მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7214.5
0.0738
flag
AZN 1.6019
0.0183
flag
CNY 39.487
0.0366
flag
EUR 3.1695
0.0089
flag
GBP 3.6431
0.0366
flag
KZT 54.76
0.0095
flag
TRY 0.062
0.0008
flag
USD 2.7234
0.0312

საქართველოს ბანკი ლონდონის ტოპ 100-ში - Lion Finance ჯგუფი FTSE 100 ინდექსშია

news image

საქართველოს ბანკი, როგორც Lion Finance Group-ში შემავალი ფინანსური ინსტიტუტი, FTSE 100-ში შევიდა და გახდა პირველი კომპანია საქართველოდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის 100 წამყვან კომპანიას შორის დაიკავა ადგილი.

FTSE 100-ში საქართველოს ბანკი ისეთი გლობალური კომპანიების გვერდით არის, როგორებიცაა: HSBC, BP, Unilever, ROLLS-ROYCE, SHELL, BARCLAYS და სხვა.

Lion Finance Group-ი ინდექსში ოფიციალურად 2026 წლის 20 მარტს, საფონდო ბირჟის დახურვის შემდეგ გაწევრიანდება, ხოლო ცვლილება ძალაში 2026 წლის 23 მარტს შევა.

“FTSE 100-ის ინდექსში Lion Finance Group-ის მოხვედრა ჩვენი ჯგუფის მიერ შექმნილი ღირებულების აღიარებაა. ეს მიღწევა ხაზს უსვამს ჯგუფის სტრატეგიის სიძლიერეს, ტექნოლოგიების მიმართულებით ინოვატორულ და მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომას როგორც საქართველოს, ასევე სომხეთის ბაზარზე. მჯერა, რომ ეს აღიარება გააძლიერებს ჯგუფის მიმართ საერთაშორისო ინტერესს და ხელს შეუწყობს ახალი ინვესტიციების მოზიდვას. FTSE 100-ში მოხვედრა ჩვენი გუნდის თითოეული წევრის ერთობლივი მუშაობის და პროფესიონალიზმის შედეგია“, - აღნიშნავს არჩილ გაჩეჩილაძე, Lion Finance Group-ის აღმასრულებელი დირექტორი.

ინფორმაციისთვის, Lion Finance Group-ი ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული საბანკო ჯგუფია, რომელიც აერთიანებს წამყვან, მომხმარებელზე ორიენტირებულ და ციფრულად ხელმისაწვდომ უნივერსალურ ბანკებს, რომელთა შორის არის საქართველოს ბანკი და ამერიაბანკი.

აღსანიშნავია, რომ ჯგუფი ლონდონის საფონდო ბირჟაზე პირველად 2006 წელს დაილისტა, 2012 წელს კი FTSE 250-ის ინდექსის წევრი გახდა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image FTSE 100-ში მოხვედრა ჩვენი გუნდის თითოეული წევრის ერთობლივი მუშაობის და პროფესიონალიზმის შედეგია - არჩილ გაჩეჩილაძე

04.03.2026.22:17

საქართველოს ბანკი, როგორც Lion Finance Group-ში შემავალი ფინანსური ინსტიტუტი, FTSE 100-ში შევიდა და გახდა პირველი კომპანია საქართველოდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის 100 წამყვან კომპანიას შორის დაიკავა ადგილი.

FTSE 100-ში საქართველოს ბანკი ისეთი გლობალური კომპანიების გვერდით არის, როგორებიცაა: HSBC, BP, Unilever, ROLLS-ROYCE, SHELL, BARCLAYS და სხვა.

Lion Finance Group-ი ინდექსში ოფიციალურად 2026 წლის 20 მარტს, საფონდო ბირჟის დახურვის შემდეგ გაწევრიანდება, ხოლო ცვლილება ძალაში 2026 წლის 23 მარტს შევა.

“FTSE 100-ის ინდექსში Lion Finance Group-ის მოხვედრა ჩვენი ჯგუფის მიერ შექმნილი ღირებულების აღიარებაა. ეს მიღწევა ხაზს უსვამს ჯგუფის სტრატეგიის სიძლიერეს, ტექნოლოგიების მიმართულებით ინოვატორულ და მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომას როგორც საქართველოს, ასევე სომხეთის ბაზარზე. მჯერა, რომ ეს აღიარება გააძლიერებს ჯგუფის მიმართ საერთაშორისო ინტერესს და ხელს შეუწყობს ახალი ინვესტიციების მოზიდვას. FTSE 100-ში მოხვედრა ჩვენი გუნდის თითოეული წევრის ერთობლივი მუშაობის და პროფესიონალიზმის შედეგია“, - აღნიშნავს არჩილ გაჩეჩილაძე, Lion Finance Group-ის აღმასრულებელი დირექტორი.

ინფორმაციისთვის, Lion Finance Group-ი ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული საბანკო ჯგუფია, რომელიც აერთიანებს წამყვან, მომხმარებელზე ორიენტირებულ და ციფრულად ხელმისაწვდომ უნივერსალურ ბანკებს, რომელთა შორის არის საქართველოს ბანკი და ამერიაბანკი.

აღსანიშნავია, რომ ჯგუფი ლონდონის საფონდო ბირჟაზე პირველად 2006 წელს დაილისტა, 2012 წელს კი FTSE 250-ის ინდექსის წევრი გახდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა