მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7087.2
-0.0082
flag
AZN 1.5923
-0.0003
flag
CNY 38.07
-0.0005
flag
EUR 3.1342
-0.0025
flag
GBP 3.5514
-0.0085
flag
KZT 52.22
0.0022
flag
TRY 0.0639
0
flag
USD 2.7073
-0.0005

საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური პროფესიების შესწავლის შესაძლებლობას ქმნის

news image

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, მოსწავლეებისთვის მომავლის პროფესიების დაუფლების შესაძლებლობას ქმნის იმ არაერთი პროექტით, რომელსაც პარტნიორებთან ერთად ახორციელებს. ესენია: STEM სკოლა, STEM ოლიმპიადა და Code IT.

STEM სკოლა

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაციის მიზნით. ეს არის სივრცე ტექნოლოგიებით დაინტერესებული ცნობისმოყვარე მოსწავლეებისთვის, რომლებიც მომავალში თავად გახდებიან ინოვატორები. STEM სკოლაში მოსახვედრად საჭიროა მისაღები გამოცდის ჩაბარება, წარმატებულ მოსწავლეებს კი შესაძლებლობა აქვთ, გახდნენ საქართველოს ბანკის სტიპენდიატები და მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება. STEM სკოლის სასწავლო პროგრამა უნიკალურია და არც ერთ სასწავლო საგანს არ ჰგავს. მოსწავლეებს საშუალება აქვთ შეიმეცნონ მიკროკონტროლერების მუშაობის პრინციპი. შექმნან და მართონ ჭკვიანი მოწყობილობები, რომლის შესასწავლადაც სპეციალურ ონლაინპლატფორმას, Tinkercad-ს, იყენებენ. მეორე მოდული მთლიანად პრაქტიკას ეთმობა, რაც მოსწავლეებისთვის ყველაზე სახალისო და დატვირთულია ხოლმე.

ინფორმაციისთვის, კომაროვის სკოლისა და „საქართველოს ბანკის“ პროექტ STEM სკოლაში, მეექვსე ნაკადის, 2025 წლის შემოდგომის მიღებაზე, განაცხადების რეკორდული რაოდენობა შემოვიდა. ახალ ნაკადზე 1500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა. მისაღები გამოცდის შედეგების საფუძველზე STEM სკოლაში, პირველ მოდულზე 250 მოსწავლე ჩაირიცხა. საუკეთესო შედეგის მქონე 30 მოსწავლემ საქართველოს ბანკის 100%-იანი სტიპენდია მოიპოვა, ხოლო ნაწილობრივი, 50%-ანი დაფინანსება კი 15-მა მოსწავლემ მიიღო.

მეტი ინფორმაცია STEM სკოლის შესახებ ხელმისაწვდომია ბმულზე

STEM ოლიმპიადა

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტია, რომელშიც მონაწილეობის მიღება ერთი სკოლიდან ერთ გუნდს შეუძლია. გუნდი VII-XI კლასის 5 მოსწავლისგან უნდა იყოს დაკომპლექტებული;

STEM ოლიმპიადა ორ ტურად ტარდება: პირველი ტურის ფარგლებში მოსწავლეები ინდივიდუალურად ასრულებენ ფიზიკისა და მათემატიკის დავალებებს. მეორე ეტაპზე კი, საუკეთესო შედეგის მქონე 10 გუნდი პრაქტიკული დავალებების შესრულებაზე ერთად მუშაობს;

STEM ოლიმპიადის ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები და მათი მენტორები 3 თვის განმავლობაში გაივლიან კონსულტაციებს კომაროვის პროფესიონალებთან მიკროკონტროლერ Arduino-ს დაპროგრამებისა და მისი საშუალებით STEM პროექტებზე მუშაობის მიმართულებით.

STEM ოლიმპიადის გამარჯვებულ სკოლის გუნდს 10 000 ლარი გადაეცემა. ყველა მოსწავლე კი სერტიფიკატს მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ STEM ოლიმპიადაზე განაცხადების მიღება 30 ნოემბრამდეა შესაძლებელი. დარეგისტრირდი  „საქართველოს ბანკის“ STEM ოლიმპიადაზე და გამოავლინე შენი ცოდნა ფიზიკისა და მათემატიკის მიმართულებით და გაიმარჯვე. ოლიმპიადის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

ინფორმაციისთვის, პროექტში მონაწილეობა უკვე მიიღო 200-ზე მეტი სკოლის 1500-მდე მოსწავლემ. ოლიმპიადა განკუთვნილია მხოლოდ არა ფიზიკა მათემატიკური სკოლებისთვის. ფიზიკა – მათემატიკური სკოლის გუნდებს მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ კონკურსგარეშე სტატუსით (აღნიშნული სკოლის გუნდებს ოლიმპიადის საორგანიზაციო ჯგუფი გამოცდილების მიღების მიზნით სთავაზობს პირდაპირ ფინალურ ეტაპზე მონაწილეობას, თუმცა მათი შედეგები არ გამოიანგარიშება და, შესაბამისად, ფიზიკა – მათემატიკური სკოლის გუნდები საპრიზო ადგილებს ვერ დაიკავებენ).

Code IT

საქართველოს ბანკის, Lineate-ისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობით შექმნილი პროექტია, რომელიც პროგრამირებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოს 8 ტექნოპარკში – ოზურგეთში, ბათუმში, ზუგდიდში, სენაკში, კასპში, გურჯაანში, თელავში, ახმეტასა და თბილისში (და დამატებით 5 ლოკაციაზე) დაეუფლონ პროგრამირების საფუძვლებს.

პროგრამა ინტერაქციული სწავლების მეთოდით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, მოსწავლეები მუშაობენ პრაქტიკულ დავალებებზე. კურსის დასრულების შემდეგ კი ქმნიან ფინალურ პროექტს, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, პროფესიული პორტფოლიო შეადგინონ.

ამასთან, Code IT-ის ფარგლებში, მონაწილეები ესწრებიან ვებინარებს, სადაც აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ რჩევები და გაიარონ კონსულტაციები კარიერული განვითარების მიმართულებით.

სატრენინგო მოდული 3 მიმართულებას აერთიანებს. ესენია:
• HTML & Css
• JavaScript & Responsive Page
• React

პროგრამაში მონაწილეობის მიღება 14-18 წლის ახალგაზრდებს შეუძლიათ. აღსანიშნავია, რომ პროგრამა პროექტის ავტორების მხრიდან სრულად არის დაფინანსებული. მონაწილეების შერჩევა მათ მიერ შესრულებული დავალებისა და გასაუბრების შედეგად ხდება. პროექტის წარმატებით დასრულების შემდეგ, ახალგაზრდები მიიღებენ სერტიფიკატს და შესაძლებლობას, გააგრძელონ სწავლა მომდევნო მოდულებზე.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ  ვებგვერდს.

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ წელიწად-ნახევარში 120-ზე მეტი Geely Coolray გაყიდა

19.11.2025.16:13

„ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში წელიწად-ნახევრის განმავლობაში 120-ზე მეტი Geely Coolray გაყიდა. კომპაქტური ქროსოვერი, რომელიც ბაზარზე 2024 წლის დასაწყისში შემოვიდა, ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად გაყიდვად მოდელად იქცა და ამჟამად მარაგი პრაქტიკულად ამოწურულია. Geely Coolray-ს შეძენით არა მარტო საცალო მომხმარებელი, არამედ კორპორაციული სეგმენტიც დაინტერესდა - ბრენდი საქართველოში უკვე არაერთ კომპანიასთან თანამშრომლობს.

გიორგი შაქარაშვილი, „ჯილი ცენტრი თეგეტას“ კომერციული დირექტორი: „ეს არის ძალიან კარგი მაჩვენებელი იმ ფონზე, რომ „ჯილი ცენტრი თეგეტა“ 10-ზე მეტ სხვადასხვა მოდელს ყიდის, მათ შორის, ჰიბრიდებს, დამუხტვად ჰიბრიდებს, ელექტრომობილებსა და ბენზინის ძრავის მქონე ავტომობილებს. გასულ წლებში ჯერ კიდევ არსებობდა გარკვეული სტერეოტიპები ჩინურ ავტომობილებთან დაკავშირებით, თუმცა, როდესაც ერთი კონკრეტული მოდელის გაყიდვები ასეთ დროში 120+ ერთეულს აღწევს, ეს ნამდვილად შთამბეჭდავი მაჩვენებელი და დიდი წარმატებაა. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ისიც, რომ ჩვენს მომხმარებლებს შორის, საცალოსთან ერთად, კორპორაციული სეგმენტიც აქტიურობს“.

სწორედ Coolray იყო ერთ-ერთი პირველი მოდელი, რომლის გაყიდვებიც „ჯილის“ ბრენდის საქართველოს ბაზარზე შემოსვლისთანავე დაიწყო და „ჯილი ცენტრი თეგეტას“ ერთგვარ საიმიჯო მოდელად იქცა. მისი პოპულარობა კი მეტწილად იმან განაპირობა, რომ ავტომობილი ბიუჯეტური კლასისაა, თუმცა ავტომოყვარულებს ყველა იმ მახასიათებელს სთავაზობს, რომლებიც თანამედროვე ავტომობილებს უნდა ჰქონდეს. 

Geely Coolray 1.5-ლიტრიანი ტურბო ბენზინის ძრავიანი კომპაქტური SUV-ია, რომელიც მაღალი დონის აღჭურვილობით გამოირჩევა: უსაფრთხოების სისტემები, ადაპტიური კრუიზ-კონტროლი, ავტოპარკინგი, ავტომატური დამუხრუჭება, პანორამული ჭერი, 360-გრადუსიანი კამერები, დისტანციური დაქოქვა და სხვა ფუნქციები, რომლებიც ამ საფასო კატეგორიაში აქამდე ბაზარზე არ არსებობდა. გარდა ამისა, ეს მოდელი ეკონომიურობითაც გამოირჩევა.

Coolray საქართველოს ბაზარზე ევროპული სპეციფიკაციით შემოვიდა, 4-წლიან ოფიციალურ გარანტიასა და ავტორიზებულ სერვისთან ერთად, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მომხმარებელთა ნდობა. ამ მოდელის პოპულარობა განაპირობა არა მხოლოდ ფასმა და აღჭურვილობამ, არამედ გამძლეობამაც - გაყიდულ ავტომობილებზე საგარანტიო შემთხვევები პრაქტიკულად არ დაფიქსირებულა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ავტომობილს უკვე 70 000 კმ-ზე მეტი აქვს გავლილი.

ამჟამად „ჯილი ცენტრი თეგეტაში“ Coolray-ს მარაგი თითქმის სრულიად ამოწურულია. თუმცა ჩინური ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში ამ სეგმენტში მომხმარებლისთვის სიახლის შეთავაზებას გეგმავს - ნოემბრის ბოლოს „ჯილი ცენტრი თეგეტას“ შოურუმში Coolray-ს მემკვიდრე - Geely Atlas Cool გამოჩნდება. ახალი მოდელი შოურუმში სხვადასხვა ფერითა და კომპლექტაციით იქნება წარმოდგენილი. 

Atlas Cool Coolray-ს ზომის კომპაქტური ქროსოვერია, თუმცა კიდევ უფრო თანამედროვე და დახვეწილი დიზაინით, გაუმჯობესებული აეროდინამიკითა და ერგონომიკით, განახლებული ინტერიერითა და დამატებითი ფუნქციებით. ახალი მოდელის ფასი მისი წინამორბედის იდენტურ საფასო კატეგორიაში დარჩება. Atlas Cool განკუთვნილია ყველა ტიპის მომხმარებლისთვის, მათ შორის, როგორც ოჯახებისთვის, ისე კომპანიებისთვის.

Atlas Cool „ჯილი ცენტრი თეგეტას“ შოურუმში შეზღუდული რაოდენობით იქნება წარმოდგენილი და დაინტერესებული პირები ტესტ-დრაივის დაჯავშნას მიმდინარე თვის ბოლოდან შეძლებენ.

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ჯილი ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2023 წლიდან ოპერირებს. ის ჩინური ავტოგიგანტის Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Geely Auto-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს. Geely Auto-ს ავტომობილები გამოირჩევა გამძლეობით, უსაფრთხოების სისტემებით, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციითა და ხელმისაწვდომი ფასებით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა