მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7112.4
0.0185
flag
AZN 1.6005
0.0039
flag
CNY 38.329
0.0113
flag
EUR 3.174
0.013
flag
GBP 3.6265
0.0033
flag
KZT 50.95
0.0044
flag
TRY 0.0648
0.0001
flag
USD 2.7212
0.006

„სანიმ“ ახალი ფილიალი Tbilisi Outlet Village-ში გახსნა

news image

“სანის” ახალი ფილიალი Tbilisi Outlet Village-ში გაიხსნა. ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა მარი სხირტლაძემ განუცხადა.

ყველაზე მთავარი სიახლე არის“სანის” ახალი ფილიალი Tbilisi Outlet Village-ში, რომლის გახსნასაც 6 თვე ველოდით. აღნიშნულ ფილიალში მომხმარებლებს შეუძლიათ ნიშური ბრენდების სათვალეების Outlet კოლექციის შეძენა მეტი ფასდაკლებით.


გარდა ამისა, გავხსენით ახალი, დიდი ფილიალი თამარ მეფის 20 ნომერში, აღნიშნულ ლოკაციაზე ეს ჩვენი მეორე მაღაზიაა “, - ამბობს მარი სხირტლაძე.

კომპანია ორი მიმართულებით ოპერირებს : საბითუმო - საცალო და მომხმარებელს მუდმივად განახლებულ კოლექციას სთავაზობს.

„ახლახანს საფრანგეთში ვიმყოფებოდით საერთაშორისო გამოფენაზე SILMO Paris, სადაც გავეცანით მსოფლიო მოდისა და ტექნოლოგიების უახლეს ტენდენციებს.

მომხმარებლებს ვთავაზობთ როგორც საცალო, ისე საბითუმო მომსახურებას. არსებულ ასორტიმენტს დავამატეთ ახალი ბრენდები, ხოლო უახლოეს პერიოდიში ვგეგმავთ ესპანური და ფრანგული ბრენდების დამატებას სპორტული მიმართულებით. აღნიშნული ფრანგული ბრენდი უკვე გვქონდა ჩვენს კოლექციაში, თუმცა ახლა იგეგმება სასრიალო და სათხილამურო ხაზის გაფართოება, რომელიც იქნება ბიუჯეტური და ყველასთვის ხელმისაწვდომი “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.

„სანის“ ვაკის ფილიალს დაემატა მაღალკვალიფიციური ოფთალმოლოგი.

„ოპტიკური მიმართულებით ვაკის ფილიალს დაემატა მაღალკვალიფიციური ოფთალმოლოგი. ადგილზე გვაქვს ყველა საჭირო აპარატურა დიაგნოსტიკისა და რეფრაქციისთვის.

გვაქვს სიახლეები მინების მიმართულებითაც. მუდმივად შემოდის ახალი, გაუმჯობესებული მოდელები, რომლებსაც ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს. სულ რამდენიმე თვეა, რაც ჩამოვიტანეთ ღამით ტარებისთვის განკუთვნილი მინა, რომელიც ქამელეონის ეფექტით გამოირჩევა და 100%-იან დაცვას უზრუნველყოფს. ეს ნამდვილად ქმნის უდიდეს კომფორტს თვალისთვის “, - აღნიშნავს მარი სხირტლაძე.

კომპანია, სამომავლოდ სხვადასხვა სიახლეს გეგმავს გაფართოების მიმართულებით.

„ამ ეტაპზე აქტიურად ვართ გადართულები აუთლეტზე. ეს სივრცე სრულიად ახალია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს ამიერკავკასიაში, რადგან ერთადერთია მსგავსი ტიპის „ვილიჯი“. ამ დროისთვის სივრცეში უკვე გაიხსნა 15 მაღაზია და ველოდებით, რომ მალე სრულად დაიტვირთება. ამის შემდეგ ვგეგმავთ ოფთალმოლოგის დამატებას. გარდა ამისა, დიდუბეში, ასევე განვიხილავთ ექიმის დამატების შესაძლებლობას. პროცესები უკვე მიმდინარეობს “, - განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი.

ცნობისთვის, კომპანია 30 წელია, რაც ბაზარზე ოპერირებს. „სანის“ მიზანია მაქსიმალურად მაღალი ხარისხისა და უნიკალური ვიზუალის შეთავაზება მათთვის , ვისთვისაც სათვალე საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობაა.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში "გლობალ სელის" ფილიალი გაიხსნა

28.10.2025.18:00

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ქართული ტელეკომ ოპერატორის, "გლობალ სელის", ფილიალი გაიხსნა, რომელიც მგზავრებს 24 საათიან რეჟიმში მოემსახურება.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის "გლობალ სელის" ფილიალში მგზავრებს შეეძლებათ მიიღონ საუკეთესო პირობების მქონე სამოგზაურო SIM და eSIM ბარათი, ასევე, გაიაქტიურონ მათთვის სასურველი სატელეკომუნიკაციო სერვისები როგორც ამა თუ იმ კონკრეტული ქვეყნისთვის, ისე მთელი ევროპისა თუ მსოფლიოს დაფარვით.

კომპანია "გლობალ სელი" ერთადერთი ავტორიზებული ტელეკომ ოპერატორია, რომელიც აბონენტებს სთავაზობს როგორც SIM, ისე eSIM საერთაშორისო ბარათებს ქართული ნომრით, უფასო ზარებითა და ყველაზე იაფი ინტერნეტით როუმინგში.

რაც შეეხება კომპანიის სხვა სიახლეებს, რამდენიმე დღის წინ, ევროპის ჭადრაკის საზოგადოების მიერ „გლობალ სელი“ ყველაზე საიმედო ტელეკომ პარტნიორად იქნა აღიარებული.

"ევროპის ჭადრაკის კავშირის მხარდაჭერის ჯილდო გადაეცა "გლობალ სელს", ევროპის ჭადრაკის კავშირთან მისი ღირებული პარტნიორობის აღიარების ნიშნად, რაც უზრუნველყოფს სწრაფ და საიმედო ინტერნეტს მოთამაშეებისა და ღონისძიებებისთვის მთელ ევროპაში. "გლობალ სელის" სერვისმა გააუმჯობესა კომუნიკაცია, დაფარვა და წვდომა ციფრულ სერვისებზე ევროპული ჭადრაკის საზოგადოებისთვის" - აღნიშნულია ევროპის ჭადრაკის კავშირის ჯილდოზე, რომლის გლობალურ სატელეკომუნიკაციო კავშირს კომპანია "გლობალ სელი" უზრუნველყოფს.

"გლობალ სელი" ასევე პირველი ქართული ტელეკომ ბრენდია, რომელიც სულ ახლახან გაეროს მსოფლიო ტელეკომ კავშირის (ITU) წევრი გახდა.

 



საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა