საქართველოს ბანკი კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალის შორთლისტშია
საქართველოს ბანკის კამპანია „საქართველოს ხმა“ კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალის Audio & Radio-ს კატეგორიაში რჩეულთა შორის მოხვდა.
აღნიშნულ კატეგორიაში 704 პროექტი იყო წარდგენილი, რომელთაგან 68 შორთლისტში დასახელდა. მათ შორისაა „საქართველოს ხმა“. კანის ლომების გამარჯვებულები საფრანგეთში, კანში მიმდინარე ფესტივალზე 20 ივნისს გამოვლინდებიან.
“კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალის შორთლისტში მოხვედრა ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, მათ მიერ გაწეული ძალისხმევისათვის. „საქართველოს ხმა“ კამპანიაა, რომელიც 26 მარტს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ევრო 2024-ზე გასვლის შედეგად წარმოქმნილი ემოციების გამოძახილია. აღნიშნული ინიციატივა და მისი წარმატება კი გვაჩვენებს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ - ჩვენი მიზანი ხომ ქვეყნის და საზოგადოების გულისცემაზე ხელის ჭერაა, რათა შევქმნათ ადამიანებისთვის გამორჩეული და ყველაზე დასამახსოვრებელი გამოცდილება. ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ახალი ინიციატივების განხორციელებას“, - აღნიშნავს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ხმა საქართველოს ბანკის მარკეტინგის გუნდის მიერ შექმნილი და აღსრულებული კამპანიაა, რომელიც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მიერ 26 მარტს მოპოვებული ისტორიული გამარჯვების აღსანიშნად შეიქმნა. გამარჯვების მეორე დღეს, 27 მარტს საქართველოს ბანკის ცხელ ხაზზე დარეკვისას ისმოდა დაუვიწყარი ფრაზა – „გილოცავთ, საქართველო ევროპაზეა, საქართველო ფორმაშია“.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
16.06.2025.19:00
თბილისი მოლი • Tbilisi Mall, რომელიც საქართველოში პირველი მულტიფუნქციური შოპინგ ცენტრია, მიმზიდველობას არ კარგავს და ახალი ბრენდებით ივსება. მიმდინარე წელს მოლში რამდენიმე ახალი ობიექტის გაიხსნა.
როგორც Business Insider Georgia-ს თბილისი მოლის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ბოლო 3 თვის განმავლობაში თბილისი მოლში გაიხსნა:
1-ელი სართული
მე-2 სართული
მე-3 სართული
თბილისი მოლის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ მალე სავაჭრო ცენტრში გაიხსნება:
1-ელი სართული
მე-2 სართული
მე-3 სართული
თბილისი მოლი 2012 წელს გაიხსნა და ის ქვეყნის მასშტაბით პირველი შოპინგ ცენტრის სტატუსის მატარებელია. მოლის ტერიტორიაზე კომერციული ფართები სამ სართულზეა განაწილებული და 74 000 კვ.-ს იკავებს. აქ წარმოდგენილია ცნობილი, საერთაშორისო ბრენდები და ქსელები, ასევე პოპულარული ბრედ-კაფეები და სწრაფი კვების ობიექტები. 15 000 კვ.მ-ზე განთავსებულია ჰიპერმარკეტი, ხოლო 400 კვ.მ-ზე - საბავშვო გასართობი ობიექტი და კონტაქტური ზოოპარკი. მოლის ზედა სართულზე ფუნქციონირებს მრავალდარბაზიანი კინოთეატრი. მიწისქვეშ, სამ სართულზე, მოწყობილია 2000-ადგილიანი ავტოსადგომი. სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე ხელმისაწვდომია ისეთი სერვისები, როგორიც არის უფასო პარკირება, ქიმწმენდა, მანქანის რეცხვა, სამკერვალო და სხვა, რაც მომხმარებელს მეტ კომფორტს უქმნის და დროის დაზოგვაში ეხმარება.