„სანამ ბიზნესს დაარეგისტრირებთ“ - საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ახალი კურსი დაემატა
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად, სასწავლო რესურსების განვითარებას განაგრძობს. პლატფორმა Businesscourse.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია ახალი კურსი — „სანამ ბიზნესს დაარეგისტრირებთ“, რომლის ავტორია ანტერპრენერი და თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი, დავით მარკოზაშვილი.
კურსი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც მეწარმეობის გზაზე პირველ ნაბიჯებს დგამს და სურს, გაარკვიოს, როგორ უნდა იქცეს იდეა რეალურ, სიცოცხლისუნარიან ბიზნესად.
კურსის ძირითადი თემებია:
კურსის მიზანია, მონაწილეებს შექმნათ სისტემური წარმოდგენა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც კომპანიის რეგისტრაციას და მის სტრატეგიულ ჩამოყალიბებას წინ უძღვის. კურსის დასრულების შემდეგ, მსმენელები შეძლებენ გაცნობიერებული გადაწყვეტილება მიიღონ იმაზე, თუ როდის, როგორ და რა ფორმით დაიწყონ სამეწარმეო საქმიანობა.
საქართველოს ბანკის ბიზნესკურსების პლატფორმაზე უკვე ხელმისაწვდომია 60-ზე მეტი პრაქტიკული კურსი, რომლებიც დამწყებ და მოქმედ მეწარმეებს ისეთი საკითხების გააზრებაში ეხმარება, როგორებიცაა მარკეტინგი, ფინანსები, ციფრული კომუნიკაცია, ტექნოლოგიური ინოვაციები და სხვ.
„სწორად გადადგმული პირველი ნაბიჯები ბიზნესის მომავალს განსაზღვრავს და მეწარმეობის მხარდაჭერა და წახალისებაც სწორედ ამ ეტაპზეა მნიშვნელოვანი. ამიტომაც დავამატეთ ახალი კურსი, რომელიც იდეის გაჩენიდან პრაქტიკულ გადაწყვეტილებებამდე, ბიზნესის წამოწყებით დაინტერესებულ პირებს სრულფასოვან გზამკვლევს სთავაზობს,“ — აცხადებენ საქართველოს ბანკში .
გაიარეთ კურსი ამ ბმულზე.
აღსანიშნავია, რომ ბიზნესკურსი წარმოადგენს ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360° პლატფორმის მნიშვნელოვან ნაწილს. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები და სხვა.
სხვა სიახლეები
31.07.2025.10:28
ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალი 2 აგვისტოს, ვალდო ვეზერსის დაუვიწყარი კონცერტით დაიხურება. სცენის რაინდად წოდებული მუსკალური მოგზაური საქართველოში თავის ევროპულ ბენდთან ერთად ჩამოდის და ეს კონცერტი იქნება ამერიკული და ევროპული ბლუზის საუცხოო სიმბიოზი; ასევე, შეასრულებენ ჯეიმს ბრაუნის ცნობილ ჰიტებს.
სერ ვალდო ვეზერსი - ბლუზის შემსრულებელი და საქსოფონისტი. თავისი უნიკალურობით მან მთელი ევროპა დაიპყრო. ის გამორჩეულია, როგორც პირველი შავკანიანი ქანთრი საქსოფონისტი, რომელიც მუსიკით არღვევს კულტურულ და რასობრივ საზღვრებს.
ვალდო ვეზერსი - ეს მხოლოდ მუსიკოსის სახელი არ არის - ესაა მთლიანი ეპოქის ხმა. არტისტი, რომელმაც ჯეიმს ბრაუნის ფანკის იმპერიაში 15 წელი გაატარა.
2008 წელს, ვეზერსს გერმანიაში მაინბრექსენის სასახლის რაინდის წოდება მიენიჭა.
ასეთ არაჩვეულებრივ ნოტაზე დასრულდება წელს ლაგოდეხის მეცხრე საერთაშორისო ბლუზ ფესტივალი, რომელიც წლების განმავლობაში, თიბისის მხარდაჭერით ტარდება და უკვე სარგებლობს მაღალი რეპუტაციით მუსიკალურ სამყაროში. ფესტივალმა მსმენელს არაერთი დაუვიწყარი ემოცია აჩუქა - საოცარი მუსიკოსები, ბლუზი ლაგოდეხის უნიკალურ გარემოში და გრძნობა, რომ მუსიკა და თავისუფლება მართლაც აქ და ახლაა.
ფესტივალის დასკვნითი კონცერტის ბილეთების შეძენისას, ახალი თიბისი ბარათით, ნებისმიერი კონცეპტ ბარათით და ერთგული საკრედიტო ბარათით, ისარგებლეთ 15%-იანი ფასდაკლებით.
ფესტივალი მომდევნო ზაფხულამდე გვემშვიდობება.
მომავალ, უკვე მეათე შეხვედრამდე.