მაისს ლონდონში, საჯარო მეტყველების კონკურსის საერთაშორისო ტურში მიიღებს მონაწილეობას

კონკურსი სათავეს 1998 წლიდან იღებს. თავდაპირველად მონაწილეთა რაოდენობა სულ რაღაც 10-ს შეადგენდა, თუმცა მას შემდეგ ყოველწლიურად პროექტში მონაწილეთა რაოდენობა იზრდება და ბოლო წლებში ყოველწლიურად მინიმუმ 100-120 მონაწილე გვყავს. საჯარო მეტყველების კონკურსში, ამ 27 წლის განმავლობაში, ჯამში, დაახლოებით 2000-ზე მეტ ახალგაზრდას აქვს მიღებული მონაწილეობა“, - აღნიშნავს თეიმურაზ კორკოტაშვილი, საჯარო მეტყველების კონკურსის პროექტის მენეჯერი

ინიციატივა ახალგაზრდებს ეხმარება, განავითარონ და დახვეწონ საკუთარი ორატორული უნარები, კრიტიკული აზროვნება და შეიძინონ მეტი თავდაჯერებულობა

როგორც მრავალწლიანი გამოცდილება გვიჩვენებს, მასში მონაწილეობა ძალიან დიდ გამოცდილებას აძლევს ახალგაზრდებს, რომელიც დიდწილად შემდგომი კარიერული წარმატებების საწინდარი ხდება, რასაც ნათლად ასახავს კონკურსში მონაწილეების მრავალფეროვანი მიღწევები“, - აღნიშნავს თეიმურაზ კორკოტაშვილი.

ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირი 50-ზე მეტ ქვეყანაში არის წარმოდგენილი. შედეგად, ეს არის მსოფლიოს მასშტაბით უდიდესი კონკურსი, რომელშიც, 16-დან 20 წლის ჩათვლით, მილიონზე მეტი ახალგაზრდაა ჩართული.  

ქვეყნის მასშტაბით გამარჯვებულს კი აქვს შესაძლებლობა, ლონდონში გამართულ საერთაშორისო ტურზე  50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელს (გამარჯვებულს) შეხვდეს და გახდეს საჯარო მეტყველების კონკურსის საერთაშორისო ქსელის წევრი

კონკურსში კონკურენცია ძალიან დიდია, ამიტომ გამარჯვებულის ბედი შესაძლოა ძალიან მცირე დეტალმა გადაწყვიტოს, თუმცა მაინც გამოვყოფდით რამდენიმე ძირითად თვისებას. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია გადმოცემის უნარი - კონკურსანტმა ნათლად და ამომწურავად უნდა მიიტანოს სათქმელი აუდიტორიასთან. მნიშვნელოვანია აგრეთვე არავერბალური მხარეც, გარკვეულ წილად, ყურადღება ექცევა მონაწილის არტისტულ უნარებსაც. რა თქმა უნდა, ინგლისური ენის ცოდნა ძალიან მაღალ დონეზე. ეს ალბათ უპირველესი აუცილებლობაა, თუმცა წლების მანძილზე ამ კონკურსში რთულია იპოვოთ ისეთი ახალგაზრდა, რომლის ინგლისურიც არ შეესაბამებოდა კონკურსის მოთხოვნებს. მეტიც, ძალიან რთულია იმის მიხვედრა, რომ ბევრი მონაწილისთვის ინგლისური მშობლიური ენა არ არის. ასევე, მონაწილე უნდა იყოს ძალიან დამაჯერებელი. მნიშვნელოვანია ჰქონდეს თვითრწმენა, რომ მას შეუძლია გაიმარჯვოს!“ - განმარტავს თეიმურაზ კორკოტაშვილი

აღნიშნული თვისებების გაუმჯობესებაში  დიდ როლს თამაშობს კონკურსის ფარგლებში ექსპერტებისა და ამ კონკურსის წინა წლებში გამარჯვებული სპიკერების მიერ გამართული ტრენინგები და კონსულტაციები. აღსანიშნავია ისიც, რომ კონკურსის გამარჯვებულები ლონდონში დამატებით ტრენინგებსა და კონსულტაციებს გადიან, რომელსაც საერთაშორისო გამოცდილი ექსპერტები უძღვებიან.

განათლების სფეროს წარმატება ნებისმიერი ქვეყნის სწორი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საფუძველია. და, ამ მიმართულებით, არც საქართველოა გამონაკლისი. საჯარო მეტყველების კონკურსი ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ წლების მანძილზე რამდენ გამორჩეულ ახალგაზრდას მოუყარა თავი, კიდევ უფრო დაეხმარა განვითარებაში და შემდგომში, სხვადასხვა სფეროშიწარმატებულ და შემდგარ პროფესიონალად ჩამოყალიბებაში.

მოხარულები ვართ, რომ ჩვენი და საქართველოს ბანკის ხედვა და მთავარი ორიენტირი - აღმოვაჩინოთ და ხელი შევუწყოთ ნიჭიერ ახალგაზრდებს, ერთმანეთთან თანხვედრაში მოდის. სწორედ ჩვენი სპონსორის დამსახურებაა ამ კონკურსის ასეთ მასშტაბებზე გასვლა, ვინაიდან, მონაწილეები გვყავს, როგორც თბილისიდან, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან

ნებისმიერ ახალგაზრდას შეუძლია მიიღოს მონაწილეობა და გამარჯვების შემთხვევაში 5 დღით გაემგზავროს ლონდონში საერთაშორისო ფინალში მონაწილეობის მისაღებად“.

საჯარო მეტყველების კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები 4 თვეში 2,182,811 მგზავრსა და 9,908 რეისს მოემსახურნენ

08.05.2025.10:34

2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13%-ით გაიზარდა და 2,182,811 მგზავრი შეადგინა (2024 წლის იანვარ-აპრილი - 1,936,381 მგზავრი).  

რაც შეეხება რეისების რაოდენობას, 2025 წლის პირველ 4 თვეში რეისების რაოდენობა 16%-ით არის გაზრდილი და ჯამურად  9,908 რეისია შესრულებული საქართველოს აეროპორტებში (2024 წლის იანვარ-აპრილი - 8,554 რეისი).   

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა 2025 წლის ოთხ თვეში - 1,442,525 მგზავრი და 7,283 რეისი მიიღო, Რაც გასული წლის პირველ 4 თვესთან შედარებით, მგზავრთნაკადის 13%-იან ზრდასა (2024წლის 4 თვე - 1,278,447 მგზავრი) და რეისების 17%-იან ზრდას წარმოადგენს (2024 წლის 4 თვე - 6,235 რეისი). 

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 2025 წლის იანვარ-აპრილში  506,564 მგზავრსა და 1,533 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადის 2,3%-იანი ზრდა ფიქსირდება  (2024 წლის 4 თვე - 495,235 მგზავრი), ხოლო რეისების რაოდენობა უცვლელია.   

რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, 2025 წლის იანვარ-აპრილში ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტი 233,722 მგზავრსა და 1,092 რეისს მოემსახურა. Წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადის 43,7%-იანი ზრდა (2024 წლის 4 თვე -162,699 მგზავრი) და რეისების 36,7%-იანი ზრდა ფიქსირდება (2024 წლის 4 თვე - 779  რეისი).  

Რრაც შეეხება აპრილის თვეს, ჯამურად საქართველოს აეროპორტები 2025 წლის აპრილში 648,168 მგზავრსა და 2,846 რეისს მოემსახურნენ. 2024 წლის აპრილთან შედარებით მგზავრთნაკადის 24%-იანი (2024 წლის აპრილი - 521,139 მგზავრი) და რეისების 19%-იანი ზრდა დაფიქსირდა (2024 წლის აპრილი - 2,399 რეისი).   

 აპრილის თვეში თბილისის აეროპორტში 424,907 მგზავრი და 2,066 რეისი დაფიქსირდა. 2024 წლის აპრილთან შედარებით, მგზავრთნაკადის 17%-იანი (2024 წლის აპრილი - 364,511 მგზავრი) და რეისების 15%-იანი ზრდა  ფიქსირდება (2024 წლის აპრილი 1,794 რეისი).  

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აპრილში, გასული თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითმგზავრთნაკადის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. Დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტმა  გასულ თვეში 145,137 მგზავრი და 423 რეისი მიიღო, რაც წინა წლის აპრილთან შედარებით მგზავრთნაკადის 49%-იან ზრდას (2024 წლის აპრილი - 97,220 მგზავრი), ხოლო რეისების კუთხით 28%-იან ზრდას წარმოადგენს (2024 წლის აპრილი - 330 რეისი).  

ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტი აპრილში 78,124 მგზავრსა და 357 რეისს მოემსახურა. წინა წლის აპრილის თვესთან შედარებით, მგზავრთნაკადის 32%-იანი (2024 წლის აპრილი - 59,408 მგზავრი) და რეისების 30%-იანი ზრდადაფიქსირდა (2024 წლის აპრილი - 275  რეისი).

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა