საქართველოს ავიაბაზარზე Etihad Airways შემოდის
2026 წლის მარტიდან, საქართველოს ავიაბაზარზე არაბთა გაერთიანებული საამიროების ეროვნული ავიაკომპანია Etihad Airways შემოდის. აბუდაბი-თბილისი-აბუდაბის მიმართულებით ფრენები ყოველდღიურად შესრულდება. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია. https://digital.etihad.com/book/cart-new/upsell/0/upsell
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, ყურის ქვეყნები საქართველოსთვის მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს, რომელიც ყოველწლიურად მზარდია.
,,Etihad Airways არის სრული სერვისის მქონე მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიებს შორის. ავიაკომპანია გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და უსაფრთხოებით. მისი შემოსვლა საქართველოს ავიაბაზარზე ნიშნავს ჩვენი ქვეყნის მიმართ ნდობის მაღალ ხარისხს. ავიაკომპანია 2026 წლის მარტიდან ყოველდღიურად შეასრულებს ფრენებს თბილისსა და აბუდაბის შორის. რაც კიდევ უფრო დადებითად აისახება საქართველოში ყურის ქვეყნებიდან ტურისტულ ნაკადებზე, რომლებიც მაღალმხარჯველუნარიანობით გამოირჩევიან,-‘’განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
2025 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, ყურის ქეყნებიდან საქართველოს 500 ათასამდე მგზავრი ეწვია. რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17 %-იანი მატებაა.
Skytrax-ის მიხედვით, არაბთა გაერთიანებული საამიროების ფლაგმანი Etihad Airways 2025 წლის რეიტინგში მსოფლიოს Top 20 საუკეთესო ავიაკომპანიებს შორის მოხვდა, Travel + Leisure-ის მიხედვით კი მე-9 ადგილზე. სხვადასხვა გამოკითხვებით ავიაკომპანია უსაფრთხოების კუთხით მსოფლიოში მეხუთე ავიაკომპანიად დასახელდა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
18.07.2025.15:00
დეველოპერულმა კომპანია „მეტროპოლმა“ თავისი პირველი სუბურბანული პროექტის „მეტროპოლ ლისი“ ოფიციალურად დაანონსა. ამ დღის აღსანიშნავად კომპანიამ დიდი ღონისძიება გამართა და დამსწრე საზოგადოებას პროექტის დეტალები გააცნო. აღნიშნულ პრეზენტაციაზე გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ მამუკა იმედაშვილმა ისაუბრა.
„15 ივლისი, ჩვენთვის „მეტროპოლისთვის“ ისტორიაში ჩაიწერა იმიტომ, რომ ჩვენ დავაანონსეთ ჩვენი პირველი სუბურბანული პროექტის ოფიციალური მშენებლობა და ამ დღის აღსანიშნავად ჩვენს პარტნიორებთან ერთად, მიწის უკვე არსებულ მფლობელებთან ერთად, „მეტროპოლის“ გუნდთან ერთად და მედიის წარმომადგენლებთან ერთად აღვნიშნეთ ეს დღე. ვფიქრობთ, რომ საუკეთესო საღამო შედგა, ჩვენ ვისაუბრეთ „მეტროპოლ ლისის“ დეტალებზე, რა თქმა უნდა ვისაუბრეთ „მეტროპოლის“ გრძელვადიან გეგმებზე, სტრატეგიაზე და რაც ჩვენი გუნდისთვის ყველაზე აღსანიშნავი იყო, საძირკველში უკვე არსებულ მაცხოვრებლებთან ერთად სიმბოლური კაფსულა განვათავსეთ და ჩვენთვის ერთგვარი ტრადიციასავით გახდა“, - აღნიშნა მამუკა იმედაშვილმა.
კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ „მეტროპოლ ლისი“ ეს არის ახალი სუბურბანული სივრცე ცხოვრების თანამედროვე სტილით. სუფთა ჰაერზე და მშვიდ გარემოში მდებარე ახალი უბანი აერთიანებს დაახლოებით 70 მიწის ნაკვეთს და მოიცავს თანამედროვე სტანდარტებით დაგეგმილ ჭკვიან დასახლებას, რომელიც მაქსიმალურად მორგებულია მაცხოვრებლების საჭიროებებს.
პროექტის ფარგლებში გამოყოფილია 3,600 მ² ფართობი საერთო ფუნქციური ზონისთვის, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფრასტრუქტურას:
• პადელის მოედანი
• ღია კინოთეატრი
• საბავშვო მოედანი
• ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები
• სავარჯიშო სივრცე
• მოსასვენებელი პავილიონი
• ველობილიკები
• დეკორაციული გამწვანება
• სასმელი წყლის შადრევნები.
„მეტროპოლ ლისი“ - იცხოვრე ჯანსაღ გარემოში, ქალაქის ხმაურისგან მოშორებით.