მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7087.9
0.0007
flag
AZN 1.593
-0.0004
flag
CNY 38.15
-0.0022
flag
EUR 3.1462
0.0001
flag
GBP 3.5606
-0.0027
flag
KZT 51.72
-0.0008
flag
TRY 0.064
-0.0001
flag
USD 2.7085
-0.0006

სამომავლოდ ვგეგმავთ ასორტიმენტის გაფართოებას - „ოდლისი“

news image

შვეიცარიული ტექნოლოგიით, ადგილობრივი რძისგან დამზადებული ყველი ,,ოდლისი" ქართველ მომხმარებლებში და უცხოელ ტურისტებში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. კომპანიის თანადამფუძნებელი მაკა გიორგანაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს რომ შემოდგომის სეზონი „ოდლისისთვის“ საკმაოდ დატვირთულია.

„დატვირთვა ნამდვილად დიდია, ბევრი სტუმარი გვყავს. ზაფხული საკმაოდ აქტიური იყო, თუმცა შემოდგომის სეზონი კიდევ უფრო დატვირთული აღმოჩნდა. ქართველები ხშირად გვსტუმრობენ, თუმცა ყველის ტურს ძირითადად უცხოელი სტუმრები ირჩევენ. ქართველ სტუმრებს კი უფრო უყვართ ჩვენს ყველის ბარში მოსვლა, ყველისა და ღვინის დაგემოვნება. ტურში ქართველებიც გვყოლია, თუმცა ყველაზე დიდი ინტერესი მაინც უცხოელების მხრიდან მოდის “, - ამბობს მაკა გიორგანაშვილი.

ყველის ტური რამდენიმე ეტაპს მოიცავს და გულისხმობს როგორც „ოდლისის“ ისტორიის გაზიარებას სტუმრებისთვის, ისე საწარმოს დათვალიერებას.

„სტუმრებს ტურს ჩვენი შვილები უტარებენ და უზიარებენ ისტორიას თუ როგორ დავიწყეთ საქმიანობა. შემდეგ ვაჩვენებთ საწარმოს და ვუხსნით, როგორ მზადდება ყველი, რამდენი ტიპის ყველს ვაწარმოებთ და როგორ ვუვლით თითოეულს. ამის შემდეგ ვუზიარებთ, როგორ გაიხსნა ჩვენი ყველის ბარი. ტური ბარში დეგუსტაციით სრულდება, სადაც სომელიე სტუმრებს ურჩევს, რომელ ღვინოსთან რომელი ყველი უნდა დააგემოვნონ. ბოლოს სტუმრები ლამაზად გაწყობილ სუფრასთან იკავებენ ადგილს და ყველისა და ღვინის დაგემოვნებას აგრძელებენ “, - აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი.

„ოდლისი“ ამჟამად აწარმოებს სამი ტიპის ყველს: მაგარს, ნახევრად მაგარს და რბილს. რაც შეეხება გემოს, ასორტიმენტი მოიცავს 33 გემოს, რომლის გაზრდაც სამომავლოდ იგეგმება.

„ამჟამად გვაქვს 33 გემო, თუმცა ახალი წლის შემდეგ რამდენიმე ახალი გემოს დამატებას ვგეგმავთ, ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ “, - აღნიშნავს მაკა გიორგანაშვილი.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩაერთე თიბისის ფულადი გზავნილის განაღდების წინასაახალწლო გათამაშებაში

17.11.2025.15:47

თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების წინასაახალწლო კამპანია დაიწყო. 17 ნოემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, გაანაღდეთ ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღეთ შესაძლებლობა, დასაჩუქრდეთ 1 000 ლარით ყოველდღიურად ან მოიგოთ სუპერ პრიზი- 15 000 ლარი.   

1000 ლარი გათამაშდება ყოველდღე და ერთგულ ყულაბაში გადაეცემა იმ მომხმარებელს, ვისი გზავნილიც თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში განაღდებულ გზავნილებს შორის დღის განმავლობაში მე-1000 აღმოჩნდება. მთავარია, გზავნილის მინიმალური ოდენობა იყოს 100 ლარი, აშშ დოლარი, ევრო ან ფუნტი. 

სუპერ პრიზი - 15 000 ლარი კი, ერთგულ ყულაბაში, მხოლოდ იმ ერთ მომხმარებელს გადაეცემა, რომელიც 17 ნოემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, როგორც ნოემბერში, ისე დეკემბერში  - თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში, რაოდენობრივად ყველაზე მეტ გზავნილს გაანაღდებს. 

სუპერ პრიზის მისაღებად აუცილებელი პირობაა, მომხმარებელმა კამპანიის მიმდინარეობის პერიოდში, ყოველთვიურად, ერთი გზავნილი მაინც გაანაღდოს – მინიმუმ 100 ლარი, დოლარი, ევრო ან ფუნტი. 

სუპერ პრიზის გამარჯვებული გამოვლინდება კამპანიის დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს 31 დეკემბრისა და პრიზი ერთგულ ყულაბაში იმავე დღეს დაერიცხება. ერთგული ყულაბიდან თანხის სასურველ ანგარიშზე გადატანა ორივე პრიზის გამარჯვებულებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ. 

თუ მომხმარებლები თანაბარი რაოდენობის ტრანზაქციებს შეასრულებენ, გამარჯვებულად გამოცხადდება ის, ვისი განაღდებული გზავნილების საერთო მოცულობაც მეტი იქნება.

კამპანიაში ჩართულია თიბისი ბანკში არსებული ფულადი გზავნილების ყველა სისტემა და მასში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქეობის მქონე სრულწლოვან პირებს.

გათამაშების დეტალურ პირობებს გაეცანით ბმულზე.

ისარგებლე, თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკის გზავნილების სისტემებით და გახდი ერთ-ერთი გამარჯვებული! 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა