მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7074.2
0.0016
flag
AZN 1.5863
-0.0007
flag
CNY 38.619
-0.0016
flag
EUR 3.1405
-0.0107
flag
GBP 3.6155
-0.012
flag
KZT 52.83
-0.0022
flag
TRY 0.0625
-0.0002
flag
USD 2.6971
-0.0011

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ შექმნა მნიშვნელოვანი საფუძველი Edelweiss-ის საქართველოს ავაიაბაზარზე შემოსავლელად | ინტერვიუ კომპანიასთან

news image

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ შექმნა მნიშვნელოვანი საფუძველი Edelweiss-ის საქართველოს ავაიაბაზარზე შემოსავლელად, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ავიაკომპანია Edelweiss-მა განაცხადა, სადაც ავიაკომპანიამ საქართველოსთან თანამშრომლობა შეაფასა და 2026 წლის მოლოდინებზე ისაუბრა. ავიაკომპანიაში მიაჩნიათ, რომ საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მათ აქტიურად დაეხმარა და გაუღო შესაბამისი ინსტიტუციური არხები.

„აღნიშნულ უწყებებთან თანამშრომლობა გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო ახალი მიმართულების წარმატებული ამოქმედებისთვის. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ შექმნა საფუძველი და გაგვიღო შესაბამისი ინსტიტუციური არხები. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ელჩმა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაგვიწიეს, რათა ეს მიმართულება ქვეყნისთვის პრიორიტეტულ მიზნად ქცეულიყო“, - აცხადებენ ავიაკომპანიაში.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image 2025 წელს გაყიდვების მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა - Piel Naturals

12.01.2026.16:31

2025 - მა წელმა იდეალურად ჩაიარა , - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ქართული კოსმეტიკის მწარმოებელი კომპანია Piel Naturals - ის დამფუძნებელმა, თათუკა ლომაძემ განუცხადა.

„2025-მა წელმა „პიელში“ იდეალურად ჩაიარა. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ იმაზე, რომ ყოველ წელს მომხმარებლებს შევთავაზოთ მათ სურვილებზე მორგებული სიახლეები.

2025 წელს ჩვენი გაყიდვების მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე თავის მოვლის ძალიან ბევრი პროდუქციაა წარმოდგენილი. ჩვენ საკუთარი ნიშა გვაქვს და გვყავს მომხმარებლები, რომელთა რიცხვი მუდმივად იზრდება, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიო მასშტაბით.

წლის ბოლოს, საახალწლო პერიოდში, „პიელი“ მიწვეული იყო რამდენიმე საერთაშორისო გამოფენაზე. მათ შორის, საბერძნეთში, ათენში, სადაც საქართველოს სახელით წარსდგა, როგორც ქართული, მშობლიური ენდემური კოსმეტიკა, ასევე მონაწილეობა მიიღო ავსტრიაში, ვენაში, გაეროს შტაბ-ბინაში გამართულ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაში “, - აცხადებს თათუკა ლომაძე.

ცნობისთვის, Piel Naturals-ი არის N1 ქართული თავის მოვლის პრემიუმ კოსმეტიკის ბრენდი. მისი ძირითადი ნიშა არის ის, რომ პროდუქცია არ შეიცავს პარაბენს, პარაფინს, სილიკონებს და მავნე ნივთიერებებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა