მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7221.6
0.004
flag
AZN 1.5849
0.0004
flag
CNY 39.519
0.0021
flag
EUR 3.1679
-0.0008
flag
GBP 3.6385
-0.001
flag
KZT 58.08
0.0035
flag
TRY 0.06
0
flag
USD 2.6938
0.0007

საქართველოს ბანკი დედამიწის დღეს მწვანე ინიციატივებს აჯამებს

news image

დედამიწის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკი იმ გარემოსდაცვით ინიციატივებს აჯამებს, რომლებიც მიზნად ისახავს მდგრადი განვითარების ხელშეწყობას, ენერგოეფექტურობის გაზრდას და გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების შემცირებას.

ბანკისთვის გარემოს დაცვა გრძელვადიანი სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია და მოიცავს როგორც მწვანე დაფინანსების განვითარებას, ისე შიდა პროცესების უფრო მდგრადი და რესურსეფექტური მოდელისკენ გარდაქმნას.

ამ მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ბიომრავალფეროვნების დაცვა. Caucasus Nature Fund-თან თანამშრომლობით, 2010 წლიდან საქართველოს ბანკი მხარს უჭერს 18 დაცული ტერიტორიის შენარჩუნებასა და განვითარებას.

საქართველოს ბანკი ასევე ლიდერია მწვანე დაფინანსების მიმართულებით. ეროვნული ბანკის მწვანე ტაქსონომიასთან შესაბამისი პორტფელი ქვეყნის საერთო მწვანე დაფინანსების 68%-ს შეადგენს.

ენერგოეფექტურობის მიმართულებით ბანკი აქტიურად იყენებს განახლებად ენერგიას. რეგიონულ ფილიალებში მოხმარებული ელექტროენერგიის 88% უკვე მზის ენერგიაზე მოდის, რაც ამცირებს ნახშირბადის ემისიებს და ზრდის ენერგიის გამოყენების ეფექტიანობას.

საქართველოს ბანკის მდგრადი განვითარების სტრატეგიის ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა სათავო ოფისის მიერ EDGE (Excellence in Design for Greater Efficiencies) საერთაშორისო სერტიფიკატის მიღება, რომელიც ადასტურებს შენობის მაღალ ენერგოეფექტურობას.

პარალელურად, ბანკის ფილიალებსა და ოფისებში ეტაპობრივად ინერგება ენერგოეფექტური განათება, მიმდინარეობს HVAC სისტემების ოპტიმიზაცია და მოძველებული ტექნიკის განახლება, რაც საერთო ჯამში ენერგიის მოხმარებას და გარემოზე ნეგატიურ ზემოქმედებას ამცირებს.

გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება საქართველოს ბანკის სტრატეგიული ხედვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისად, ამ მიმართულებით ინიციატივების განხორციელება სამომავლოდაც აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image აგრო დაზღვევა ალდაგში ყველაზე სწრაფი ანაზღაურებით

22.04.2026.12:17

სადაზღვევო კომპანია ალდაგში აგროდაზღვევის სეზონი დაიწყო. ფერმერებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, შეუძლიათ დააზღვიონ მოსავალი ალდაგში და საუკეთესო პირობებთან ერთად ანაზღაურების უსწრაფესი სისტემით ისარგებლონ.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით, ფერმერებს სასურველი კულტურის დაზღვევა 70%-იანი სუბსიდიით შეუძლიათ, რაც ნიშნავს, რომ მათ დაზღვევის რეალური ღირებულების მხოლოდ 30%-ის გადახდა მოუწევთ და დაზღვევას საკმაოდ ხელმისაწვდომს ხდის. მხოლოდ გასულ სამ წელში ალდაგმა ფერმერებს 30 მილიონ ლარამდე ზარალი აუნაზღაურა.

“ალდაგისთვის აგროდაზღვევა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ალდაგში ვცდილობთ, ჩვენ დაზღვეულებს მათ საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული სადაზღვევო პაკეტები შევთავაზოთ, რაც წლიდან წლამდე ზრდის ნდობას, როგორც დაზღვევის ასევე ჩვენი კომპანიის მიმართ,“ - აცხადებენ ალდაგში.

აგროდაზღვევის ფარგლებში, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ დააზღვიონ ისეთი კულტურები, როგორებიცაა: ვაზი, მარცვლეული, პარკოსანი კულტურები, ბოსტნეული, ბაღჩეული, ხეხილი, კაკლოვანი და კენკროვანი კულტურები, სუბტროპიკული კულტურები და ციტრუსი. დაზღვევა ისეთ გავრცელებულ რისკებს ანაზღაურებს, როგორიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა (ეს უკანასკნელი მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისთვის).

სერვისის მისაღებად, დაინტერესებულ ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ მიმართონ ალდაგის რეგიონულ ფილიალებს: კახეთში, შიდა და ქვემო ქართლში, სამცხე - ჯავახეთში, იმერეთში, ქუთაისსა და აჭარაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა