მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7074.2
-0.0004
flag
AZN 1.5915
-0.0003
flag
CNY 38.016
0.0003
flag
EUR 3.131
-0.0011
flag
GBP 3.5507
-0.005
flag
KZT 51.58
0.0005
flag
TRY 0.0641
0
flag
USD 2.7059
-0.0005

საქართველომ წარმატებით განახორციელა საჰაერო ხომალდის და აეროდრომის ხელოვნური საფარის საკლასიფიკაციო მაჩვენებლის ახალი მეთოდოლოგიის დანერგვა - Airbus-ის წარმომადგენელი

news image

მეორე დღეა თბილისში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) მასპინძლობით სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის - ICAO-ს რეგიონული შეხვედრა იმართება. ICAO-ს სამუშაო შეხვედრა, რომელიც კომპანია Airbus-თან თანამშრომლობით მიმდინარეობს, მიზნად ისახავს აეროპორტებში ფრენების უსაფრთხოების ამაღლებისთვის საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის მიერ ახალი სტანდარტებისა და მოთხოვნების ეფექტიან დანერგვას.

კომპანია Airbus-ის წარმომადგენგენლის, სირილ ფაბრეს განცხადებით, საქართველომ, ICAO-ს ახალი მოთხოვნების შესაბამისად, წარმატებით განახორციელა საჰაერო ხომალდის და აეროდრომის ხელოვნური საფარის საკლასიფიკაციო მაჩვენებლის (ACR/PCR) ახალი მეოდოლოგიის დანერგვა.

მისი თქმით, საჰაერო ხომალდების მიმართულებით, საქართველოში ყველაზე მეტი პროცენტულობით Airbus-ის ტიპის სამგზავრო ხომალდები დაფრინავენ. განსაკუთრებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც ძირითადად A321neo, A321ceo, და A320neo/ceo გვხვდება.

,,Airbus-ის მხრიდან ICAO-სთან ერთად ვმუშაობთ ხელოვნური საფარისა და საჰაერო ხომალდებისა ახალი კლასიფიკაციის შეფასების სისტემის დანერგვაზე. აქ ვართ იმისთვის, რომ დეტალურად ავუსხნათ ICAO-ს წევრ ყველა ქვეყანას ახალი კლასიფიკაციის არსი. რათა შემდეგ მათ მსოფლიოს მასშტაბით აეროპორტებში დანერგონ,-“აცხადებს სირილ ფაბრე.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დასრულების შემდეგ, აეროპორტი შეფასდება ICAO-ს ხელოვნური საფარის ახალი შეფასების სისტემით.

 

 

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image გადაიხადე Google Play-ზე სელფის ბალანსით და მიიღე ბონუს მეგაბაიტები

12.11.2025.16:57

 

12.11.2025 - სელფი მობაილის აბონენტებს შესაძლებლობა აქვთ სელფის ბალანსით გადაიხადონ Google Play-ზე და საჩუქრად მიიღონ მობილური ინტერნეტი. შეთავაზება ძალაშია 12 ნოემბრიდან 12 დეკემბრის ჩათვლით:

  • ₾0.01 – ₾4.99  ჩათვლით გადახდაზე → 500 MB
  • ₾5.00 – ₾9.99 ჩათვლით გადახდაზე → 1000 MB
  • ₾10.00 და მეტის გადახდაზე → 2000 MB

შეთავაზებით სარგებლობა მარტივია - Google Play-თ განხორციელებული ნებისმიერი ტრანზაქციისას გადახდის მეთოდად აირჩიე სელფის ბალანსით გადახდა. ბონუსი ავტომატურად დაირიცხება აბონენტის ბალანსზე, რომლის ნომრითაც ხორციელდება გადახდა. მნიშვნელოვანია, რომ ნომერი იყოს მიბმული Google Play-ს ანგარიშზე.

Google Play-ზე, სელფის მობილური ბალანსით, სხვა გადაწყვეტებს შორის, შეგიძლია შეიძინო პოპულარული აპლიკაციები, როგორებიცაა: PUBG MOBILE, Roblox, TikTok, Standoff 2, Google-ისა და Youtube-ს სხვადასხვა სერვისი და ა.შ.

დამატებითი ინფორმაციისთვის კომპანიის შესახებ, ეწვიეთ: http://cellfie.ge; ასევე სელფის სოციალური მედიის არხებს:

Facebook

Instagram

YouTube

LinkedIn

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა