საქართველოს ბანკი ქმნის განათლების შესაძლებლობებს AI-ით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული გოგოებისთვის
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, გოგოების ტექნოლოგიების და AI სფეროში გაძლიერების მიზნით, ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს.
ამისათვის, ოთხ წელზე მეტია, კომაროვთან თანამშრომლობით ახორციელებს STEM სკოლის პროექტს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, მიიღონ ხარისხიანი განათლება STEM - ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით.
საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლა 2000-ზე მეტ მოსწავლეს აერთიანებს, მათგან 35% კი გოგოები არიან.
ამასთან, განათლების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობის შესაქმნელად საქართველოს ბანკი ყოველწლიურად საკუთარ სტიპენდიატებს ავლენს. საუკეთესო შედეგის მქონე 60 მოსწავლეს ბანკი სწავლას სრულად, 30-ს კი ნაწილობრივ უფინანსებს. STEM სკოლაში საქართველოს ბანკის სტიპენდიატთა რაოდენობა 300-ს აჭარბებს.
ამასთან, ხელოვნური ინტელექტით დაინტერესებული გოგოებისთვის საქართველოს ბანკი, Mastercard-თან და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) თანამშრომლობით ერთობლივ პროექტს - AI სტიპენდია გოგოებისთვის ახორციელებს.
ინიციატივის ფარგლებში, სტიპენდიატები იღებენ 100%-იან დაფინანსებას საქართველოს ბანკის პარტნიორ პროფესიულ აკადემიებში, ხელოვნური ინტელექტის და მასთან დაკავშირებული პროექტების მართვის სხვადასხვა კურსებზე. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge
სხვა სიახლეები
მზადყოფნას გამოვთქვამთ, რომ [ენერგეტიკის] დარგი აქტიურად დავაფინანსოთ - ზურაბ ქოქოსაძე
18.04.2026.03:49
„ენერგეტიკაში ინვესტიციები და საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა ძალზე მნიშვნელოვანი საკითხებია, განსაკუთრებით იმ ვითარების ფონზე, რაც ჩვენს რეგიონში ხდება,“ - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ზურაბ ქოქოსაძემ ეკონომიკური ფორუმის სხდომაზე, რომელიც საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის მიდგომასა და შესაძლებლობებს მიეძღვნა.
ფორუმი გახსნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, რომელმაც ფორუმის მონაწილე ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებს ენერგეტიკული პოლიტიკის მიმდინარე და სამომავლო მიმართულებები გააცნო.
„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებას საქართველოსთვის განვითარებისთვის ენერგოდამოუკიდებლობის განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ. ზურაბ ქოქოსაძემ ასევე დადებითად შეაფასა ის პროექტები, რომელთაც ეკონომიკის სამინისტრო ამ მიზნის მისაღწევად ახორციელებს.
„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ ხაზი გაუსვა ინვესტორების მხრიდან ენერგეტიკის სექტორისადმი გაზრდილ ინტერესს. „ინტერესი ინვესტორების მხრიდან საკმაოდ დიდია. ბევრი პროექტია, რაც ახლა დამუშავების ეტაპზეა ჩვენს ბანკში. დაახლოებით 700 მლნ ლარის ენერგოპროექტია მხოლოდ ჩვენ ბანკში და ვიმედოვნებ, რომ ამ სფეროს განვითარება კიდევ უფრო დინამიურად გაგრძელდება. შესაბამისად მზადყოფნას გამოვთქვამთ, რომ დარგი აქტიურად დავაფინანსოთ,“ - აღნიშნა ზურაბ ქოქოსაძემ.