საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტი 57%-ით არის გაზრდილი
საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტი 57%-ით არის გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, 2026 წელს საქართველომ ექსპორტზე 16 924.9 ათასი დოლარის ღირებულების 14 715.3 ტონა ფეროშენადნობები გაიტანა. 2025 წლის იანვარში ექსპორტი 9 346.1 ტონა ფეროშენადნობი იყო.
2026 წლის იანვარში საქართველოდან ექსპორტირებული ფეროშენადნობების 45% თურქეთში განხორციელდა.
ქვეყნები, სადაც საქართველო ფეროშენადნობების ექსპორტს ახდენს:
სხვა სიახლეები
FMCG ბრენდების ტრანსფორმაცია დიჯითალ სამყაროში - Funky Brands-ის ახალი სიტყვა ქართულ რითეილში
23.02.2026.16:00
Funky Brands არის საერთაშორისო პრემიუმ დესერტის ბრენდის – Franui-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში. მეტი ინფორმაციისთვის Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს, გიგა დემეტრაშვილსა და მარკეტინგის მენეჯერს, ანა ოკუჯავას ესაუბრა.
- როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ ადგილობრივ ბაზარზე ოპერირება და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
ჩვენი კომპანიის სახელია Funky Brands. ჩვენ ვართ FMCG სტარტაპი, რომელიც ქართულ ბაზარზე მრავალი საინტერესო ბრენდით არის წარმოდგენილი. ოპერირება 2024 წლის ივლისში დავიწყეთ.
პირველი დღიდან ჩვენი მიზანია, ქართველ მომხმარებელს შევთავაზოთ საკვებისა და სასმლის ისეთი ბრენდები, რომლებიც უნიკალურ ისტორიას ქმნის და გამოირჩევა როგორც შემადგენლობით, ისე შეფუთვით, ხარისხითა და კონცეფციით.
კომპანიის ფოკუსია ევროპულ და არაევროპულ ქვეყნებში ახალი, მზარდი ბრენდების აღმოჩენა, მათი ქართულ ბაზარზე შემოყვანა და განვითარება ჩვენი პლატფორმის საშუალებით. მწარმოებელთან პარტნიორობაზე შეთანხმების შემდეგ, ჩვენ ვხდებით ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენლები საქართველოში, რაც გულისხმობს სრულ ლოჯისტიკურ პროცესს, ადგილობრივ დასაწყობებასა და დისტრიბუციას, ასევე მარკეტინგისა და კომერციული მიმართულების მართვას, როგორც რითეილში, ისე HoReCa სექტორში.
ჩვენი პორტფელის პირველი ბრენდი ქართულ ბაზარზე იყო Franui (არგენტინული ბრენდი), რომლის მეშვეობითაც ფართო საზოგადოებამ გაგვიცნო. პროდუქტი - პრემიალური შოკოლადის ორ ფენაში ამოვლებული ცოცხალი ჟოლო – ძალიან წარმატებით ჩაეშვა და რამდენიმე თვეში გახდა ბესტსელერი სნექების სეგმენტში.
Franui-ს შემდეგ, რამდენიმე თვეში, შემოვიყვანეთ ორი ახალი ბრენდი:
● Brite – ფუნქციური სასმელი ბრიტანეთიდან, რომელიც ენერგეტიკული სასმელის ჯანსაღ ალტერნატივას წარმოადგენს და აქვს ნოოტროპული (გონებისა და კონცენტრაციის მასტიმულირებელი) ფუნქცია. პროდუქტი იდეალურია მათთვის, ვისაც ყავის ან ენერგეტიკულის შემდეგ შფოთვის შეგრძნება აწუხებს. ამჟამად საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილია სამი ბუნებრივი გემოთი, რომლებიც არ შეიცავს შაქარს და ხელოვნურ დამატკბობლებს.

● Natrue – მცენარეული სასმელების ესპანური ბრენდი, რომელიც რძის ბუნებრივ ალტერნატივას გთავაზობთ ხელოვნური დანამატების გარეშე. Natrue-ს ასორტიმენტში შედის პრემიუმ Barista ხაზი, რომელიც შექმნილია ყავის მოყვარულებისთვის — მათთვის, ვისაც ლაქტოზის აუტანლობა აქვს ან ცხოველური რძის ჩანაცვლება სურს, ასევე მზა მატჩა, რომელიც განსაკუთრებით მოეწონებათ საინტერესო გემოების მაძიებლებ

- როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
ჩვენი პროგნოზით, პორტფელში ბრენდების ჩაშვებიდან დაახლოებით 12 თვეში ბრენდმა უნდა შეძლოს ბაზრის სრული პენეტრაცია. ეს ნიშნავს, რომ ქსელი სრულად დაიფაროს როგორც გეოგრაფიულად, რასაც Franui-ს ბრენდით უკვე ვახერხებთ, ისე აქტიური მაღაზიების ქსელების კუთხითაც.
2025 წელი ჩვენი კომპანიისთვის ძალიან წარმატებული იყო, ლოკაციების რაოდენობამ რამდენიმე ასეულს გადააჭარბა.
მარკეტინგული კუთხით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში ეკონომიკის ზრდასთან ერთად ჯანსაღი შემადგენლობისა და ციფრულად აქტიური ბრენდების მიმართ ინტერესი იზრდება. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენი ბრენდების გარშემო მომხმარებლების აქტიური თანამონაწილეობის შექმნას, მჭიდრო კონტაქტს მომხმარებლებთან და მათი უკუკავშირის საფუძველზე ზრდას. ამ კუთხით, წლევანდელი პროგნოზები ძალიან პოზიტიურია და ველოდებით მოთხოვნის ზრდას.
- რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
FMCG სექტორში განსხვავებულ მიდგომებს ვიყენებთ, რადგან სტარტაპი ვართ. ჩვენი სტარტაპული ენერგია და გუნდის განსაკუთრებული განწყობა იშვიათია ამ ინდუსტრიაში და სწორედ ეს თანამედროვე ღირებულებები გვეხმარება ვიყოთ გამორჩეულები, როგორც სავაჭრო ქსელებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის. კომპანიაში მაქსიმალურად ვცდილობთ გამჭვირვალობისა და ნდობის შენარჩუნებას. გვაქვს ღია კომუნიკაცია როგორც პარტნიორებთან, ასევე მომხმარებელთან. მივყვებით ციფრულ ტენდენციებს, ვართ ინოვაციურები და ყოველთვის მზად ვართ სიახლეებისთვის.
კომპანიის კონკურენტული უპირატესობა ბრენდებსა და პროდუქტებში მდგომარეობს. ჩვენ ვართ პრემიალური პროდუქტების ექსკლუზიური შემომტანები, ვუსმენთ ბაზრის მოთხოვნას და ვცდილობთ ავითვისოთ ისეთი სივრცეები, რომლებიც არ არის ათვისებული. მუდმივად ვაკვირდებით და ვიკვლევთ სხვადასხვა სეგმენტის მომხმარებელთა საჭიროებებს.
ყველა ბრენდი, რომელიც ჩვენთან არის წარმოდგენილი, გამორჩეულია თავისი ხარისხით. ვცდილობთ, ეს გამოცდილება ქართულ ბაზარსა და კულტურას მოვარგოთ. ქართული ბაზარი პოზიტიურად შეხვდა ჩვენს სიახლეებს და სწორედ ეს სტრატეგია, სტარტაპული ენერგია და აქტიურობა არის ჩვენი კონკურენტული უპირატესობა საკვებ ინდუსტრიაში, რაც გვხდის განსხვავებულს და ყველასგან გამორჩეულს.
- როგორია Funky Brands-ის სამომავლო გეგმები და განვითარების ხედვა?
2026 წელი ჩვენი კომპანიისთვის ზრდის წელი იქნება ყველა მიმართულებით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გუნდის გაფართოება და ფორმირება. მიზნების მისაღწევად გვჭირდება მოტივირებული, პატარა, მაგრამ ენერგიული და მონდომებული გუნდი, რომელსაც უკვე ვაკომპლექტებთ.
ჩვენი გეგმები მოიცავს რამდენიმე ახალი ბრენდის დამატებას სხვადასხვა კატეგორიაში. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ბრენდები მომხმარებელს აუცილებლად შეაყვარებს თავს. გარდა ამისა, ვგეგმავთ უკვე არსებული, პოპულარული ბრენდების პორტფელის განვითარებას და სიახლეების შეთავაზებას მომხმარებლებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ პატარა კომპანია ვართ, აქტიური ზრდის ფაზას განვიცდით. მომავალი სამი წლის განმავლობაში მიზნად ვისახავთ მინიმუმ 10 ექსკლუზიური ბრენდის წარმომადგენლობას საქართველოში.
წელს განსაკუთრებული აქცენტი გვაქვს HoReCa სექტორზე. ვმუშაობთ, რომ წარმატებით მოვიკიდოთ ფეხი სასტუმროებსა და კაფე-ბარებში, რითეილის სფეროს პარალელურად.
მარკეტინგის კუთხით გვაქვს მრავალი საინტერესო კოლაბორაცია დაგეგმილი. შევედით ყვავილების მაღაზიების ქსელებში, რაც Franui-ს საერთაშორისო ბაზრისთვის სრულიად ახალი არხია.

მომხმარებლებს ვთავაზობთ სასაჩუქრე შეთავაზებებს და ვცდილობთ ინოვაციის შეტანას ამ მიმართულებაშიც. ჩვენი მიზანია, მომხმარებელი სხვადასხვა კუთხით გავახაროთ. გვსურს, ქართულ ბაზარზე Funky Brands ჩამოყალიბდეს კომპანიად, რომელიც მომხმარებელს WOW ეფექტს აჩუქებს. ამ მიზნით რეგულარულად ვმართავთ დეგუსტაციებსა და ღონისძიებებს.
მომდევნო თვეებში გვექნება მრავალი სიახლე. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ბრენდები გამოიწვევენ მომხმარებელთა ინტერესსა და ლოიალობას.
ჩვენი საქმიანობა ეფუძნება ბაზრისა და მომხმარებლების უკუკავშირის აქტიურ მოსმენას. ჩვენთვის Storytelling და Community-ის შექმნა ბრენდების გარშემო წარმოადგენს ძლიერ კონკურენტულ უპირატესობას, რაც გვეხმარება აქტუალურები დავრჩეთ გადატვირთულ ბაზარზე.