მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7163.9
0.0229
flag
AZN 1.5868
0
flag
CNY 39.293
0.0098
flag
EUR 3.1153
0.0013
flag
GBP 3.5711
-0.0007
flag
KZT 58.16
0.0019
flag
TRY 0.0605
0
flag
USD 2.697
-0.0005

საქართველოს ბანკი 2010 წლიდან 18 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია

news image

საქართველოს ბანკი, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ქვეყნის ენდემური ეკოსისტემის, ფლორისა და ფაუნის შენარჩუნებას. სწორედ ამ მიზნით, ბანკი 2010 წლიდან 18 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია.

აღნიშნულ ტერიტორიებს შორისაა: ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ალგეთის ეროვნული პარკი, ჯავახეთის ეროვნული პარკი, კინტრიშის დაცული ტერიტორიები, მტირალას ეროვნული პარკი, მაჭახელას ეროვნული პარკი, კოლხეთის ეროვნული პარკი, ქობულეთის დაცული ტერიტორიები, რაჭის ეროვნული პარკი, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები, ვაშლოვანის ეროვნული პარკი, თუშეთის ეროვნული პარკი, ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიები, ფაშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, თუშეთის დაცული ლანდშაფტი, არაგვის დაცული ლანდშაფტი და თრუსოს დაცული ლანდშაფტი.

საქართველოს ბანკის გარემოსდაცვით პორტფელში შემავალი დაცული ტერიტორიების ჯამური ფართობი 740,000 ჰექტარამდეა და 18 ადმინისტრაციულ ცენტრს აერთიანებს. ამ ტერიტორიებზე 510-მდე დასაქმებულია, მათ შორის არიან რეინჯერები. ინიციატივის ფარგლებში კი ხდება სხვადასხვა ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურის გამართვის ხარჯების დაფარვა.

“საქართველოს ბანკის გუნდისთვის, მდგრადი განვითარება ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა, სწორედ ამიტომ, სხვადასხვა ინიციატივას ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს, რომელიც გარემოსა და საზოგადოებაზე დადებითი გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად. ერთ-ერთი ასეთი ინიციატივა კი დაცული ტერიტორიების მხარდაჭერაა, რაც თავის მხრივ ენდემური ეკოსისტემის, ფლორისა და ფაუნის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ამ მიზნით, კავკასიის ბუნების ფონდთან დავპარტნიორდით. თანამშრომლობის ფარგლებში კი 2010 წლიდან საქართველოს ბანკი 18 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია. თუმცა, ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ახალი ინიციატივების განხორციელებას“, – აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი.

ინფორმაციისთვის, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს საგანმანათლებლო პროექტებს, მასწავლებლების, ახალგაზრდა პროფესიონალების, ბიზნესების მხარდასაჭერ ინიციატივებს, დაცულ ტერიტორიებს და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image "გროსსმანნი“ გაფართოებას აგრძელებს - როგორია კომპანიის 5 წლიანი გეგმა და ზრდის სტრატეგია

07.04.2026.16:00

Grossmann • გროსმანნ-ი სამშენებლო, სარემონტო და საყოფაცხოვრებო პროდუქტების მაღაზიათა ქსელია, რომელიც ბაზარზე დაახლოებით ორი წლის წინ გამოჩნდა. არსებულ სიახლეებზე და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს, ვახტანგ კაჭარავას, ესაუბრა.

როგორ აფასებთ წლის დასაწყისს?

ჩვენ უკვე მეორე წელია ვაწარმოებთ ბიზნესს. დაახლოებით, ერთი კვირის წინ გავხსენით მეოთხე ფილიალი. ყოველთვიურად მიზნად ვისახავთ კომპანიის ზრდასა და განვითარებას. თანამშრომელთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა. წელს დამატებით ორი ფილიალის გახსნაც გვაქვს დაგეგმილი, რაც ნიშნავს, იმას რომ სულ ექვსი ფილიალი გვექნება.

ჩვენი პროდუქციის პორტფელიც მუდმივად იზრდება - ამჟამად 10 000-ზე მეტი უნიკალური დასახელების პროდუქტი გვაქვს. მომხმარებელთა რაოდენობაც სულ უფრო მატულობს. გვახარებს, რომ ბაზა დივერსიფიცირებულია და მოიცავს, როგორც კორპორატიულ, ისე საცალო მომხმარებლებს. ეს გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო ამ ბიზნესში ჩართვა. მიღებული შედეგები კი ჩვენს მოტივაციას აძლიერებს და გუნდს მეტ შემართებას ჰმატებს.

⁠ხომ არ გაქვთ რაიმე სიახლე ასორტიმენტის ზრდის მიმართულებით?

ბოლო პერიოდში ჩვენს ასორტიმენტს სხვადასხვა ბრენდი დაემატა, როგორც პრემიუმ ხარისხის კომპანიის ბრენდები, ისე ბიუჯეტური. ზოგადად, ვცდილობთ მომხმარებლებს ყველა საფასო კატეგორიის პროდუქტი შევთავაზოთ, თუმცა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ყოველთვის ხარისხია: არ აქვს მნიშვნელობა, პროდუქტი ბიუჯეტური ფასის იქნება თუ პრემიუმ ფასის, ჩვენთვის მთავარი მაღალი ხარისხია და აქცენტს სწორედ ამაზე ვაკეთებთ.

ამჟამად, მომხმარებელს 3–4 სხვადასხვა საფასო კატეგორიის პროდუქტს ვთავაზობთ. თითოეული კატეგორია გამოირჩევა მაღალი ხარისხით. როგორც აღვნიშნე ამ მიმართულებას მაქსიმალურად დიდ ყურადღებას ვუთმობთ. ამ ეტაპზე, პირდაპირ იმპორტს საქართველოში არ ვახორციელებთ - კავკასიაში არსებულ მაკროდისტრიბუტორებთან ვმუშაობთ და ვაკვირდებით ბაზარს, რათა გავიგოთ, რომელი პროდუქტები იქნება ჩვენთვის საინტერესო. გარკვეული პერიოდის შემდეგ უკვე ჩვენი ძალებით დავიწყებთ ამ ბრენდების შემოტანას.

ჩვენს კომპანიას 6 მთავარი მიმართულება აქვს, რომელშიც ათეულობით წარმატებული და ცნობილი ბრენდი შედის. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ამ ბრენდებთან ახლო ურთიერთობა გვქონდეს და ჩვენი ფილიალების ინფრასტრუქტურის საშუალებით პროდუქტები უფრო ახლოს მივიტანოთ მომხმარებლამდე.

ამ ეტაპზე რამდენი ფილიალით ხართ წარმოდგენილი და თბილისის გარდა სხვა ქალაქებშიც ხომ არ ოპერირებთ ან ხომ არ გეგმავთ გაფართოებას?

ამ ეტაპზე 4 ფილიალით ვართ წარმოდგენილი, რაც დაახლოებით წელიწად-ნახევრის განმავლობაში მოვახერხეთ. რეგიონებში ჯერ არ გავსულვართ. ბოლო ფილიალი ცოტა ხნის წინ გავხსენით სოფელ შინდისში, რომელიც ადმინისტრაციულად თბილისს ეკუთვნის.
ჩვენი 5 წლიანი სტრატეგიული გეგმის მიხედვით, ფილიალების რაოდენობა 30-მდე უნდა გავზარდოთ. აქედან დაახლოებით 10–12 ფილიალი დედაქალაქში იქნება, ხოლო დანარჩენი საქართველოს ისეთ დიდ ქალაქებში როგორიცაა : ბათუმი, ქუთაისი, თელავი, რუსთავი, ზუგდიდი და სხვა.

წინა ინტერვიუში გუნდის ფორმირების პროცესზე ვსაუბრობდით - დაასრულეთ თუ არა ეს ეტაპი?

ეს არის უწყვეტი პროცესი, რადგან კომპანია მუდმივად იზრდება. ჩვენი მიზანია, ხარისხიანი პროდუქციის გარდა, მომხმარებელს დამატებითი სერვისიც შევთავაზოთ კვალიფიციური რეკომენდაციებისა და პროფესიული რჩევების სახით.

როგორც უკვე აღვნიშნე, დღეს გუნდში დაახლოებით 20-მდე თანამშრომელია. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ადამიანები, რომლებიც პირველ ფილიალში საწყის პოზიციებზე - გაყიდვების სპეციალისტებად მუშაობდნენ, დღეს უკვე ფილიალების მენეჯერები არიან. გვიხარია, რომ მათ განვითარების შესაძლებლობას ვაძლევთ.

თანამშრომლები ერთმანეთის წარმატებას ხედავენ, იღებენ პრაქტიკულ მაგალითებს და აცნობიერებენ, რომ შესაძლებელია მოკლე დროში პროფესიული ზრდა და მეტი პასუხისმგებლობის აღება. ეს მათ მოტივაციას მნიშვნელოვნად ზრდის.
მუდმივი განვითარება და წინსვლა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რაც გვინდა, რომ „გროსმანში“ ყოველთვის არსებობდეს.

⁠რა არის კომპანიის 2026 წლის მთავარი პრიორიტეტი?

ჩვენი მთავარი მიზანია, ყოველდღიურად და ყოველთვიურად გავზარდოთ გაყიდვები და მომხმარებლებს შევთავაზოთ მაღალი ხარისხის მომსახურება, რაც საშუალებას მოგვცემს ბაზარზე არსებული სხვა მოთამაშეებისგან გამოვირჩეოდეთ.

ჩვენი მიზანია, შევინარჩუნოთ ის ტემპი და დინამიკა, რომელიც პირველივე დღეებიდან დავნერგეთ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ იგი და მუდმივად განვითარების და სწავლის პროცესში ვიყოთ. ჩვენი ამოცანაა, ეს პროცესი არასოდეს შენელდეს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა