საქართველო მეტი ინდოელი ტურისტის მოლოდინში - Voyager-ი მუმუბაისა და თბილისს შორის დაგეგმილ პირდაპირ ფრენებზე
ჩვენმა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და აგვისტოდან ინდური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია IndiGo მუმბაისა და თბილისს შორის პირდაპირ ფრენებს დაიწყებს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან Voyager-ის დირექტორმა, სოფო აზარაშვილმა განაცხადა.
როგორც ცნობილია Voyager-ი საქართველოში რამდენიმე უცხოური ავიაკომპანიის წარმომადგენელია (GSA) და მათ შორის არის IndiGo.
„დაახლოებით 2 წელია რაც ავიაკომპანია IndiGo წარმატებით ოპერირებს საქართველოს ავიაბაზარზე. ის დელი-თბილისი-დელის მიმართულებაზე ყოველდღიურ რეისებს ასრულებს. ზოგადად IndiGo არის ერთ-ერთი ლიდერია ავიაკომპანია ინდოეთის საავიაციო ბაზარზე და ფლობს ბაზრის 63%-ს და მისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის საქართველო და რაც ციფრებზეც აისახება. მას შემდეგ, რაც IndiGo-მ, 2023 წლის აგვისტოდან, თბილისის მიმართულებით ფრენები დაიწყო, საქართველომ მიიღო 158 ათასი მგზავრი ინდოეთიდან. თუ შევხედავთ 2025 წლის მაჩვენებლებს იანვრიდან დღემდე საქართველოში შემოვიდა 57 ათასი მგზავრი, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით არის მგზავრთნაკადის 124%-იანი ზრდა.
იქიდან გამომდინარე, რომ IndiGo წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს ჩვენი და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების კომუნიკაცია IndiGo-სთან, რათა დაწყებულიყო პირდაპირი ფრენები მუმბაი-თბილისის მიმართულებით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღო და აგვისტოდან IndiGo მუმბაისა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენები დაიწყება. ეს იქნება კვირაში 3 სიხშირე, რაც ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც მუმბაის მოსახლეობა 12 მლნ-ია და სწორედ აქაა თავმოყრილია ინდოეთის ყველაზე მაღალმხარჯველუნარიანი სეგმენტი. მუმბაისთან პირდაპირი რეისების არსებობს ხელს შეუწყობს უფრო მეტად აქტიურ მოგზაურობას საქართველოში, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას მთელი საქართველოს მასშტაბით.
ზოგადად ინდოელ ტურისტებზე, რომ ვისაუბროთ - საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზარია, რადგანაც ეს ადამიანები მოგზაურობენ ჯგუფურად. მას შემდეგ რაც IndiGo-მ ფრენები დაიწყო ვუმასპინძლეთ ძალიან ბევრ კორპორატიულ ჯგუფს. საქართველო მათთვის არის ძალიან სასურველი ბაზარი და სამოგზაურო მიმართულება. ისინი ხშირ შემთხვევაში საქართველოში ქორწილებსაც მართავენ და მოგეხსენებათ, რომ ეს ხალხი მასშტაბური ქორწილებით არიან გამორჩეულები, სადღაც 200-300 კაცი და მეტი, რაც ჩვენს ეკონომიკაზე დადებითად აისახება“, - განმარტავს სოფო აზარაშვილი.
Voyager-ის დირექტორის თქმით, ინდოეთიდან საქართველოში ყველა სეგმენტის ტურისტი ჩამოდის. ხოლო თბილისის გარდა ისინი აქტიურად სტუმრობენ კახეთს და ყაზბეგს. ზაფხულის პერიოდში კი ბათუმს და აჭარას. ინდოელი ტურისტები საქართველოში საშუალოდ 4-5 დღე რჩებიან.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
23.07.2025.18:15
ქალთა ეკონომიკური გაძლიერება საქართველოს ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკმა გაეროს განვითარების პროგრამასა (UNDP) და შვედეთის მთავრობასთან პარტნიორობით მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, მეწარმე ქალებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ 360°-იანი მხარდაჭერა საკუთარი წამოწყებების გასაძლიერებლად. ახლა პროგრამის მე-11 ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო. პროგრამა ამჯერად ქუთაისში განხორციელდება.
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ერთ-ერთი მონაწილე იგრიკას თანადამფუძნებელი, ბაია ლომსაძე კი პროგრამაში მონაწილეობას აფასებს და ბრენდის ისტორიასაც გვიყვება:
"იგრიკა ხელნაკეთი საჩუქრების სახელოსნოა, სადაც მიზნად დავისახეთ, აღმოვაჩინოთ და მოგიყვეთ ქართულ კულტურულ მემკვიდრეობაზე. იგრიკა ძველ ქართულად აპრილს ნიშნავს და ჩვენი სახელოსნოს ამბავიც 2020 წლის აპრილში დაიწყო. ვფიქრობ, ჩვენი სახელოსნო განვითარების ახალ ეტაპზეა, გავცდით ჩვენს სივრცეს და ინტერიერის მასშტაბურ პროექტებზეც გადავერთეთ. 2024 წლიდან კი საბავშვო ხაზი დავამატეთ - სამაგიდო თამაშის სახით, რომელიც ქართული ხალხური ზღაპრების პერსონაჟების სიყვარულით შეიქმნა", - ამბობს ბაია.
ბაიას მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში მონაწილეობა მეგობარმა ურჩია. პროგრამა 4 ღირებულებას ეფუძნებოდა: ცოდნა, მხარდაჭერა, გამოცდილება და თანამშრომლობა. პროექტის მიმდინარეობის პერიოდს ბაია შემდეგნაირად აფასებს:
"ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა ცოდნის გაღრმავება, ახალი ინფორმაციის მიღება. ყველაზე დასამახსოვრებელი კი პროექტში ჩართულ ადამიანებთან კონტაქტი და მათი გამოცდილების გაზიარება იყო. ჩვენი ნაკადის მონაწილეები განსხვავებული სფეროებიდან ვიყავით, თუმცა ერთმანეთთან მარტივად დავმეგობრდით და კოლაბორაციულ პროექტებშიც ჩავერთეთ. დღემდე აქტიური კავშირი გვაქვს და ერთმანეთის მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობთ. მენტორები ყურადღებით ეცნობოდნენ ჩვენს გამოწვევებს და ერთად ვცდილობდით ამ თუ იმ პრობლემის მოგვარებას, ეს ურთიერთობა, ვფიქრობ, ყველაზე ღირებული იყო", - დასძინა ბაიამ.
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში წამყვანი ექსპერტები მონაწილეებთან როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად მუშაობენ. 360°-იანი მხარდაჭერა კი გულისხმობს როგორც ცოდნის გაზიარებას, ისე კონსულტაციებს, სასარგებლო კონტაქტების დამყარებასა და ასევე გრანტის მოპოვების შესაძლებლობას.
"ჩემი აზრით, ბიზნესის განვითარებისთვის, პირველ რიგში, საჭიროა მისი შეფასება, რომ იცოდე, რა ეტაპზეა ის და შემდეგ მომდევნო ნაბიჯები განსაზღვრო. მენტორებთან ერთად ვიმუშავეთ თითოეულ საკითხზე და შევძელით, სამოქმედო გეგმა დაგვესახა. ხოლო საბავშვო თამაშმა, რომელზეც პროგრამის შემდეგ ვიმუშავე, იგრიკას აუდიტორია გაზარდა და მის სოციალურ მიზანს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი შემატა", - გვიყვება ბაია.
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამ 2022 წლიდან საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრებ მეწარმე ქალებს გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მისცა. პროგრამა უკვე 185 მონაწილეს აერთიანებს, რომლებიც ბიზნესის განვითარების გზაზე არ გაჩერდნენ და საკუთარი იდეები რეალობად აქციეს. რატომ არის მნიშვნელოვანი ნებისმიერი მეწარმე ქალისთვის მსგავსი პროექტების არსებობა, ბაია ლომსაძე თავის აზრს გვიზიარებს:
"პროგრამის ფორმატი ითვალისწინებდა არა მხოლოდ ტიპურ ლექციებს, არამედ ჯგუფურ დავალებებსა და აქტივობებს, მენტორებთან ერთად ბიზნესის შეფასებას და საკვანძო დეტალების განხილვას, რაც ძალიან ეხმარება მეწარმეებს, სწორად შეაფასონ და დაგეგმონ ბიზნესის განვითარების ეტაპები. მეწარმეობა საინტერესო და გამოწვევებით სავსე გზაა. ასეთი პროექტები კი მონაწილეებს თავდაჯერებულობას მატებს, ქმნის ერთობას, კავშირებს", - აღნიშნავს ბაია.
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა საქართველოს ბანკის ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები, ღონისძიებები, სექტორული კვლევები თუ სხვა.