საქართველო vs ბულგარეთი - ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე
საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.
7 სექტემბერს, 17:00 საათზე, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თურქეთთან თამაშის შემდეგ მეორე შეხვედრას ბულგარეთთან გამართავს.
ჯამში 6 ტურიან საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები E ჯგუფში თურქეთის, ესპანეთის და ბულგარეთის წინააღმდეგ თამაშობს. აქ თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ჯგუფში პირველადგილოსანი გუნდი კანადაში, მექსიკასა და აშშ-ში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ავტომატურად მოიპოვებს. მეორეადგილოსანი კი მუნდიალისთვის ბრძოლას პლეი ოფის ეტაპზე გააგრძელებს.
საკვალიფიკაციო ეტაპზე, ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდის შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი, ლუკა გუგეშაშვილი, დავით კერესელიძე;
დაცვა: გურამ კაშია, ოთარ კაკაბაძე, ირაკლი აზაროვი, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, საბა გოგლიჩიძე, საბა ხვადაგიანი;
ნახევარდაცვა: გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა), ნიკა გაგნიძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ნოდარ ლომინაძე, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი აბუაშვილი, ზურიკო დავითაშვილი, საბა ლობჟანიძე, ხვიჩა კვარაცხელია;
თავდასხმა: გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი გულიაშვილი, გიორგი კვერნაძე.
შეხვედრების განრიგი კი ასეთია:
07.09, 17:00 | საქართველო v ბულგარეთი
11.10, 22:45 | ესპანეთი v საქართველო
14.10, 22:45 | თურქეთი v საქართველო
15.11, 21:00 | საქართველო v ესპანეთი
18.11, 23:45 | ბულგარეთი v საქართველო
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი.
სხვა სიახლეები
აზერბაიჯანის რკინიგზის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის დასასრულს ორმხრივი შეხვედრა გაიმართა სარკინიგზო უწყებების ხელძღვანელებს შორის
30.01.2026.18:21
აზერბაიჯანის რკინიგზის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის დასასრულს ორმხრივი შეხვედრა გაიმართა სარკინიგზო უწყებების ხელძღვანელებს შორის. მხარეებმა შეხვედრის მიმდინარეობისას ხაზი გაუსვეს საქართველოს და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო სექტორში მრავალწლიან, წარმატებულ პარტნიორობას.
ლაშა აბაშიძემ და როვშან რუსტამოვმა ორ ქვეყანას შორის სარკინიგზო სექტორში არსებული თანამშრომლობის და მისი შემდგომი განვითარების საკითხები განიხილეს. ტვირთბრუნვის ზრდა, ტარიფების/მიწოდების ვადების ოპტიმიზაცია და ბაქო-თბილისი-ყარსის ხაზის განვითარების პერსპექტივები - საუბარი ძირითადად ამ საკითხების ირგვლივ წარიმართა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის პარტნიორი სარკინიგზო კომპანიების მიერ ერთობლივი ღონისძიებების კონკრეტული სამოქმედო გეგმა გაიწერა, რაც ტვირთბრუნვის ზრდას ემსახურება. ამასთან, ის ხელს შეუწყობს პროექტებისა და ღონისძიებების შემჭიდროვებულ ვადებში განხორციელებას.
,,აზერბაიჯანის რკინიგზის დელეგაციის ვიზიტი საკმაოდ ნაყიფიერი აღმოჩნდა - კოლეგებს ჩვენი ქვეყნის სარკინიგზო და საპორტო ინფრასტრუქტურა და მათი შემდგომი პოტენციალი გავაცანით, მათ შორის შუა დერეფნის განვითარების ჭრილში. ობიექტებზე ვნახეთ არსებული შესაძლებლობები, ამასთან, გავუშვით ორ ნავსადგურს შორის ახალი ბლოკმატარებელი. აზარბაიჯანთან მომავალშიც აქტიურად ვითანამშრომლებთ, მათ შორის ლოგისტიკური სერვისების გაუმჯობესების კუთხით. ერთობლივი გაწერილი სამუშაო გეგმებით კი არსებულ მარშრუტებზე მეტი ტვირთის მოზიდვას შევძლებთ", - აღნიშნა ლაშა აბაშიძემ.