მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7098.1
-0.0024
flag
AZN 1.5741
-0.0005
flag
CNY 38.756
-0.0013
flag
EUR 3.148
-0.0086
flag
GBP 3.6067
-0.0042
flag
KZT 53.78
-0.0059
flag
TRY 0.061
-0.0002
flag
USD 2.676
-0.0009

სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორის შემოსავალი საშუალოდ 12.3%-ით გაიზარდა - Galt & Taggart-ის კვლევა

news image

სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორის შემოსავალი საშუალოდ 12.3%-ით გაიზარდა 2018-23 წლებში და $5.3 მილიარდს მიაღწია 2023 წელს, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის კვლევაშია ნათქვამი. 

აღსანიშნავია, რომ სექტორის ბრუნვის ორ მესამედს იმპორტირებული საქონელი შეადგენს და შედარებით მცირეა ადგილობრივი წარმოების წილი.

იმპორტზე დამოკიდებულება შედარებით მცირეა სამშენებლო მასალების სექტორში, ხოლო მაღალია სარემონტო მასალების, საყოფაცხოვრებო ტექნიკის და ავეჯის სექტორებში.

სამშენებლო მასალების სექტორის შემოსავალი თითქმის გაორმაგდა 2020-23 წლებში, რაც პანდემიის შემდეგ მშენებლობის სექტორის სწრაფი აღდგენით და ფასების ზრდით იყო განპირობებული. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო მასალების დიდი ნაწილი ადგილობრივად იწარმოება:

• ცემენტის მოხმარება ძირითადად ადგილობრივი წარმოებით (მოხმარების 93.1%) დაკმაყოფილდა 2023 წელს. ცემენტის ფასებმა სწრაფად დაიწყო ზრდა 2022 წლის შემდგომ, რისი მიზეზიც კლინკერისა და ქვანახშირის ფასის ზრდა იყო.

• ბეტონის წარმოება რეკორდულ 4.3 მლნ კუბურ მეტრამდე გაიზარდა 2023 წელს, რაც ინფრასტრუქტურული პროექტებით და გაზრდილი სამშენებლო აქტივობით აიხსნება. ბეტონის ფასის სწრაფი ზრდა 2022 წლიდან დაიწყო, რაც განაპირობა მაღალმა მოთხოვნამ და ცემენტის ფასის ზრდამ.

• არმატურის მოხმარებამ 558.0 მლნ კილოგრამს მიაღწია 2023 წელს. ამასთან, არმატურის ადგილობრივი წარმოება წლიურად 14.5%-ით შემცირდა და შესაბამისად მოთხოვნა იმპორტით დაკომპენსირდა 2023 წელს. აღსანიშნავია, რომ დაბალი ფასის გამო რუსეთიდან და ირანიდან არმატურის იმპორტი 2021-23 წლებში გაორმაგდა.

სარემონტო მასალების სექტორის შემოსავალი საშუალოდ 13.6%-ით გაიზარდა 2017-23 წლებში და $2.4 მილიარდს მიაღწია 2023 წელს. აღსანიშნავია, რომ სარემონტო მასალების იმპორტი, ადგილობრივ წარმოებაზე უფრო მეტად იზრდება. ადგილობრივი წარმოება ყველაზე დიდი პლასტმასის პროდუქტებშია, თუმცა ხის და მეტალის პროდუქტები და კაბელების წარმოებაც საშუალოდ ორნიშნა ზრდის ტემპით იზრდება. 

საყოფაცხოვრებო ტექნიკის სექტორის შემოსავალი საშუალოდ 8.2%-ით გაიზარდა 2018-23 წლებში და $0.5 მილიარდს მიაღწია 2023 წელს. საყოფაცხოვრებო ტექნიკის სექტორი თითქმის მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული. 

ავეჯის სექტორი დივერსიფიცირებულია და ბაზარზე  ბევრი მცირე ინდივიდუალური მწარმოებელია. ავეჯის ბაზარზე დიდია არაფორმალური ეკონომიკის წილი და ადგილობრივი წარმოების რეალური მაჩვენებლები შეიძლება უფრო მაღალი იყოს.

სამშენებლო და

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ინვესტიციას მოჰყვება ცოდნა და ტექნოლოგია - ლევან ვეფხვაძე

20.02.2026.22:52

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული პრობლემა სტრუქტურულ აცდენასთან არის დაკავშირებული.

როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, ბიზნესის მოთხოვნილ კვალიფიკაციებსა და უმუშევართა არსებული უნარების შორის შეუსაბამობა სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. მისი თქმით, სწორედ ეს სტრუქტურული დისბალანსი განსაზღვრავს შრომის ბაზრის მთავარ გამოწვევას და აისახება ბიზნესის განწყობებსა და BAG ინდექსის მაჩვენებლებშიც.

„სტრუქტურული უმუშევრობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ კვალიფიკაციები ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის აცდენილია. ანუ მოთხოვნა-მიწოდება რაოდენობრივი ხომ არ არის მთავარი პროცენტულად, რომ ამდენი სამუშაო ადგილია, ამდენი პროცენტი ვაკანსიაა და ამდენი პროცენტია უმუშევარი. აქ მთავარია რომ არის სტრუქტურული აცდენა კვალიფიკაციებს შორის. ის კვალიფიკაცია რაც ახლა ამ წუთას სჭირდება ბიზნესს და ის კვალიფიკაცია მეორეს მხრივ არის კვალიფიკაცია რომელიც უმუშევარს დღეს აქვს.

აცდენაზე თვითონ ბიზნესმა დაიწყო ძალიან აქტიური მუშაობა, ნაწილობრივ ძალიან გააქტიურებულია მეორეს მხრივ სახელმწიფო, მე ვგულისხმობ პროფესიული განათლების ნაწილში, თუმცა გამოწვევა მაინც რჩება შედარებით მაღალი კვალიფიკაციები, რომელთა მომზადებას სჭირდება დრო. 

არის კვალიფიკაციები, რომელიც შეიძლება ექვს თვეში ვასწავლოთ და არის კვალიფიკაციები რომელთაც წლები სჭირდება, რომ ამ კუთხით მოამზადოს და ჩვენ სამწუხაროდ ბოლო ათწლეულების განმავლობაში არასწორი მიმართულებით მივდიოდით. აღნიშნული ქმედებები არ შეესაბამებოდა ბაზარზე არსებულ კონიუნქტურასა და მოთხოვნას, რის შედეგებსაც დღეს ვიმკით“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

მისივე განცხადებით, შრომის ბაზარზე კვალიფიკაციების სტრუქტურული აცდენის დასაძლევად საჭიროა ბიზნესისა და განათლების სექტორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, მათ შორის ტრენინგ-ცენტრების განვითარება, პროფესიული გადამზადების პროგრამები. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ასევე საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართვა და ორმაგი დიპლომების პროგრამების გაფართოება, რათა ბაზარზე მოთხოვნად კვალიფიკაციებთან შესაბამისი ცოდნა და უნარები გაძლიერდეს.

„კვალიფიკაციებზე ძალიან კარგად მოქმედებს სხვათა შორის უცხოური პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იმიტომ, რომ ბევრი კვლევა არსებობს რომელიც ამბობს, რომ ეს არ არის მხოლოდ მონეტარული ასე ვთქვათ კონტრიბუცია რაც შეიძლება ქვეყანაში შემოდიოდეს კონკრეტული ფულის სახით. ამ ფულს მოჰყვება ცოდნა და ტექნოლოგია.

საბოლოო ჯამში, თქვენ რომ ნახოთ ის ქვეყნები რომლებმაც ბოლო პერიოდში თვითონ მიაღწიეს ტექნოლოგიურ წინსვლას - იაფი სამუშაო ძალის პირობებში მოახერხეს და შემოიტანეს ტექნოლოგიები, შემოიყვანეს ინვესტორები და დღეს უკვე ისინიც თავის დამოუკიდებელ ცურვილზე არიან გადასული იმით, რომ ისინი თვითონ არიან კვლევის ნაწილში პირველები თუ არა მეორეები - მსოფლიოში გლობალურად და არიან ძალიან მაღალ კონკურენტუნარიანები“, - განმარტა ვეფხვაძემ. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა