საქართველო შვეიცარიელი ტურისტებისთვის მიმზიდველი მიმართულებაა მრავალფეროვნებითა და კულტურით - Edelweiss
Business Insider Georgia-მ Edelweiss-თან ექსკლუზიური ინტერვიუ მოამზადა, რომლის ფარგლებშიც კომპანიამ საქართველოსთან თანამშრომლობა შეაფასა და 2026 წლის მოლოდინებზე ისაუბრა. როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, საქართველო შვეიცარიელი ტურისტებისთვის მიმზიდველი მიმართულებაა.
„ციურიხსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აქამდე არ არსებობდა, თუმცა ორ ქვეყანას შორის არსებული სოციალური და ეკონომიკური კავშირების შედეგად, მგზავრთა მოთხოვნა უკვე ჩამოყალიბებული იყო, რაც ერთ-ერთ მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენდა. ამასთან, საქართველო შვეიცარიელი ტურისტებისთვის მიმზიდველი მიმართულებაა მრავალფეროვნებითა და კულტურით. საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან გამართული მოლაპარაკებები და ერთობლივი ტურიზმის განვითარებისადმი ინტერესის დადასტურება საბოლოო ფაქტორი გახდა, რომელმაც რეისების დაწყება შესაძლებელი გახადა“, - განმარტავენ ავიაკომპანია Edelweiss-ში.
დღის ტოპ 10 სიახლე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
სხვა სიახლეები
2025 წელი შეიძლება ითქვას, რომ ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი იყო - „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე
12.01.2026.11:00
2025 წელი შეიძლება ითქვას, რომ ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი წელი იყო - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ში საუბრისას, „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ მამუკა იმედაშვილმა განაცხადა.
მისი განმარტებით, 2025 წელი „მეტროპოლისთვის“ მნიშვნელოვანი იყო, რადგან „მეტროპოლი“ გახდა პირველი კომპანია, რომელმაც მომხმარებელს სრული სპექტრი შესთავაზა.
„იყო პატარ-პატარა გამოწვევებიც. თუმცა შემიძლია შევაფასო დადებით წლად, რა თქმა უნდა, იყო ზრდაც. პირველ რიგში გამოვყოფდი იმას, რომ 2025 წელს ჩვენ დავიწყეთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი სუბურბანული პროექტების გაყიდვა, რაც ჩვენს კომპანიას გამოარჩევს კონკურენტებისგან და განგვასხვავებს. იმიტომ, რომ ეს არის პროექტები, რომლებითაც დეველოპერულ ბაზარზე ჩვენ გავხდით პირველი დეველოპერული კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სრულ სპექტრს. ადამიანს შეუძლია ერთ სივრცეში შეიძინოს ბინა თბილისში ან აპარტამენტი ბათუმში და, თუ სურს ბუნებასთან ახლოს ცხოვრება, - სუბურბანული პროექტები თბილისის შემოგარენში“, - აცხადებს „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე.
კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე „მეტროპოლის“ კონკურენტუნარიანობაზეც საუბრობს და ამ მიმართულებით სამ ძირითად ფაქტორს გამოყოფს.
„ჩვენი გამორჩეულობის ნაწილში სამ რამეს გამოვყოფ. პირველი არის არსებული პროექტების ლოკაციები - ვფიქრობ, რომ ლოკაციები შერჩეულია სტრატეგიულად, იქნება ეს ტურისტული, საცხოვრებელი თუ საინვესტიციო კუთხით. მეორე არის ჩვენი სუბურბანული პროექტები, რაც „მეტროპოლს“ სხვა კონკურენტებისგან გამოარჩევს. მესამე კი ჩვენი არქიტექტურაა. მაგალითად, ბათუმში „მეტროპოლ კუბის“ არქიტექტურა განსხვავებული და გამორჩეულია, და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალშიც ამ მიმართულებას განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ“, - აცხადებს კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე.
~