სანდოობა, ხარისხი და ინოვაცია – სამშენებლო კომპანია "ოსტატის" 10 წლიანი წარმატების ფორმულა და ორი მიმდინარე ახალი პროექტი
სამშენებლო კომპანია „ოსტატი“ უკვე 10 წელზე მეტია ქართულ სამშენებლო ბაზარზე წარმატებით ოპერირებს და ამ ხნის განმავლობაში მან მოახერხა, დაემკვიდრებინა თავი, როგორც სანდო, სტაბილური და ხარისხზე ორიენტირებული ბრენდი. კომპანია მკაფიოდ გამოირჩევა ინდივიდუალური მიდგომითა და დეტალებზე განსაკუთრებული ზრუნვით, რაც მის ყველა პროექტში აისახება.
„ოსტატის“ პორტფოლიო დღეისათვის 50-ზე მეტ დასრულებულ პროექტს მოიცავს. მათ შორისაა როგორც მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები და კომერციული ფართები, ასევე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები. ყოველი განხორციელებული პროექტი ნათლად აჩვენებს კომპანიის ძირითად პრიორიტეტებს: არქიტექტურული ესთეტიკა, სამშენებლო სტანდარტების უმკაცრესი დაცვა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა. ეს ფაქტორები განაპირობებს „ოსტატის“ მყარ რეპუტაციას და განსაზღვრავს მის ადგილს საქართველოს წამყვან სამშენებლო კომპანიებს შორის. კომპანია აგრძელებს განვითარებას და ახალი, ინოვაციური პროექტების განხორციელებას, რაც კიდევ უფრო ამყარებს მის პოზიციას ბაზარზე და უზრუნველყოფს მომხმარებლების ნდობას.
როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის მარკეტინგის სამსახურის უფროსმა ეთო ნებიერიძემ განაცხადა, ამჟამად „ოსტატი“ ორ მნიშვნელოვან საცხოვრებელ პროექტს ახორციელებს, რომლებიც მომხმარებლის მზარდ ინტერესს იწვევს. პროექტები „პანორამა ზაჰესი“ და „მწვანე მუხიანი“ - გამოირჩევიან ხელსაყრელი ლოკაციით, მოქნილი პირობებითა და მშენებლობის მაღალი ხარისხით.
„პანორამა ზაჰესი“ თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსია, რომლის მშენებლობის დასრულება 2025 წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი. ბინები ბარდება მწვანე კარკასის კონდიციით, რაც მყიდველს საშუალებას აძლევს, საკუთარი გემოვნებით მოაწყოს ინტერიერი. ამ პროექტში 1 კვ.მ-ის საწყისი ღირებულება 950 დოლარიდან იწყება, რაც ადგილმდებარეობისა და მშენებლობის ხარისხის გათვალისწინებით ერთ-ერთ ყველაზე კონკურენტულ შეთავაზებად ითვლება ამ სეგმენტში.
მეორე მიმდინარე პროექტი, „მწვანე მუხიანი“, უკვე თითქმის დასრულებულია და ბინების 90% გაყიდულია. ეს ფაქტი ნათლად მიუთითებს მომხმარებელთა მაღალ ნდობაზე და ბაზრის მოთხოვნაზე. ამ პროექტში 1 კვ.მ საცხოვრებელი ფართის ფასი 1100 დოლარია, ხოლო ჩაბარება, ისევე როგორც სხვა პროექტებში, მწვანე კარკასის მდგომარეობით ხდება“, - განმარტავს ერთო ნებიერიძე.
მისივე თქმით, კომპანიის მენეჯმენტი არსებული გაყიდვების ტემპით მნიშვნელოვნად კმაყოფილია. ეს განპირობებულია მათი წარმატებული სტრატეგიული გადაწყვეტილებებითა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომით. მაღალი მოთხოვნა „ოსტატის“ პროექტებზე არა მხოლოდ ხარისხის, არამედ იმ ნდობის მკაფიო მანიშნებელია.
„სამშენებლო სექტორში მაღალი კონკურენციის მიუხედავად, კომპანია „ოსტატი“ მომხმარებლებისთვის ნდობისა და მიმზიდველობის წყაროდ რჩება. ამის მიზეზი რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომლებიც „ოსტატს“ სხვებისგან გამოარჩევს.
„ოსტატი“ უპირველეს ყოვლისა, ხარისხზე ორიენტირებული მშენებლობით გამოირჩევა. ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ მასალების შერჩევას და მშენებლობის პროცესის ყველა ეტაპზე ხარისხის კონტროლს. პროექტები ხორციელდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს შენობების მდგრადობას, საიმედოობასა და კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს.
კომპანია არ ქმნის სტანდარტულ, ერთფეროვან კორპუსებს. „ოსტატი“ დეტალებზე ზრუნავს და პროექტებს ადამიანების რეალური საჭიროებების გათვალისწინებით გეგმავს. სწორედ ამიტომ, „ოსტატის“ არქიტექტურა გამოირჩევა სიმშვიდით, ფუნქციურობითა და გარემოსთან ჰარმონიული შერწყმით, რაც თითოეულ პროექტს უნიკალურს ხდის“, - აცხადებს „ოსტატის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსი.
მომხმარებლების ნდობის მოპოვებაში ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი ვადების მკაცრი დაცვაა. „ოსტატი“ ცნობილია დაწყებული პროექტების დროული დასრულებით, რაც ინვესტორებს და მობინადრეებს მშვიდად ყოფნის საშუალებას აძლევს, რადგან იციან, რომ ბინის ან კერძო პროექტის ჩაბარება შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად მოხდება.
გამოცდილება და პროფესიონალიზმი „ოსტატის“ კიდევ ერთი სიძლიერეა, გუნდი დაკომპლექტებულია გამოცდილი არქიტექტორებით, ინჟინრებითა და მენეჯერებით, რაც პროცესის ეფექტურ და უშეცდომო მართვას უზრუნველყოფს.
„ოსტატი“ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გამჭვირვალე კომუნიკაციას მომხმარებელთან, კომპანიის გაყიდვების გუნდი უზრუნველყოფს მომავალ მობინადრეებთან ღია და ინფორმაციულ კომუნიკაციას. ბინის შეძენით დაინტერესებულ ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ გადახდის მოქნილი პირობებით რაც ბინის შეძენას ფართო სეგმენტისთვის ხელმისაწვდომს ხდის“, - აცხადებს ეთო ნებიერიძე.
კომპანიის სამომავლო გეგმები მოიცავს როგორც ახალი, მასშტაბური პროექტების განხორციელებას, ასევე პორტფოლიოს დივერსიფიცირებას, რათა კიდევ უფრო მეტად დააკმაყოფილოს ბაზრის მოთხოვნები და გააძლიეროს ლიდერის პოზიცია საქართველოს სამშენებლო ინდუსტრიაში - აქცენტი კვლავ გაკეთდება ენერგოეფექტურ და ეკოლოგიურად უსაფრთხო შენობებზე.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
10.07.2025.20:59
ციფრული ტრანსფორმაცია და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საავტომობილო ინდუსტრიაში - ეს ის ძირითადი თემებია, რომლებზეც „თეგეტა ჰოლდინგის“ უფროსმა ტექნოლოგიურმა ოფიცერმა ბექა ციცქიშვილმა ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ კონფერენციაზე, Change Inspire-ის პანელური დისკუსიის ფარგლებში ისაუბრა. ღონისძიება HT Solutions-ის ორგანიზებით გაიმართა. ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობა კიბერუსაფრთხოებაში, მონაცემთა ანალიზის პროცესში, ციფრულ ტრანსფორმაციასა და ორგანიზაციულ სტრატეგიებში — ეს იყო კონფერენციის მთავარი თემები წელს.
„თეგეტა ჰოლდინგმა“ წლებია, ციფრული ტრანსფორმაცია ბიზნესმოდელისა და მომხმარებელთან ურთიერთობის გაუმჯობესების ფუნდამენტად აქცია. კომპანიის წარმომადგენელმა ღონისძიების მონაწილეებს უკვე განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო, რომლებიც სამუშაო პროცესში AI-ს ინტეგრაციას გულისხმობს.
ბექა ციცქიშვილი, „თეგეტა ჰოლდინგის“ უფროსი ტექნოლოგიური ოფიცერი: „Change Inspire-ის მსგავს ღონისძიებებში „თეგეტას“ მონაწილეობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან გვაძლევს საშუალებას, პოტენციურ პარტნიორებსა და მომხმარებლებს გავაცნოთ ჩვენი ციფრული მიმართულება და გავუზიაროთ დაგროვილი გამოცდილება.
AI-ს ეპოქაში „თეგეტა ჰოლდინგი“ არ არის მხოლოდ ტრადიციული მომსახურების მიმწოდებელი, ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც ორიენტირებულია პერსონალიზებულ და ციფრულ გამოცდილებაზე. ჩვენი მიზანია, მომხმარებელმა სერვისი მიიღოს მაქსიმალურად სწრაფად, მარტივად და კომფორტულად.
მსგავსი მიდგომა დღეს უკვე ინოვაცია აღარ არის - ეს აუცილებლობაა, რათა კომპანიამ შეინარჩუნოს კონკურენტუნარიანობა და ფეხი აუწყოს ციფრულ რეალობას. მით უმეტეს მაშინ, როცა ინდუსტრიის წამყვანი ბრენდები აქტიურად მუშაობენ ავტომობილების წარმოებისას ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირებაზე - ამის მაგალითია ხელოვნური ინტელექტით მართვადი მანქანები“.
„თეგეტა ჰოლდინგი“ ამ დროისთვის ხელოვნური ინტელექტის რამდენიმე პროექტზე მუშაობს. ერთ-ერთია AI ასისტენტი, რომელიც მომხმარებლებს დაეხმარება დიაგნოსტიკაში, სერვისების დაჯავშნაში, ავტონაწილების მოძიებაში. მეორეა AI აგენტების პროექტი, რომელიც „თეგეტას“ თანამშრომლებს მონაცემების სწორად გაანალიზებასა და უკეთესი ბიზნესგადაწყვეტილებების მიღებაში შეუწყობს ხელს. ასევე - AI-driven მომხმარებლების საჭიროებაზე მორგებული პერსონალიზებული შეთავაზებისა და კამპანიების პროექტი.
ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2018 წლიდან იმართება. წლევანდელი კონფერენციის თემა „AI ჩემპიონთა ლიგა“ იყო. გლობალურმა და რეგიონულმა ექსპერტებმა ოთხ ძირითად მიმართულებაზე ისაუბრეს: ციფრული ტრანსფორმაცია, BIG Data, კიბერუსაფრთხოება და IT ინფრასტრუქტურა.
ღონისძიებას 600-ზე მეტი მონაწილე დაესწრო. კონფერენციის მონაწილეებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს ისეთი გლობალური ბრენდების წარმომადგენლებმა, როგორებიც არიან: Amazon Web Services (AWS), Google Cloud, Oracle, Palo Alto Networks, Lenovo, Fortinet, Cloudera.
,,თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ,,თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. ,,თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. ,,თეგეტა ჰოლდინგი”, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.