საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს.
მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება დაიწყო.
თუ ხარ მოსწავლე, დარეგისტრირდი STEM ოლიმპიადაზე
მომავლის პროფესიების, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკმა და კომაროვის სკოლამ, სკოლის მოსწავლეებისთვის STEM ოლიმპიადის პროექტი შექმნა.
STEM ოლიმპიადაზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 30 ნოემბრამდე გაგრძელდება. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
ოლიმპიადა ინფორმატიკის, ფიზიკისა და მათემატიკის მიმართულებით ჩატარდება და მასში მონაწილეობას VII-XI კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები მიიღებენ.
ოლიმპიადის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებგვერდს.
თუ ხარ სტუდენტი, არ გამოგრჩეს შესაძლებლობა, მიიღო საქართველოს ბანკის სტიპენდია 21 ადგილობრივ უნივერსიტეტში
საქართველოს ბანკი ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი სტიპენდიების პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება 21 ადგილობრივ უნივერსიტეტში.
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო და 30 ნოემბერს დასრულდება. განაცხადის შესავსებად და უნივერსიტეტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის სტიპენდიატების რაოდენობა უკვე 350-ს აჭარბებს და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
თუ გაინტერესებს ხელოვნური ინტელექტი, საქართველოს ბანკისა და UN Women-ის ინიციატივის ფარგლებში გაიარე კურსი ქალებისთვის, პროფესიულ აკადემიაში
საქართველოს ბანკი ნებისმიერ ქალს, ვისაც აინტერესებს ხელოვნური ინტელექტი (AI), აძლევს შესაძლებლობას, ახალი ინიციატივის ფარგლებში ჩაერთონ სასტიპენდიო პროგრამაში და მოიპოვონ 100%-იანი დაფინანსება საქართველოს ბანკის 6 პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში.
AI სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო და 30 ნოემბერს დასრულდება.
აღმოაჩინე შენზე მორგებული სასტიპენდიო პროგრამები ვებგვერდზე ganatleba.bog.ge და განათლების გზაზე არ გაჩერდე.
სხვა სიახლეები
საქართველოს ჩემპიონატი ტრადიციულად სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა
07.04.2026.13:12
2026 წლის ზამთრის საშეჯიბრო სეზონი საქართველოს ჩემპიონატით დაიხურა. ჩემპიონატი სლალომსა და გიგანტურ სლალომში გუდაურში, კუდების ტრასაზე გაიმართა. ძლიერი ქარის და ნისლის მიუხედავად, საშეჯიბრო საორგანიზაციო კომიტეტმა სპორტული კლუბების მწვრთნელებთან ერთად, უზრუნველყვეს შეჯიბრის წარმატებით ჩატარება.
თბილისის, გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარის სპორტული სკოლების აღსაზრდელებმა ჩემპიონატში მონაწილეობის მანდატი რეგიონულ ეტაპებზე მიღებული მაღალი ქულებით მოიპოვეს. 5 აპრილს კი გამოვლენილი პრიზიორების და გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. ტრადიცია გაგრძელდა და გუდაურის დამაარსებლის, სოლიკო ხაბეიშვილის პრიზი გადაეცა სპორტსმენს, რომელმაც შეჯიბრში საუკეთესო დრო აჩვენა. წელს სოლიკოს თასი ბაკურიანელ ნინო გეორქოვს ერგო.
ყოველწლიურად, სილქნეტის უწყვეტი მხარდაჭერით, M.T.A („ემ თი ეი“) -ის თანაორგანიზებით, საქართველოს სათხილამურო ფედერაცია მართავს საქართველოს თასის ეტაპებს და საქართველოს ჩემპიონატს. ზამთრის კურორტებზე სპორტული ღონისძიებების წარმატებით ჩატარებაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტები მონაწილეობენ.
სეზონზე, რეგიონული თასის ეტაპების და საქართველოს ჩემპიონატის ჩატარება, ახალი თაობის სპორტსმენების აღმოჩენას და აღზრდას უწყობს ხელს. საქართველოსთვის საეტაპო იყო 2023 წელი, როცა სილქნეტის თანადგომით, ბაკურიანმა ფრისტაილის, სნოუბორდის და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა, რამაც მეტი ცნობადობა შესძინა ქვეყანას გლობალურ ასპარეზზე.