მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7099
0.004
flag
AZN 1.5856
-0.0002
flag
CNY 38.678
-0.0016
flag
EUR 3.1316
-0.0061
flag
GBP 3.6152
-0.004
flag
KZT 52.6
-0.0013
flag
TRY 0.0623
-0.0001
flag
USD 2.6957
-0.0004

საქართველოს ბანკი მომხმარებლებს გზავნილებზე დამატებითი ფულადი პრიზების მიღების შესაძლებლობას აძლევს

news image

საქართველოს ბანკი სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. ამჯერად ბანკი როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ მომხმარებლებს დამატებითი ფულადი რესურსების მიღების შესაძლებლობას აძლევს. ამ მიზნით, საქართველოს ბანკში გზავნილებზე ორი გათამაშება მიმდინარეობს.

გაორმაგებული გზავნილების ფარგლებში, 3 მარტიდან 1-ლი ივნისის ჩათვლით იმ მომხმარებლებს, რომლებიც ფულად გზავნილს საქართველოს ბანკის მობილბანკით ან ინტერნეტბანკით გაანაღდებენ, აქვთ შესაძლებლობა, გაორმაგებული თანხა მიიღონ. 

გათამაშებაში ავტომატურად ერთვება ყველა მომხმარებელი, რომელიც  საერთაშორისო ფულად გზავნილსმობილბანკით ან ინტერნეტბანკით გაანაღდებს. გაორმაგებულ თანხას ყოველკვირეულად მე-20 000 განაღდებული გზავნილის მიმღები ავტომატურად იღებს.

გათამაშებაში მონაწილეობისთვის, მომხმარებლებმა გზავნილი უნდა მიიღონ შემდეგი სისტემებიდან: RIA, Western Union, MoneyGram, IntelExpress, RicoGram. გაორმაგებული გზავნილების გათამაშების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

მეორე გათამაშება კი ემიგრანტებს 500 ან 5000 ლარის ოდენობის ფულადი პრიზის მიღების შესაძლებლობას აძლევს. 

გათამაშება 24 მარტიდან დაიწყო და 18 მაისის ჩათვლით გრძელდება. მასში მონაწილეობის მიღება საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ პირებს ავტომატურად შეუძლიათ, მათ, ვინც თანხას საკუთარ თავს უგზავნის და საქართველოს ბანკის მობილბანკით ან ინტერნეტბანკით ანაღდებს.

განაღდებული ყოველი 150 ლარი თითო ბილეთს უდრის, შესაბამისად, რაც უფრო დიდია გზავნილის მოცულობა, მით მეტია ფულადი პრიზის მიღების შანსი.

გათამაშების ფარგლებში, ყოველკვირეულად რამდენიმე გამარჯვებული ვლინდება, რომლებიც 500 ან 5000 ლარის ოდენობის პრიზს მიიღებს.

ამ დროისთვის გათამაშებას უკვე ჰყავს 48 გამარჯვებული 10 სხვადასხვა ქვეყნიდან.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image 2026 წელი განვითარების ახალი ეტაპი იქნება - როგორია BODBE Hotel - ის სამომავლო გეგმები

16.01.2026.18:00

კახეთის გულში, სიღნაღთან მდებარე სასტუმრო „ბოდბემ“ სულ მცირე დროში მოიგო როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტუმრების გული და იქცა ადგილად, სადაც დახვეწილი დიზაინი, კომფორტული გარემო და თანამედროვე სერვისი ქმნიან ტრადიციულ სტუმართმოყვარეობას. სასტუმროს განვითარების 2026 წლის ხედვასთან დაკავშირებით Business Insider Georgia სასტუმროს მარკეტინგის ხელმძღვანელს, ქეთი ბახტურიძეს ესაუბრა.

„2026 წელი "ბოდბესთვის“ განვითარების ახალი ეტაპია. სასტუმრო კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება, სტუმრებს მეტ არჩევანსა და გამოცდილებას შევთავაზებთ.

გვემატება კვების ობიექტი - „კახური კუთხე“, სადაც ადგილობრივი სამზარეულო ავთენტურ გარემოში გაცოცხლდება. ჩვენი სტუმრებისთვის საყვარელი, ღია აუზის ზონა კიდევ უფრო ცოცხალი და საინტერესო გახდება პიცა ბარით. პადელის მოედანი, რომელიც უკვე ფუნქციონირებს, 2026 წლიდან სრულად აღიჭურვება და მზად იქნება როგორც სტუმრებისთვის, ასევე შეჯიბრებებისა და სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისთვის.

ჩვენი მთავარი მიზანია, მომავალ წელს მნიშვნელოვნად გავზარდოთ ბოდბეზე შეყვარებული სტუმრების რაოდენობა და ვიქცეთ იმ ადგილად, რომელსაც ადამიანები გააზრებულად, ნამდვილი დასვენებისთვის ირჩევენ მაშინ, როცა განტვირთვა სჭირდებათ “, - აცხადებს ქეთი ბახტურიძე.

აღსანიშნავია, რომ „ბოდბე“ არ არის მხოლოდ ადგილი - ეს არის გამოცდილება, რომელიც მუდმივად ვითარდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა