მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.9
0.039
flag
AZN 1.5862
-0.0003
flag
CNY 39.557
0.0075
flag
EUR 3.18
0.0281
flag
GBP 3.6546
0.0308
flag
KZT 56.71
0.003
flag
TRY 0.0603
-0.0003
flag
USD 2.6963
-0.0002

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მენეჯმენტი ADP Group-ის გენერალურ დირექტორს შეხვდა

news image

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი და კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თამარ იოსელიანი პარიზში 55-ე საერთაშორისო ავიაშოუს ფარგლებში, საფრანგეთის სახელმწიფო კორპორაციის, ADP Group-ია (Aéroports de Paris) გენერალურ დირექტორსა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ფილიპ პასკალს შეხვდნენშეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ხელმძღვანელობდა, განხილული იყო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები და სამომავლო საინვესტიციო გეგმები

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მენეჯმენტმა შეხვედრები პარიზის ლე ბურჟეს ავიაშოუს ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის ხელმძღვანელობით გამართა. ADP Group-ის  გენერალურ დირექტორთან  შეხვედრას ქართულ მხარესთან ერთად, TAV Airports-ის პრეზიდენტი სერქან კაპტანი და TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე ესწრებოდნენ

შეხვედრაზე ADP Group-ის გენერალური დირექტორის მხრიდან  მზადყოფნა  გამოითქვა ვაზიანის აეროპორტის ოპერირებაში შესვლამდე განახორციელონ მსხვილი მოცულობის ინვესტიცია თბილისის  მოქმედ აეროპორტში, რაც უზრუნველყოფს მგზავრთა მზარდი ნაკადების შეუფერხებელ  მართვას, ამჟამინდელი გამტარუნარიანობის გაორმაგებას, ასევე, აეროპორტის მიერ გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურითა და განახლებული სერვისით საიმედო და მდგრად ფუნქციონირებას.

„ADP ჯგუფსა და საქართველოს თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ ჩვენი კომპანიის, TAV Airports-ის მეშვეობით, რასაც მნიშვნელოვანი და მასშტაბური შედეგებიც მოჰყვა. ეს მიღწევები ნათლად აისახა თბილისისა და ბათუმის აეროპორტების წარმატებულ განვითარებაზე. შესაბამისად, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. ჩვენ განვიხილეთ საქართველოში აეროპორტების განვითარების სამომავლო პერსპექტივები, სამომავლო გეგმები და ის ნაყოფიერი თანამშრომლობა, რომელიც წლების განმავლობაში გვაკავშირებდა. ვიმედოვნებთ, რომ ამ თანამშრომლობას მომავალშიც განვავითარებთ,“ - განაცხადა ADP ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ფილიპ პასკალმა

ADP Group საფრანგეთის სახელმწიფო კორპორაციაა, რომელიც მსოფლიოში 26 საერთაშორისო აეროპორტს მართავს და ერთ-ერთ უმსხვილეს საავიაციო ჰოლდინგს წარმოადგენს. TAV Airports-, რომელიც დღეს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მართვას ახორციელებს, ADP Group-ის გაერთიანებაში შედის.

ქართული მხარის მიერ დადებითად შეფასდა ის ინვესტიციები, რასაც ADP Group-ში შემავალი თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia 20 წლის მანძილზე ახორციელებს, რამაც თავის მხრივ, დადებითი წვლილი შეიტანა საქართველოს სამოქალაქო ავიაციისა და ზოგადად, ტურიზმის განვითარებაში

მოხარულნი ვართ და გვეამაყება, რომ თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში ოპერირების 20 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. მზად ვართ, ვაზიანის ახალი აეროპორტის სრულად ამოქმედებამდე, განვახორციელოთ მნიშვნელოვანი ინვესტიციები თბილისის მოქმედ აეროპორტში. ამის მიზანი ამჟამინდელი გამტარუნარიანობის გაორმაგებაა და ასევე იმის უზრუნველყოფაა, რომ აეროპორტმა გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურითა და განახლებული სერვისით, საიმედო და მდგრადი ფუნქციონირება შეძლოს, რათა ეფექტურად მოემსახუროს მომატებულ მგზავრთნაკადს“, - აღნიშნა TAV Airports - ის პრეზიდენტმა

International Paris Air Show არის პლატფორმა ახალი ტექნოლოგიების წარსადგენად, მომავალი საქმიანი პარტნიორების მოსაძიებლად და პოტენციური ინვესტიციების მოსაზიდად, ასევე აერონავტიკისა და კოსმოსური ინდუსტრიის მომავლის განსახილველად. Paris Air Show მსოფლიოში უძველესი და უმსხვილესი ავიაშოუა, რომელიც ყოველწლიურად პარიზის ლე ბურჟეს აეროპორტში ტარდება. ღონისძიებას 48 ქვეყნიდან 2500-ზე მეტი მონაწილე ესწრება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

14.04.2026.18:03

სტუდენტებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ ფინანსური განათლების საკითხები, აქვთ შესაძლებლობა, გაიარონ ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსი. პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.

კურსის ფარგლებში, შეხვედრა 25 აპრილს, 13:00 საათზე გაიმართება. დასწრების მსურველებმა, უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.

შეხვედრას ეკონომისტი და ოპერაციების მკვლევარი, ლევან ფავლენიშვილი გაუძღვება.

ტრენინგზე განვიხილავთ სტუდენტებისთვის საინტერესო თემებს ფინანსური განათლებიდან: ბიუჯეტირებას, შემოსავლებს, ხარჯებს, ემოციურ ფაქტორებს, ანაბარს, დანაზოგს და სხვ.

შეხვედრის ძირითადი თემები შეეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ბიუჯეტირება, ფულის ფსიქოლოგია, ხარჯვის ემოციური ფაქტორები, პროცენტი, ანაბარი, ემოციების გავლენა დანაზოგებზე და სხვა.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

ინფორმაციისთვის, ლევან ფავლენიშვილი ეკონომისტი და ოპერაციების მკვლევარია, რომელსაც აქვს ISET-ის მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში. ის ასევე არის ედინბურგის უნივერსიტეტის, მათემატიკის სკოლის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი ოპერაციების კვლევაში.

ლევანი 2014 წლიდან ასწავლის სხვადასხვა უნივერსიტეტში არაერთ საგანს: ეკონომიკის პრინციპები, საერთაშორისო ეკონომიკა, საერთაშორისო ფინანსები, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების ეკონომიკა, ეკონომეტრიკა და ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზი.

2021 წელს ლევანმა კოლეგებთან ერთად დააარსა საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა (GELi), რომელსაც ის ხელმძღვანელობდა 2024 წლამდე და რომლის ფარგლებშიც საქართველოში ეკონომიკური და ფინანსური წიგნიერების გავრცელებისთვის არა ერთი პროექტი გაუკეთებია.

ამასთან, 2026 წელს ფინანსური წიგნიერების სასერტიფიკატო კურსების ფარგლებში, შეხვედრები გაიმართება სამ განსხვავებულ ჯგუფთან: სტუდენტებთან, მასწავლებლებთან და სკოლის მოსწავლეების მშობლებთან. თითოეული კურსი მორგებული იქნება ინდივიდუალური ჯგუფის ინტერესებსა და საჭიროებებზე. შეხვედრები ჩატარდება როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ ფორმატში და მათ მაღალკვალიფიციური ლექტორები გაუძღვებიან. 

გაეცანით საქართველოს ბანკის მიერ შექმნის საგანმანათლებლო პროექტებს ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა