მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7242.3
0.017
flag
AZN 1.6097
0.0044
flag
CNY 39.703
0.0132
flag
EUR 3.1382
0.0121
flag
GBP 3.63
0.0127
flag
KZT 56.39
0.007
flag
TRY 0.0619
0.0001
flag
USD 2.7365
0.0075

სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება - ატვოინდუსტრიაში პირველად, „თეგეტა მოტორსმა“ სასწავლო საწარმოს სტატუსი მიიღო

news image

„თეგეტა მოტორსი“ საავტომობილო სექტორში პირველი კომპანია გახდა, რომელსაც საქართველოში სასწავლო საწარმოს სტატუსი მიენიჭა. შედეგად, კომპანიას შესაძლებლობა ექნება, მომდევნო 6 წლის განმავლობაში დუალური პროგრამები (სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება) განახორციელოს და ბაზარს მაღალკვალიფიციური კადრები მიაწოდოს. სწავლების პროცესი „თეგეტა აკადემიასთან“თანამშრომლობით წარიმართება. პირველ ეტაპზე პროგრამა მსუბუქი ავტომობილის ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთების მიმართულებას მოიცავს.

ნინო ერისთავი, „თეგეტა აკადემიას“ ხარისხის მართვის მენეჯერი: სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვება სახელმწიფო დონეზე აღიარებს თეგეტა მოტორსის მზაობას, რომ კვლავ ჩაერთოს დუალური პროგრამების განხორციელებაში და კვალიფიციური კადრების მომზადებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. ეს ყველაფერი კი, ცხადია, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს, ერთი მხრივ, კურსდამთავრებულების დასაქმებას, მეორე მხრივ კი, კადრების დეფიციტის შემცირებას და ინდუსტრიის განვითარებას.

ჩვენი დუალური პროგრამა თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს აერთიანებს, რომლის ფარგლებშიც, 15 სტუდენტი 8 თვის განმავლობაში „თეგეტა აკადემიაშითეორიულ სწავლებას გადის. შემდეგი ერთი წლის განმავლობაში კი ისინი „თეგეტა მოტორსის სერვისცენტრში  სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებაში ერთვებიან, სადაც პროფესიულ ცოდნას, პრაქტიკულ უნარებსა და გამოცდილებას რეალურ ავტომობილებზე მუშაობით იღებენ. ეს ყველაფერი სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, რომ სიღრმისეულად დაეუფლონ პროფესიას, შეიძინონ ის ცოდნა და კომპეტენციები, რომლებიც სამომავლოდ დასაქმებასა და წარმატებულ საქმიანობაში დაეხმარებათ. სწავლებაში ჩართული ინსტრუქტორები კომპანიის გამოცდილი თანამშრომლები არიან, რომლებსაც მომზადების სპეციალური ტრენინგები აქვთ გავლილი“.

დუალური პროგრამის ფარგლებში, სწავლა სრულიად უფასოა - თეორიული მოდულები სახელმწიფოსმიერ ფინანსდება, პრაქტიკულ ნაწილს კი თეგეტა მოტორსი“ უზრუნველყოფს“. მნიშვნელოვანია, რომ პრაქტიკული სწავლების დროს სტუდენტები სიმბოლურ ანაზღაურებასაც იღებენ.

„თეგეტა აკადემია“ 2019 წლიდან ახორციელებს ავტორიზებულ პროგრამას „მსუბუქი ავტომობილის ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთება“ დუალური ფორმით. სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვება კი მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც კანონმდებლობაში რიგი ცვლილებები შევიდა და 2026 წლიდან ამ სტატუსის ფლობა სავალდებულო გახდა ყველა იმ კომპანიისთვის, რომლებიც დუალურ პროგრამებს ახორციელებენ, რათა კურსდამთავრებულებზე სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი გაიცეს. სტატუსის მოპოვების პროცესი სამი ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით მკაცრ შეფასებას მოიცავდა: ადამიანური რესურსის არსებობა, მატერიალური ბაზის შესაბამისობა და სასწავლო პროცესის ადმინისტრირების მზაობა. „თეგეტა მოტორსმა“ ყველა ეს კრიტერიუმი წარმატებით დააკმაყოფილა.

დუალური სწავლება მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის უფასო, პრაქტიკაზე ორიენტირებული განათლების მიწოდებას, რაც სერვისის ხარისხის ამაღლებასა და საქართველოში საავტომობილო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას შეუწყობს ხელს. მაღალია სწავლის დასრულების შემდეგ დასაქმების მაჩვენებლებიც - გასულ წლებში კურსდამთავრებულთა უმეტესობა სწორედ „თეგეტა მოტორსის“ სერვისცენტრებში დასაქმდა.

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებული კოლეჯი, რომელიც 2013 წლიდან ახორციელებს საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით.

„თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა

16.03.2026.18:56

ბათუმს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი შეემატა - 13 მარტს გაგარინის ქუჩა N1-ში „ავტო გალერის" ახალი ფილიალი გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მულტიბრენდული შოურუმი, წამყვანი საავტომობილო ბრენდების ფართო სპექტრს აერთიანებს და რეგიონში პირველი მსგავსი ფორმატის სივრცეა. „ავტო გალერი“ მომხმარებლებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს - ადგილზე გაეცნონ და შეიძინონ ავტომობილები სხვადასხვა კატეგორიიდან.

გამორჩეული იყო „ავტო გალერის“ გახსნის ცერემონია. ოფიციალური ნაწილის გარდა, სტუმრებს სხვადასხვა აქტივობა, ბევრი სიურპრიზი და საჩუქრები დახვდათ - საინტერესო გათამაშებები და სპეციალური შეთავაზებები „ავტო გალერის“ პარტნიორი კომპანიებისგან. ღონისძიებას 300-მდე სტუმარი დაესწრო.

პეტრე წაქაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერი: „ბათუმი ამ ეტაპზე ბაზრის ზრდის ძალიან მაღალი ტემპით გამოირჩევა. გვინდოდა, მომხმარებლებისთვის უნიკალური შესაძლებლობა მიგვეცა - ერთ მისამართზე შეგვეთავაზებინა ნებისმიერი კატეგორიის ავტომობილი: ბიუჯეტურიდან პრემიუმ კლასამდე. ეს არა მხოლოდ კომფორტს უზრუნველყოფს, არამედ რეგიონში ახალი ავტომობილების მოთხოვნის ზრდას უწყობს ხელს. ეს პროექტი „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიის ნაწილია, რომელიც რეგიონების განვითარებას უწყობს ხელს და მომავალში მსგავსი კონცეფციის შოურუმის გახსნას სხვა ქალაქებშიც ვგეგმავთ“.

ახალ შოურუმში მისულ მომხმარებლებს Tegeta Cars-ის პორტფელიდან ავტომობილების მრავალფეროვანი არჩევანი დახვდებათ, მათ შორის, Mazda, Volvo, Geely, Zeekr... ასევე, ბათუმში ოფიციალურად პირველად იქნება წარმოდგენილი ისეთი ლუქს კლასის ბრენდები, როგორებიცაა Porsche, Lamborghini და Bentley. ეს კი კომპანიას შესაძლებლობას აძლევს, დააკმაყოფილოს ნებისმიერი გემოვნებისა და ბიუჯეტის მქონე მომხმარებელი.

„ავტო გალერის“ ახალი ფილიალი ბათუმში მომხმარებელს უკვე სრული დატვირთვით ემსახურება. ავტომობილის შეძენისა და ტექნიკური მომსახურების მიღების გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, ისარგებლოს საბანკო პროდუქტებით, მათ შორის, ავტოგანვადებითა და ლიზინგით, ასევე დაზღვევის სპეციალური პირობებით, პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა