მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7094.6
-0.0098
flag
AZN 1.5767
-0.0008
flag
CNY 38.805
-0.0058
flag
EUR 3.1782
-0.0071
flag
GBP 3.6508
-0.0076
flag
KZT 54.1
-0.001
flag
TRY 0.0613
-0.0001
flag
USD 2.6807
-0.0012

საოპერაციო ლიზინგი - ბენე ექსკლუზივის ახალი შეთავაზება ბიზნესისთვის

news image

ბენე ექსკლუზივი ბაზარზე 2017 წელს პრემიუმ კლასის ტრანსპორტირების მომსახურებით შემოვიდა და სერვისების ჩამონათვალს რეგულარულად, გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე აფართოებს. 2026 წელს კი სტრატეგიული სიახლით იწყებს და ბიზნეს სექტორს ავტოპარკის მართვის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და თანამედროვე მოდელს, საოპერაციო ლიზინგის სერვისს სთავაზობს.

საოპერაციო ლიზინგი ძირითადად B2B სექტორზე მორგებული პროდუქტია, რომელიც კომპანიებს საშუალებას აძლევს, ერთჯერადი მასშტაბური ინვესტიციის გარეშე, ისარგებლონ უახლესი ავტოპარკით. ტრადიციული მოდელისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში ბიზნესი არ ფლობს ავტომობილს საკუთრებაში, არამედ ქირაობს მას, მძღოლით ან მძღოლის გარეშე, განსაზღვრული ვადით და ფიქსირებული თვიური ტარიფით, რაც სრულად ათავისუფლებს ბიზნესს ავტოპარკის და მასთან დაკავშირებული ყველა რუტინული თუ ფინანსური პასუხისმგებლობისგან.

„ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ საოპერაციო ლიზინგის სერვისის განვითარება კომფორტისა და ეკონომიურობის იდეალური სინთეზისთვის, ჩვენი ღირებულებაც შექმნის დღიდან სწორედ სრული კომფორტის შექმნაა ჩვენი ერთგული პარტნიორებისთვის. შეთავაზება იმით არის გამორჩეული, რომ ფიქსირებული ყოველთვიური გადასახადი მოიცავს ყველა საჭირო სერვისს: ავტომობილის სრულ საგარანტიო მომსახურებას, დაზღვევას, GPS სისტემას, პარკინგს, სეზონურ საბურავებსა და ჩანაცვლების სერვისს. ამასთანავე, პაკეტში შედის საწვავი, მძღოლის მომსახურება, პერსონალური მენეჯერი და დეტალური რეპორტინგი.  ეს ყველაფერი ბიზნესს რესურსების ოპტიმიზაციისა და მაქსიმალური კომფორტის შესაძლებლობას აძლევს,“- ბასა კოპალიანი, „ბენე ექსკლუზივის“ აღმასრულებელი დირექტორი.

შეგახსენებთ, რომ „ბენე ექსკლუზივი“ 2017 წლიდან აერთიანებს პრემიუმ კლასის ავტომობილებით მომსახურების, აეროპორტის ტაქსის და ავტომობილების გაქირავების სერვისს. საოპერაციო ლიზინგის დამატებით კი კომპანია კიდევ უფრო ამყარებს პოზიციას, როგორც ბიზნესის სტრატეგიული პარტნიორი ტრანსპორტირების სფეროში.

 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ვგეგმავთ გაფართოებას და ახალი ფილიალების დამატებას სხვადასხვა ლოკაციაზე - Cafe Vanilla House

16.02.2026.14:00

2025 წელი ჩვენთვის გამოწვევებით სავსე და ამავდროულად ძალიან საინტერესო იყო , - Business Insider Georgia - ს ამის შესახებ Cafe Vanilla House - ის დამფუძნებელმა და დირექტორმა დიანა ველენგურსკაიამ განუცხადა.

„2025 წელი ჩვენთვის იყო გამოწვევებით სავსე და ძალიან საინტერესო, რადგან სწორედ ამ წელს გავიხსენით და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ერთი წლისებიც არ ვართ, უამრავ სირთულესთან გამკლავება მოგვიხდა ხანმოკლე პერიოდში. ჩვენი სტარტაპი მთელი გულითა და ემოციებით წამოვიწყეთ, უამრავი ენერგია ჩავდეთ მის დიზაინში, ინტერიერში, მენიუს ფორმირებაში, ბრენდისა და კონცეფციის შექმნაში და ვფიქრობთ ძალიან კარგი სივრცე გამოგვივიდა.

სიამაყით გვინდა აღვნიშნოთ, რომ უკვე ძალიან ბევრმა იცის ჩვენ შესახებ, და რაც მთავარია, ბევრი ერთგული მომხმარებელი გვყავს, ვინც ხშირად გვსტუმრობს. გარდა ამისა, დაგვემატა გამოძახების სერვისი და ბევრი კერძია უკვე პოპულარული გლოვოსა და ვოლტის პლატფორმებზე. ასევე, ყოველდღიურად ვამზადებთ თან წასაღებ მენიუებსაც, რაც ძალიან კომფორტულია ჩვენი საქმიანი მომხმარებლისთვის.

ამასობაში აღვადგინეთ და უკვე მეორედ გავხსენით ჩვენი ტერასა, რისთვისაც უდიდესი მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს. ახლა უკვე გარე სივრცეშიც კვლავინდებურად შეგვიძლია სტუმრების მიღება და დიდი შემართებით ველოდებით გაზაფხულს. 2026 წელი იგეგმება, რომ იყოს „ვანილის სახლის“ ზრდისა და განვითარების წელი, რადგან ვგეგმავთ გაფართოებას, ფილიალების დამატებას და მათ გახსნას მომხმარებლებისთვის საყვარელ სხვადასხვა ლოკაციებზე.

ახალი წლიდან მენიუს დაემატა უამარავი ახალი კერძი, მომვალში კიდევ გვექნება სეზონური და საინტერესო სიახლეები კერძებში. სიახლეები გვექნება სააღგომოდაც. კაფეს ჰყავს ცნობილი შეფი – ირაკლი მაკასარაშვილი, რომელიც მაყურებელს "მასტერშეფიდან" ახსოვს. სწორედ მისი ხელწერაა "ვანილის სახლის" კერძების გემოსა და ხარისხის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი.

"ვანილის სახლი" ცდილობს არა მხოლოდ გემრიელი მენიუ, არამედ კომფორტული და თანამედროვე ცხოვრების წესთან ადაპტირებული პრაქტიკული გარემოც შესთავაზოს მომხმარებელს. დისტანციურად მომუშავე სტუმრებს აქ ცალკე ზონა დახვდებათ, საქმიანი შეხვედრებისა და შესვენებებისათვის კი მყუდრო კუთხეები. აღსანიშნავია ბარის მრავალფეროვანი მენიუც, სადაც საავტორო ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების დიდი არჩევანია: ყავა, ფრეშები, სმუზები, ე.წ. სახლური ლიმონათები და კოქტეილები.

ჩვენთვის პრიორიტეტია მაღალი სტანდარტი, აქ კი მნიშვნელოვანია მომხმარებლის მომსახურების დონე, პროდუქციის უმაღლესი ხარისხი, მენიუს გამორჩეული გემოვნური თვისებები, კომფორტული და უზადო ინტერიერი, სისუფთავე, HACCP-ის სტანდარტები, შრომის უსაფრთხოება და ა.შ. მუდმივად ვატარებთ ტრენინგებს თანამშრომლებისთვის და ვზრუნავთ მათ განვითარებაზე.

გვიხარია, რომ ჩვენი სივრცე უკვე აქტიურად ეთმობა მრავალი ხელის თხოვნის, დაბადების დღისა და კორპორატიული საღამოების ჯავშნებს. საზაფხულოდ ისევ გვექნება ცოცხალი მუსიკის ულამაზესი საღამოები ტერასაზე, რომელიც ძალიან უყვარდათ ჩვენს სტუმრებს “, - აცხადებს დიანა ველენგურსკაია.

ცნობისთვის, კაფე ფხოვის ქუჩაზე 3 ნომერში მდებარეობს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა