საქართველოს ბანკი, ბიზნეს 360° პლატფორმის ფარგლებში, მოტივაციის თემაზე ვორკშოპს გამართავს
საქართველოს ბანკი განათლებაზე ორიენტირებული ინიციატივებით მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს. ბიზნეს 360° პლატფორმის ფარგლებში, 24-25 ივნისს, ბანკი უმასპინძლებს ორდღიან ვორქშოპს თემაზე — „თვითმოტივაცია და თანამშრომლების მოტივაცია“.
ვორქშოპს გაუძღვება დანიელ მათერი — საერთაშორისო ბიზნესის განვითარების მენეჯერი, ტრენერი და ბიზნეს კონსულტანტი, რომელსაც ინდივიდუალური და ორგანიზაციული ეფექტიანობის გაზრდაში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
ვორქშოპის მონაწილეები:
• გაიგებენ, როგორ შეიძლება საკუთარი მოტივაციის მართვა და ეფექტური ლიდერის როლის გაძლიერება;
• გაეცნობიან გუნდური მოტივაციის ჩამოყალიბების მექანიზმებს და პრაქტიკულ მიდგომებს;
• ისწავლიან, როგორ აირიდონ თავიდან დემოტივაციის გამომწვევი ფაქტორები;
• გაეცნობიან თანამედროვე კვლევებს და გრძელვადიან სამოტივაციო სტრატეგიებს, რომლებიც ხელს უწყობს თანამშრომელთა ჩართულობასა და პროდუქტიულობას.
ვორქშოპი 24-25 ივნისს 14:00–17:00 საათზე გაიმართება. დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია საქართველოს ბანკის ვებგვერდზე.
ღონისძიება ტარდება ბიზნეს 360° პლატფორმის ფარგლებში — ესაა ინიციატივა, რომელიც აერთიანებს საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტებსა და პრაქტიკულ რესურსებს, რაც მცირე და საშუალო ბიზნესებს განვითარებისკენ სწორი ნაბიჯების გადადგმაში ეხმარება.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
23.06.2025.17:12
23.06.2025.17:00
"საქკაბელი" საექსპორტო არეალის პარალელურად ასორტიმენტსაც აფართოებს. როგორც კომპანიის მმართველი პარტნიორი ედიშერ მამალაძე განმარტავს, მალე კომპანია ბაზარს სექტორულ კაბელს შესთავაზებს.
„ბაზარს შევთავაზებთ სექტორულ კაბელს, რომელიც ახალი მოთხოვნებიდან გამომდინარე საკმაოდ აქტუალურია და მალე ბაზარი იხილავს მას. პროდუქტი დენის გადაცემაში გამოიყენება და განსხვავებით ადრინდელი კაბელებისა უფრო ეკონომიურია ღირებულებით და უფრო ოპტიმალური არის ელექტროინჟინრისთვის სამუშაოდ “, - ამბობს ედიშერ მამალაძე.
„საქკაბელი“ დღეს აქტიურადაა წარმოდგენილი ევროპის ბაზარზე, ასევე ისრაელში. თუმცა კომპანია მიღწეულ შედეგს არ კმაყოფილდება და საექსპორტო არეალის გაფართოებას განაგრძობს.
„შეიძლება ექსპორტის არეალი გავაფართოვოთ, როგორც დსთ-ში, ასევე ევროპაში. ევროპაში იგეგმება ევროპული სტანდარტების, ახალი სტანდარტების ათვისებიდან გამომდინარე. მოთხოვნა არის საკმაოდ მზარდი. მოგეხსენებათ, რეგიონში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ეს ბაზრები განიცდის, როგორც ზრდას, ასევე მომწოდებელთა ცვლილებას და ჩვენ აქტიურად ვცდილობთ რომ ამ მომწოდებელთა რიგში აღმოვჩნდეთ “, - აღნიშნავს მამალაძე.
კომპანიის მმართველის პარტნიორის თქმით ,პროდუქციის ფასები დამოკიდებულია ნავთობის ფასზე, რაზეც დღესდღეობით ზრდა შეინიშნება და ამან შესაძლოა გამოიწვიოს სპილენძისა და ალუმინის ფასების ზრდა.
„როგორც მოგეხსენებათ, ალუმინიც და სპილენძით ენერგო მატარებელია. აქედან გამომდინარე, ნავთობის ფასი კავშირშია მის ზრდასთან ან შემცირებასთან. აქამდე სტაბილურად ვითარდებოდა. დღესდეობით, ნავთობის ფასის ზრდა შეიმჩნევა. შესაძლოა ამას მოჰყვეს, როგორც ალუმინის, ასევე სპილენძის ფასის ზრდა, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ეს დროებითი მოვლენაა ირანის პროცესიდან გამომდინარე და ალბათ დარეგულირდება “, - განმარტავს ედიშერ მამალაძე.
შეგახსენებთ, „საქკაბელი“ 67-ე წელია იკავებს ადგილობრივ ბაზარზე სფეროს ლიდერის პოზიციას და მომხმარებელს, როგორც საკაბელო, ისე ელექტრიფიკაციასთან დაკავშირებულ სხვა 2000-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს. კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ქართულ ეკონომიკაში იმპორტის ჩანაცვლება და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაა.