მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯი
flag
AMD 7117
0.0011
flag
AZN 1.6059
0.0002
flag
CNY 38.037
0.0041
flag
EUR 3.1625
0.0387
flag
GBP 3.7058
0.0206
flag
KZT 53.42
-0.002
flag
TRY 0.0694
-0.0003
flag
USD 2.7301
-0.0005

საქართველოს 7-ქალა ევროპული რაგბის ელიტაში - რაგბი ევროპის ჩემპიონატი იწყება

news image

მოახლოვდა საქართველოს 7-ქალასთვის და ქართული რაგბისთვის ისტორიული დღეები. 13-15 ივნისს, ჩვენი ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებს. 

ჯაბა მალაღურაძემ და მისმა გუნდმა, ელიტაში ყოფნის შესაძლებლობა მძიმე და დაუღალავი შრომით მოიპოვეს. იმედია, საქართველოს 7-ქალა ნაკრები, რაგბის ევროპულ ელიტაში თავს მალე დაიმკვიდრებს. 

რაგბი ევროპის პირველ ეტაპზე, რომელიც მაკარსკაში (ხორვატია) გაიმართება, საქართველოს 7-ქალა ნაკრების მეტოქეები A ჯგუფში იქნებიან საფრანგეთი, ჩეხეთი და ირლანდია

13 ივნისს, საქართველოს ნაკრები მაკარსკაში ორ შეხვედრას გამართავს: 
საფრანგეთი Vs საქართველო (14:20 თბილისის დროით)
ჩეხეთი Vs საქართველო (20:30 თბილისის დროით)

14 ივნისს კი, ტურნირზე გამოსვლას ირლანდიასთან მატჩით (12:00 თბილისის დროით) დაასრულებს. 

ჯაბა მალაღურაძის გუნდმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპი გერმანიასა და საფრანგეთში გაიარა; ბონში 6 ამხანაგური მატჩი ჩაატარა; ხოლო საფრანგეთში, ქალაქ ტურის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირში მიიღო მონაწილეობა.

რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის, ჩვენი 7-ქალას შემადგენლობა ასეთია: 

სალომე მაკასარაშვილი, თეონა ჩიტაიშვილი, ანა დათიაშვილი, ანა პოღოსიანი, მანონი საღარაძე, სალომე საღარაძე, მარიამ გოგუაძე, კირა დანელია, ლიკა ხუფენია, ნინო წიკლაური, ანა ხაბულიანი, ანასტასია ახვლედიანი, ანნა რურუა. 

შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატი ორ ეტაპად ჩატარდება - ხორვატიასა და გერმანიაში. 

თიბისი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს 7-ქალა ნაკრებს და საქართველოში ქალთა რაგბის განვითარებას. წარმატებას ვუსურვებთ მათ ამ მნიშვნელოვან ტურნირზე  და ვამაყობთ თითეული მათგანით, რადგან 7-ქალა ნაკრების მოთამაშეებმა უკვე გვაჩვენეს, რა ძალა, მოტივაცია და მიზანმიმართულობაა მათში;  რწმენა იმისა, რომ ნებისმიერი სირთულის გადალახვა და სასურველი მიზნის მიღწევა შესაძლებელია, მთავარია, გჯეროდეს. 

#ერთადგავიმარჯვებთ

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის ლანდშაფტის მოდელირების“ სემინარი და ვორქშოფი გაიმართება

13.06.2025.10:25

2025 წლის სექტემბერში, „უბნის” კვლევითი პროგრამის - ,,ქვების” -  ფარგლებში, თიბისი კონცეპტისმხარდაჭერით, ჩატარდება თბილისის ლანშაფტის მოდელირების სემინარი. სემინარს უხელმძღვანელებს იტალიელი არქიტექტორი და თეორეტიკოსი რენატო რიცი. სემინარი ორგანიზებულია IUAV ვენეციის  უნივერსიტეტის გუნდთან — სუზანა პისშელა და ჯორჯა ანტონიოლისთან თანამშრომლობით. ინიციატივა მიზნად ისახავს ლანდშაფტის მოდელირების ინოვაციური მეთოდოლოგიების პოპულარიზაციას ,,უბნის” კვლევითი პროგრამის ფარგლებში, აქცენტით თბილისის გამორჩეულ ლანდშაფტზე და მის გავლენაზე ქალაქის საერთო მორფოლოგიასა და სტრუქტურაზე.

რენატო რიცის მიდგომა მოდელირების მიმართ დაფუძნებულია ფენომენოლოგიასა და მეტაფიზიკაზე. მისი მოდელები განიხილება არა როგორც უბრალო დიზაინის საგნები, არამედ როგორც „აზროვნების ინსტრუმენტები“, რომლებიც ხელს უწყობენ სივრცის და მისი თანდაყოლილი მნიშვნელობების ღრმა გაგებას. სემინარი მოიაზრებს თბილისის ლანდშაფტზე დაკვირვებას, მის შესწავლას და სხვადასხვა მასშტაბისა მოდელის შექმნას. შემაჯამებელი გამოფენა კი 2026 წლის თებერვალში თიბისი კონცეპტის საგამოფენო სივრცეში გაიმართება.


სემინარზე დასწრება და ვორქშოფში მონაწილეობა შეუძლიათ ხელობის მოყვარულებს, კულტურის ენთუზიასტებს, სტუდენტებს, არქიტექტორებს, ურბანული დაგეგმარების სპეციალისტებს, რესტავრატორებს, დიზაინერებს, მოქანდაკეებს, მხატვრებს, გეოგრაფებს კარტოგრაფებს და სხვა დაინტერესებულ ადამიანებს.

გთხოვ გაითვალისწინოთ რომ ადგილები შეზღუდულია და მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია და შერჩევის გავლა შემდეგ ბმულზე: https://tally.so/r/mRaDdj  რეგისტრაციის ბოლო ვადაა 27 ივნისი, 2025.

რენატო რიცი: ვენეციელი არქიტექტორი, თეორეტიკოსი და პედაგოგი, არქიტექტურის დიზაინის სრული პროფესორია ვენეციის IUAV უნივერსიტეტში და რომის სან ლუკას ეროვნული აკადემიის წევრი. 2018 წელს მას მიენიჭა იტალიის რესპუბლიკის საპატიო ჯილდო. რიცის საგანმანათლებლო საქმიანობა მოიცავს ლექციებსა და კურსებს საერთაშორისო მასშტაბით, მათ შორის ჰარვარდის უნივერსიტეტში. მისი მნიშვნელოვანი არქიტექტურული პროექტებია: ეგვიპტის დიდი მუზეუმი, ვარშავის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (MoMA) და იოანე პავლე II-ის ცენტრი კრაკოვში. განხორციელებულ ნამუშევრებს შორის აღსანიშნავია: Area Sportiva Ghiaie (1984–1998), Museo del Futurismo (1992–2008) და Casa dei Libri Barbarigo (2020–2023). რენატო რიცი ასევე არის რამდენიმე მნიშვნელოვანი პუბლიკაციის ავტორი, მათ შორის: Solemnidad de la Civilidad და Il Daìmon di Architettura.


მთავარი მხარდამჭერია თიბისი კონცეპტი. პარტნიორები: იტალიის საელჩო საქართველოში, IUAV ვენეციის უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა