მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7034.6
-0.0064
flag
AZN 1.589
-0.0004
flag
CNY 37.587
-0.0077
flag
EUR 3.1184
-0.007
flag
GBP 3.5906
0.0001
flag
KZT 50.21
0.0017
flag
TRY 0.0664
0
flag
USD 2.7013
-0.0016

სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენა იწყება — მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

news image

სამშენებლო მასალების მასშტაბური, საერთაშორისო გამოფენა  Caucasus Build 25-27 აპრილს თბილისში, ექსპოჯორჯიას პავილიონებსა (4,5,6,11) და გარე სივრცეში იმართება. იგი 30-ე წელია ტარდება და როგორც  ადგილობრივი, ისე უცხოური კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ ბაზრის სიახლეებს, მონაწილეობა მიიღონ საინტერესო თემატურ ღონისძიებებში და გაიცნონ თანამოაზრეები.

 

ღონისძიება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება

 

Caucasus Build საინტერესოა იმ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რომლებიც სამშენებლო/სარემონტო მასალების სექტორში მუშაობენ. გამოფენა აერთიანებს დეველოპერებს, ინტერიერის/ექსტერიერის მასალების ან ჭკვიანი სახლის მოწყობილობების მწარმოებლებს. ასევე, საინჟინრო და არქიტექურულ სერვისების თუ სამშენებლო ტექნიკისა და დანადგარების მიმწოდებლებს.

 

გამოფენა მოიცავს პანელურ დისკუსიებსა და კონფერენციებს, სადაც დეველოპერები საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას გააზიარებენ

 

გამოფენის ფარგლებში ჩატარდება ტექნიკური ვორკშოპიცინტერაქციულ სივრცეში მონაწილე კომპანიები გამართავენ პრაქტიკულ დემონსტრაციებსა და ტრენინგებს მასალების ადგილზე გატესტვით, მათი გამძლეობისა თუ ხარისხის შემოწმებით. ვორკშოპი შესაძლებლობას მისცემს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ნახოს სხვადასხვა სამშენებლო თუ სარემონტო მასალის რეალური შესაძლებლობები, ამასთან, ჩაერთოს გათამაშებებში და მოიგოს პრიზები.

 

გამოფენის შესახებ დამატებით დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზეwww.buildexpo.ge.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი ღონისძიებას მხარს უჭერს ბიზნეს 360°-ის ფარგლებში. ბიზნეს 360° პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნისიქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები, ღონისძიებები, სექტორული კვლევები თუ სხვა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Chelti Winery-ს მორიგი საერთაშორისო აღიარება - 3 ოქროს და 1 პლატინის მედალი

05.08.2025.19:00

Chelti Winery / მეღვინეობა ჩელთი-ს მორიგი საერთაშორისო აღიარება. როგორც კომპანიის facebook-ის გვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, „ჩელთის“ ღვინოებმა შანხაის მე-19 საერთაშორისო ღვინის კონკურსზე 3 ოქროს და 1 პლატინის მედალი მოიპოვა.

 „სიხარულით გვინდა გაგიზიაროთ, რომ ჩელთის ღვინოებმა შანხაის მე-19 საერთაშორისო ღვინის კონკურსზე 3 ოქროს და 1 პლატინის მედალი მოიპოვა!   
ღვინოები რომლებმაც მედლები მოიპოვა:
  ოქრო – Chelti Kisi Qvevri Dry White 2022
  ოქრო – Chelti Saperavi Qvevri Dry Red 2020
  ოქრო – Chelti Tsinandali Dry White 2023
  პლატინა – Chelti Saperavi Heritage Dry Red 2015“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა