მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7041.9
-0.0066
flag
AZN 1.6153
-0.0004
flag
CNY 38.015
-0.0048
flag
EUR 3.1219
0.0114
flag
GBP 3.6668
0.0025
flag
KZT 53.35
-0.0007
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7467
-0.0006

საქართველოს ბანკი მომხმარებლებს გზავნილებზე დამატებითი ფულადი პრიზების მიღების შესაძლებლობას აძლევს

news image

საქართველოს ბანკი სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. ამჯერად ბანკი როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ მომხმარებლებს დამატებითი ფულადი რესურსების მიღების შესაძლებლობას აძლევს. ამ მიზნით, საქართველოს ბანკში გზავნილებზე ორი გათამაშება მიმდინარეობს.

გაორმაგებული გზავნილების ფარგლებში, 3 მარტიდან 1-ლი ივნისის ჩათვლით იმ მომხმარებლებს, რომლებიც ფულად გზავნილს საქართველოს ბანკის მობილბანკით ან ინტერნეტბანკით გაანაღდებენ, აქვთ შესაძლებლობა, გაორმაგებული თანხა მიიღონ. 

გათამაშებაში ავტომატურად ერთვება ყველა მომხმარებელი, რომელიც  საერთაშორისო ფულად გზავნილსმობილბანკით ან ინტერნეტბანკით გაანაღდებს. გაორმაგებულ თანხას ყოველკვირეულად მე-20 000 განაღდებული გზავნილის მიმღები ავტომატურად იღებს.

გათამაშებაში მონაწილეობისთვის, მომხმარებლებმა გზავნილი უნდა მიიღონ შემდეგი სისტემებიდან: RIA, Western Union, MoneyGram, IntelExpress, RicoGram. გაორმაგებული გზავნილების გათამაშების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

მეორე გათამაშება კი ემიგრანტებს 500 ან 5000 ლარის ოდენობის ფულადი პრიზის მიღების შესაძლებლობას აძლევს. 

გათამაშება 24 მარტიდან დაიწყო და 18 მაისის ჩათვლით გრძელდება. მასში მონაწილეობის მიღება საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ პირებს ავტომატურად შეუძლიათ, მათ, ვინც თანხას საკუთარ თავს უგზავნის და საქართველოს ბანკის მობილბანკით ან ინტერნეტბანკით ანაღდებს.

განაღდებული ყოველი 150 ლარი თითო ბილეთს უდრის, შესაბამისად, რაც უფრო დიდია გზავნილის მოცულობა, მით მეტია ფულადი პრიზის მიღების შანსი.

გათამაშების ფარგლებში, ყოველკვირეულად რამდენიმე გამარჯვებული ვლინდება, რომლებიც 500 ან 5000 ლარის ოდენობის პრიზს მიიღებს.

ამ დროისთვის გათამაშებას უკვე ჰყავს 48 გამარჯვებული 10 სხვადასხვა ქვეყნიდან.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ბრუნვის მოცულობის მიხედვით TOP 5 სასტუმრო

07.05.2025.23:00

ბრუნვის მოცულობის მიხედვით სასტუმროების TOP 5 ცნობილია. Business Insider Georgia-მა საქსტატიდან 2024 წლის ბრუნვის მიხედვით, სასტუმროების ტოპ 5 საწარმო გამოითხოვა. 

მას ასე, საქსტატის მიხედვით, 2024 წელს ყველაზე მეტი ბრუნვა შემდეგმა სასტუმროებმა აჩვენეს:

შპს ლოპოტა

შპს პარაგრაფ შეკვეთილი

შპს აჭარა ჯგუფი

შპს ჯი-ემ-თი სასტუმროები

შპს ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტი

(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)

ვინ არიან კომპანიებს მფლობელები:

შპს ლოპოტა: რეგისტრაციის თარიღია 27/12/2016. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია  შპს ლოპოტა ინვესტმენტი. კომპანიის დირექტორი კი არის გიორგი ქევანიშვილი.

შპს პარაგრაფ შეკვეთილი: რეგისტრაციის თარიღია 22/03/2018. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ბა ბლექ სი რიზორთსი. კომპანიის დირექტორია ფარვიზ იურჩიკი.

შპს აჭარა ჯგუფი: რეგისტრაციის თარიღია 19/05/2023. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია შპს აჭარა ჯგუფის ჰოლდინგი. კომპანიის დირექტორია ნატო ჯაფარიძე.

შპს ჯი-ემ-თი სასტუმროები:  რეგისტრაციის თარიღია 18/09/1996. კომპანიის 80%-იანი წილის მფლობელია ოტელ თბილისი ჰოლდინგ კომპანი, ხოლო 20%-იანის ჯი ემ თი უძრავი ქონება.

შპს ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტი: რეგისტრაციის თარიღია 09/08/2010. კომპანიის მესაკუთრეები არიან შპს სილქ რიალ ისთეით და სილქ როუდ გრუპ. კომპანიის დირექტორია ლევან გაჩეჩილაძე.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა