საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება Transavia France-მა დაიწყო
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთმა ევროპულმა ავიაკომპანიამდაიწყო ოპერირება. საქართველოს ავიაბაზარზე Transavia France შემოვიდა. ავიაკომპანია პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს 12 აპრილიდან, კვირაში ორისიხშირით A320 ხომალდით ასრულებს.
ოპერირების დაწყებას წინ უძღოდა ავიაკომპანიასთან ინტენსიური და აქტიური მოლაპარაკებები, რომელიც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა.
პირველი რეისით პარიზის ორლის აეროპორტიდან 163 მგზავრი ჩამოფრინდა. მგზავრებს შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი, TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილე აკაკი ბარქაია, სამოქალაქო ავიაციის საგენტოსა და სექტორის სხვა წარმომადგენლები დახვდნენ.
Transavia France 2006 წელს დაფუძნებული ფრანგული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც Air France-ისადა ჰოლანდიური Transavia-ს მფლობელობაში შედის. მისი ძირითადი ბაზა პარიზის, ორლის აეროპორტშიმდებარეობს. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზეა https://www.transavia.com/accueil/fr-fr შესაძლებელი.
სხვა სიახლეები
წინასაახალწლო შეთავაზებები საქართველოს ბანკისგან - ნაწილ-ნაწილით გადახდისას
12.12.2025.16:35
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი შეთავაზებების მომზადებას განაგრძობს.
ამჯერად, შეთავაზებები ვრცელდება ნაწილ-ნაწილით გადახდაზე ოთხ ობიექტში - ძველი სუფრა, HOME, iPLUS და VOULEZ-VOUS, სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, სადღესასწაულო შოპინგი დანახარჯების გარეშე დაიწყონ - შეთავაზების მიხედვით, მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ სასურველი ნივთები ეფექტური 0%-ში და გადახდა მოგვიანებით დაიწყონ.
1. HOME
HOME-ში შეთავაზება აქტიურია 13 დეკემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით. მაღაზიაში დეკორაციული ნივთების შეძენა ნაწილ-ნაწილ მეთოდით გადახდისას 20% ფასდაკლებითაა შესაძლებელი. შეთავაზება არ ვრცელდება უკვე ფასდაკლებულ ნივთებზე.
2. ძველი სუფრა
15 დეკემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით, მომხმარებლებს შეუძლიათ მრავალფეროვანი სახლის დეკორის, ხელნაკეთი აქსესუარების, სუვენირებისა და საჩუქრის ნაკრების შეძენა ძველი სუფრის ფიზიკურ ობიექტებში 40%-იანი ფასდაკლებით - ნაწილ-ნაწილ მეთოდით გადახდისას. შეთავაზება სრულ კოლექციაზე ვრცელდება და მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, პროდუქტები დღესვე აირჩიოს და გადახდა ეტაპობრივად, ოთხ ნაწილად განახორციელოს.
3. iPLUS
17-დან 21 დეკემბრის ჩათვლით iPLUS-ის ონლაინ და ფიზიკურ მაღაზიებში მინიმუმ 1500 ლარის ღირებულების ტექნიკის ნაწილ-ნაწილით შეძენისას მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, 150 ლარის ქეშბექი მიიღონ.
4. VOULEZ-VOUS
Voulez-vous-ში ასორტიმენტის დიდ ნაწილზე 50%-მდე ფასდაკლება უკვე დაიწყო. ამასთანავე, 15–18 დეკემბრის პერიოდში, სუნამოების, კანის მოვლისა თუ დეკორატიული კოსმეტიკის ნაწილ-ნაწილით შეძენისას, მომხმარებლები დამატებით 10%-იან ფასდაკლებას მიიღებენ (სასაჩუქრე ვაუჩერების, Chanel-ის, Dior-ის, Guerlain-ის, Givenchy-ის და Kenzo-ს პროდუქტების გარდა).